#1667

აქ   მთავარია იმის გარკვევა ვინ გამდიდრდა, რადგან უსაფუძვლო გამდიდრებასთან გვაქვს საქმე. ასევე გვაროვნული ნივთის სპეციფიკაც უნდა გავითვალისწინოთ.. ზოგადად გვაროვნული ნივთის გადაცემა პირისათვის იწვევს მის გამდიდრებას, ანუ გვაქვს ფიქცია, რომ პირი, როცა უსაფუძვლოდ ღებულობს გვაროვნულ ნივთს და დაბრუნების საკითხი დგას დღის წესრიგში, ბრუნდება იმავე რაოდენობის/მოცულობის გვაროვნული ნივთი და არ არის აუცილებელი დაბრუნდეს მაინდამინაც ის გვაროვნული ნივთი, რომელიც გადაეცა ამ პირს.

მაგ: “ა” და “ბ”-მ დადეს ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც “ა”-მ მიაწოდა “ბ”-ს 100 ტონა კარტოფილი. აღნიშნული ხელშეკრულება მოგვიანებით გაბათილდა (ნებისმიერი მიზეზით). ამ შემთხვევაში “ა”-ს ექნება “ბ”-სგან 100 ტონა კარტოფილის მოთხოვნის უფლება, უსაფუძვლოდ გამდიდრების საფუძვლით (976-ე მუხლი), ანუ ითვლება, რომ “ბ”-მ შეიძინა საკუთრების უფლება ამ 100 ტონა კარტოფილზე (უსაფუძვლოდ გამდიდრდა), როცა “ა”-მ მას გადასცა ეს საქონელი, შესაბამისად თუ “ბ” ვთქვათ “გ”-ს აჩუქებდა ამ 100 ტონა კარტოფილს, ეს იქნებოდა ნამდვილი ხელშეკრულება, რადგან იგი განკარგავდა თავის საკუთრებაში არსებულ საქონელს.

ამასთან დაკავშირებით შეგვიძლია გავაანალიზოთ თხოვება და სესხის ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება.. ასევე ვინდიკაციისა და 976-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები (ცალკე ინდ. ნივთსა და ცალკე გვაროვნულ ნივთან დაკავშირებით) კონტაჰენტებს შორის დადებული ხელშეკრულების ბათილობის შემთხვევაში.