მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › უსაფუძვლო გამდიდრება › Reply To: უსაფუძვლო გამდიდრება
სამოქალაქო კოდექსის 990-ე მუხლის პირველი ნაწილი
“1. თუ არაუფლებამოსილი პირი რაიმე საგანს უსასყიდლოდ განკარგავს და ეს განკარგვა ნამდვილია უფლებამოსილი პირის მიმართ, მაშინ ის პირი, რომელმაც ამ განკარგვის შედეგად უშუალო სამართლებრივი სარგებელი მიიღო, მოვალეა მიღებული გადასცეს უფლებამოსილ პირს.”
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე არაუფლებამოსილი პირის ქმედება გულისხმობს ნივთის გაჩუქებას ან ჩუქების დაპირებით გამოწვეული პირადი ვალდებულების სხვისი ქონებით შესრულებას.
არის მოსაზრება, რომ თუ პირი თავისი ვალდებულების (ჩუქების დაპირება) შესასრულებლად გადასცემს მესამე პირს გვაროვნული ნიშნით განსაზღვრულ ქონებას, რომლის გასხვისების უფლებაც მას არ ჰქონდა, მაშინ იგი ვალდებულია, დაუბრუნოს ამ ნივთზე უფლებამოსილ პირს ის სარგებელი, რომელიც მან უსაფუძვლოდ მიიღო სხვისი ქონების მესამე პირისათვის გადაცემის ხარჯზე, ხოლო ის პირი, რომელმაც მიიღო შესრულება არ ითვლება უსაფუძვლოდ გამდიდრებულად.
მაგ: “ა”-ს ჩუქების დაპირების ხელშეკრულებით უნდა გადაეცა “ბ”-სთვის 100 ტონა ყურძენი. “ა” შეიპარა “გ”-ს ვენახში, დაკრიფა ყურძენი, რომელიც გადასცა “ბ”-ს. ამ შემთხვევაში უსაფუძვლოდ გამდიდრებული არის “ა”, რადგან მან თავისი ვალდებულება შეასულა “გ”-ს ხარჯზე და შესაბამისად დაზოგა თავისი ქონება “გ”-ს ხარჯზე, ხოლო “ბ” არ არის გამდიდრებული, რადგან იგი ისედაც უფლებამოსილი იყო მიეღო აღნიშნული 100 ტონა ყურძენი “ა”-სგან აქედან გამომდინარე მისი გამდიდრების ფაქტი არ გვაქვს.