მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › უსაფუძვლო გამდიდრება › Reply To: უსაფუძვლო გამდიდრება
უსაფუძვლო გამდიდრების დროს მიყენებული ზიანის ცნება განსხვავდება დელიქტური ზიანის ცნებისგან. დელიქტური ზიანის შემთხვევაში სახეზეა სხვისთვის ზიანის მიყენების ფაქტი, ისე რომ ამით სამართალდამრღვევი არანაირ სარგებელს არ იღებს (ანუ დაზოგვა და გაზრდა ამ უკანასკნელის ქონების არ ხდება სხვის ხარჯზე).
მაგალითად გაიყიდა სხვისი მოძრავი ნივთი იმაზე ნაკლებ ფასად ვიდრე მისი რეალური ღირებულება იყო. შემძენი კეთილსინდისიერია. არაუფლებამოსილი პირის მიერ მიღებულ სარგებელზე ვრცელდება კონდიქციური ნორმები (კონდიქციური მოთხოვნა შეიცავს დელიქტურ ელემენტებსაც, მაგრამ იქედან გამომდინარე რომ საქმე გვაქვს სამართალდამრღვევის ქონების გაზრდასთან გამოიყენება კონდიქციური ნორმები). ზიანის იმ ნაწილში რაშიც არ მოხდა ნივთის გაყიდვა, სამართალდამრღვევს არანაირი სარგებელი არ მიუღია აქედან გამომდინარე უნდა გავრცელდეს დელიქტური ნორმები. ანუ პარალელური მოთხოვნები (კონდიქციური და დელიქტური).