მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › უსაფუძვლო გამდიდრება › Reply To: უსაფუძვლო გამდიდრება
ამდენად, ბოლო პოსტში მითითებულ გადაწყვეტილებაში, სასამართლო განმარტავს, რომ როცა არაუფლებამოსილი პირი ასხვისებს ნივთს და ამ ნივთის დაბრუნება შეუძლებელია, რადგან კეთილსინდისიერმა პირმა შეიძინა საკუთრების უფლება მასზე. (ან სხვა გარემოების გამო) ასეთ შემთხვევაში გამოიყენება 979-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სტანდარტი და შესაბამისად, გვაქვს უსაფუძვლო გამდიდრებასთან გათანაბრება, ხოლო იმ პირმა, რომელმაც განკარგა ნივთი, უნდა დააბრუნოს არა მხოლოდ ის სარგებლი, რომელიც ნივთიდან ფაქტობრივად მიიღო, არამედ 979-ე მუხლის მე- 2 ნაწილის მიხედვით, ამ ნივთის ღირებულება.
ახლა იმ მაგალითს, რომ დავუბრუნდეთ, პირმა ხომ განკარგა როიალი 3.000 ლარად, ხოლო როიალი ღირდა 10.000 ლარი… აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ მან ფაქტობრივად მიიღო 3.000 ლარი, 979-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით უსაფუძვლო გამდიდრებასთან გათანაბრებასთან გვაქვს საქმე მთლიანი 10.000 ლარის ფარგლებში.