#2069

სხვისი მოძრავი ნივთების დაყადაღების პრობლემა

ას-996-1297-07  ეს გადაწყვეტილება ეხება ისეთ შემთხვევას, როცა მოძრავი ნივთების დაყადაღებისას, მოვალის მაგივრად, მესამე პირის მოძრავი ნივთების დაყადაღება ხდება. ასეთ შემთხვევაში  სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 32-ე მუხლის მიხედვით ამ მესამე პირს უფლება აქვს აღძრას სარჩელი მის მოძრავ ნივთებზე ყადაღის მოხსნის თაობაზე.

ასეთი დავის შემთხვევაში, მოპასუხეები არიან იმპერატიულად განსაზღვრულნი სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 32-ე მუხლის მიხედვით, ესენი არიან მოვალე და კრედიტორი, ხოლო აღსრულების ბიურო არ წარმოადგენს დავის მხარეს, მან უბრალოდ ფორმალურად უნდა შეასრულოს გადაწყვეტილებით დადგენილი მოქმედება.

უზენაესმა სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში  განმარტა,  რომ “ამ შემთხვევაში კანონის აღნიშნული ნორმა მიუთითებს მოპასუხის მხარეზე სავალდებულო თანამონაწილეობის შესახებ.”

” მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს მოვალესა და კრედიტორთან მიმართებაში სავალდებულო თანამონაწილეობას, რაც სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს, სავალდებულო თანამოპასუხე საქმეში ჩააბას თავისი ინიციატივით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 86-ე მუხლის საფუძველზე”