#1853

საინტერესო გადაწყვეტილებაა, მაგ გადაწყვეტილებაში განმარტებულია სამოქალაქო კოდექსის 1372-ე მუხლი:

“მუხლი 1372. სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლების წარმოშობის მომენტი

სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება წარმოიშობა სამკვიდროს გახსნის მომენტიდან. ასეთი მოთხოვნის უფლება გადადის მემკვიდრეობით.”

უზენაესი სასამართლოს მოსაზრებით პირზე მათი მამის სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება მემკვიდრეობით მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავიდოდა, თუ ეს უკანასკნელი სამკვიდროს გახსნის შემდეგ ისე გარდაიცვლებოდა, რომ სავალდებულო წილის მიღებას ვერ მოასწრებდა.”

ამ თემის განსახილველად მნიშვნელოვანია შევეხოთ ორ სამართლებრივ საკითხს: ა) წარმომადგენლობითი მემკვიდრეობასა ბ) მემკვიდრეობითი ტრანსმისიას.

1. წარმომადგენლობითი მემკვიდრეობა-  კანონით მემკვიდრესთან არიან გათანაბრებული მისი დაღმავალი ხაზის ნათესავები. (შვილები-შვილიშვილები-შვილთა შვილები) , ანუ თუ პირველი რიგის მემკვიდრეა მამკვიდრებლის შვილი, რომელიც გარდაიცვალა მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე, მაშინ მისი შვილი უფლებამოსილია მიიღოს მამის კუთვნილი სამკვიდრო წილი.

2.მემკვიდრეობითი ტრანსმისია –  თუ მემკვიდრე სამკვიდროს გახსნის შემდეგ, მაგრამ სამკვიდროს მიღებამდე გარდაიცვალა, მაშინ სამკვიდროდან მისი წილის მიღების უფლება გადადის მის მემკვიდრეებზე.

უზენაესი სასამართლოს ზემოთ მოყვანილი განმარტებით ჩანს, რომ სასამართლოს მიაჩნია, რომ 1372-ე მუხლში განსაზღვრულია სავალდებულო წილის მქონე პირის მემკვიდრეობითი ტრანსმისიის შემთხვევა, სასამართლომ გამორიცხა წარმომადგენლობითი მემკვიდრეობის არსებობა.

ჩემი აზრით ასეთ განმარტება სწორია დღევანდელი კანონმდებლობიდან გამომდინარე, თუმცა მე მიმაჩნია, რომ არასამართლიანია, რადგან უპრიანი იქნებოდა სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება ჰქონდეთ ყველა პირველი რიგის მემკვიდრეს, კერძოდ “შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო”.