მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › მემკვიდრეობითი სამართალი › Reply To: მემკვიდრეობითი სამართალი
აგვისტო 4, 2014 at 11:13
#1962
Participant
მიღებული, მაგრამ დაურეგისტრირებელი სამკვიდრო ქონების დაცვა
წინა პოსტთან დაკავშირებული შემთხვევა განვიხილოთ, ვთქვათ, მამკვიდრებელი გარდაიცვალა, ორივე მემკვიდრემ მიიღო სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით. 6 თვის გასვლის შემდეგ ერთ-ერთი მემკვიდრე მივიდა ნოტარიუსთან, დაუმალა მეორე მემკვიდრის არსებობის შესახებ და მთლიან სამკვიდროზე აიღო სამკვიდრო. მივიდა რეესტრში დაირეგისტრირა მთლიანად მის სახელზე ისე რომ თანამემკვიდრემ არაფერი იცის. ადრე თუ გვიან გაიგო ამის შესახებ მემკვიდრემ, მაგრამ სარჩელით თავისი უფლებების დასაცავათ მიმართა შეტყობინებიდან 11-ე წელს? ამ შემთხვევაში რა ხდება? ვრცელდება თუ არა ხანდაზმულობა და რატომ?
