#1795

სამართლებრივი საფუძვლის სწორედ მითითება

სარჩელში სამართლებრივი საფუძვლის სწორედ მითითებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა, უზენაესი სასამართლომ  საქმეში¹ას-877-825-2010

მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა უზენაესმა სასამართლომ, რომელიც ეხება სასამართლოს თავისუფლებას გამოიყენოს სამართლებრივი ნორმები, მიუხედავად იმისა, მხარეები სწორედ უთითებენ თუ არა მათზე.

“სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის «თ» ქვეპუნქტი ავალდებულებს მოსარჩელეს, სარჩელში მიუთითოს იმ სამართლებრივ საფუძვლებზე, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს, თუმცა ასეთის მიუთითებლობა ან ფაქტობრივი გარემოებების არასწორი სამართლებრივი შეფასება არ შეიძლება იყოს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. მხარის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების კონკრეტულ მატერიალურ-სამართლებრივ ნორმასთან შესაბამისობის დადგენა სასამართლოს უფლებაცაა და ვალდებულებაც.

დავის სამართლებრივი შეფასებისას მოსამართლე სრულიად დამოუკიდებელია, განსხვავებით პროცესის ფაქტობრივ საფუძვლებზე მუშაობისაგან და არ არის შებოჭილი დისპოზიციურობის ან შეჯიბრებითობის პრინციპებით.”