მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › უსაფუძვლო გამდიდრება › Reply To: უსაფუძვლო გამდიდრება
გასაგებია, რომ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, თუ ნივთზე არაუფლებამოსილი პირი განკარგავს სხვის მოძრავ ნივთს უსასყიდლოდ, მაშინ ასეთი განკარგვა ბათილია, თუმცა, როცა საქმე ეხება გვაროვულ ნივთს, აქ ცოტა სხვანაირად არის საქმე და სხვა ლოგიკა დევს.
ზემოთ მოყვანილი მაგალითიდან გამომდინარე, როცა “ა” ჩუქების დაპირებიდან გამომდინარე ვალდებულია გადასცეს “ბ”-ს გვაროვნული ნივთი.. მან აღნიშნული განახორციელა და გადასცა მას “გ”-ს გვაროვნული ნივთი. 990-ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე ვინ გამდიდრდა? ამ მოსაზრების მიხედვით, რომელზეც დავწერე ზემოთ გამდირდა “ა”, რადგან მან თავისი ვალდებულების შესრულების დროს დაზოგა თავისი ქონება “გ”-ს ქონების ხარჯზე, ხოლო “ბ” არ გამდიდრებულა, რადგან იგი ისედაც უფლებამოსილი იყო მიეღო აღნიშნული შესრულება ნებისმიერ შემთხვევაში (ვიყენებთ სკ-ის 382-ე მუხლს).
ამ შემთხვევაში ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთი, რომ გვქონდეს, მაშინ “გ”-ს ექნებოდა “ბ”-სგან ამ ნივთის დაბრუნების უფლება, მაგრამ ვინაიდან სახეზეა გვაროვნული ნივთი, რომელიც სამოქალაქო ბრუნვაში არაერთი გვაქვს, “გ” უფლებამოსილია მოითხოვოს არა თავისი ვთქვათ 100 ტონა ყურძენი, არამედ იმავე ჯიშისა და ხარისხის 100 ტონა ყურძენი იმ პირისაგან, რომელიც გამდიდრდა და ეს პირი ამ შემთხვევაში იქნება არა “ბ”, არამედ “ა”..
