მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › მემკვიდრეობითი სამართალი › Reply To: მემკვიდრეობითი სამართალი
ხო მთლად სრულყოფილი გადაწყვეტილება ვერაა. მაგ გადაწყვეტილებით არ არის განსაზღვრული როგორ გამოითვლება ანდერძის ბათილობის ხანდაზმულობის ვადები, როცა პირმა არ იცის ანდერძის არსებობის შესახებ. ასეთი კითხვა მაქვს, ხომ არ შეიძლება აღნიშნული საკითხის დასარეგულირებლად გამოვიყენოთ სამოქალაქო კოდექსის 1426-ე მუხლი??
“სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, თუ ვადის გადაცილების მიზეზები საპატიოდ იქნება მიჩნეული. ვადის გასვლის შემდეგ სამკვიდრო შეიძლება მიღებულ იქნეს სასამართლოსათვის მიმართვის გარეშეც, თუ თანახმა იქნება სამკვიდროს მიმღები ყველა მემკვიდრე.”
“ამ მუხლის პირველ ნაწილში გათვალისწინებულ შემთხვევაში სამკვიდროს მიღების ვადის გამშვებ მემკვიდრეს მისი ხვედრი ქონებიდან, რომელიც სხვა მემკვიდრეებმა მიიღეს, ან სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა, ნატურად მიეცემა ის, რაც შენარჩუნებულია; მას მიეცემა ასევე მისი ხვედრი ქონების დანარჩენი ნაწილის ღირებულება.”