მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › იპოთეკა & გირავნობა › Reply To: იპოთეკა & გირავნობა
მესაკუთრეს აქვს იმის საშუალება, რომ იპოთეკართან შეთანხმებით განსაზღვროს უზრუნველყოფის მოცულობა, თუ არ განსაზღვრა, მაშინ მასზეა რისკი მაგ პროცენტის ზრდასთან დაკავშირებით უზრუნველყოფილი ხელშეკრულების ფარგლებში. მაგ: თუ იპოთეკა იდება სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, იპოთეკაში შეიძლება განისაზღვროს, რომ იპოთეკით უზრუნველყოფილი ხდება მხოლოდ სესხის ძირითადი თანხა, ან ძირითადი თანხა + პროცენტის გარკვეული რაოდენობა. თუ მსგავსი შეთანხმება არ გვაქვს, მაშინ გამოდის, რომ იპოთეკით უზრუნველყოფილია მთლიანად სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა, თავისი ცვლილებიან-შესწორებიანა.
კარგი შევეშვათ, მაგას ბოლო წინადადებაზე რას იტყვი, რესტრუქტიზაციაზის თაობაზე? არის თუ არა რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულება ძველი ურთიერთობის შეწყვეტის და ახლის დაწყების საფუძველი?