#2068

გადაწყვეტილების აღსრულების წესთან დაკავშირებული საკითხი

ახლა ერთი ასეთი საკითხი მინდა წამოვწიო, რეალური შემთხვევა მოხდა, რომ პირმა მოითხოვა ბინის მესაკუთრედ ცნობა და დააყადაღა აღნიშნული ბინა მოთხოვნის უზრუნველსაყოფად. სასამართლომ ცნო ეს პირი ბინის მემკვიდრედ და შესაბამისი გადაწყვეტილებით იგი მივიდა იუსტიციის სახლში, სადაც დაუხარვეზეს განცხადება საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, იმ საფუძვლით, რომ  მისივე ყადაღა ედო აღნიშნულ ბინას და სანამ არ მოიხსნებოდა ყადაღა, საკუთრების უფლების რეგისტრაცია ვერ განხორციელდებოდა. ეს პირი ჩავარდა დილემის წინაშე, რა უნდა გაეკეთებინა?

გამოსავალი არის მარტივი, უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლის სახელზე განცხადების დაწერა, რომლითაც მოხდება აღსრულების წესის განსაზღვრა, კერძოდ ყადაღის მოხსნა და საკუთრების უფლების რეგისტრაცია.  სასამართლო მიიღებს ამ ორ მოქმედების შესახებ ერთიან განჩინებას, რომლის საფუძველზეც მოხდება რეესტრში ბინაზე საკუთრების რეგისტრაცია.