მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › უსაფუძვლო გამდიდრება › Reply To: უსაფუძვლო გამდიდრება
ვერ დაგეთანხმები, დელიქტის გამოყენება არ არის საჭირო მოცემულ შემთხვევაში, რადგან სახეზეა სპეციალური შემთხვევა, რაზეც პირდაპირ საუბრობს 982-ე მუხლი და უნდა გამოვიყენოთ სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლის მე-2 ნაწილი. ამას ადასტურებს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება (ას-1136-1067-2012 ), სადაც “ა”-მ გაასხვისა “ბ”-ს კუთვნილი წილი თანასაკუთრებაში. სასამართლომ განმარტა:
“ამ ნორმით (982-ე მუხლი) გათვალისწინებული იურიდიული შედეგი არის ის, რომ ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა. მსგავსად შესრულების კონდიქციისა, გათანაბრების მოთხოვნის ოდენობის დადგენისას გამოყენებულ უნდა იქნეს ამავე კოდექსის 979-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, რომლის ანალიზის თანახმად, მიღებული სარგებელის დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში (სარგებელი „გახარჯულია“ მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განსხვისებით), მიმღებმა უნდა დააბრუნოს მისი ღირებულება (ამ შემთხვევაში მიღებული თანხის ნახევარი).”
სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლის მიხედვით კი:
“თუ უკან დაბრუნება შეუძლებელია გადაცემული საგნის მდგომარეობის გამო ან, თუ მიმღებს რაიმე მიზეზით არ შეუძლია საგნის უკან დაბრუნება, მაშინ მან უნდა აანაზღაუროს მისი საერთო ღირებულება. ღირებულება განისაზღვრება ანაზღაურების მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროის მიხედვით.”