#2080
kakha
Member

მოვალის ანგარიშზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებული საკითხი

მოსარჩელემ მოითხოვა ყადაღის დადება მოპასუხის ანგარიშზე თუმცა არ მიუთითებია სარჩელში კონკრეტულად რომელ ანგარიშზე იმ საფუძვლით, რომ არ იცოდა მოსარჩელეს საბანკო ანგარიშები სად ჰქონდა. სასამართლომ დააკმაყოფილა და მოპასუხეს თუკი რაიმე საბანკო ანგარიში ჰქონდა ყველგან დაედო ყადაღა. რამდენად სწორად მიგაჩნია ამგვარი უზრუნველყოფის მოთხოვნის დაკმაყოფილება, როცა შუამდგომლობაში საერთოდ არ უთითებ არც ანგარიშის ნომერს და არც იცი აქვს თუ არა საერთოდ საბანკო ანგარიში.