მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › საოჯახო სამართალი › წილთა თანაბრობის პრინციპი
მეუღლეთა თანასაკუთრება: წილთა თანაბრობის პრინციპი
როგორც ზემოთ მოყვანილი სტატიიდან ჩანს, ზოგადი წესის თანახმად ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა) წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას, სადაც თითოეულ მეუღლს გააჩნია თანაბარი- 1/2 ნაწილი.
თუმცა სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლი განსაზღვრას ამ ზოგადი წესიდან გამონაკლის შემთხვევებს, როცა ერთ-ერთი მეუღლის წილი შეიძლება გადიდდეს თანაზიარ ქონებაში, ან საერთოდ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება ერთ-ერთი მეუღლის საკუთრებად განისაზღვროს მთლიანად.
ასეთი შემთხვევები ამომწურავად არის განსაზღვრული 1168-ე მუხლის მე-2 ნაწილში, კერძოდ ერთ-ერთი მეუღლე უფლებამოსილია ½-ზე მეტი წილი მოითხოვოს თანასაკუთრებიდან, თუ არსებობს რომელიმე ქვემოთ მოცემული გარემოება:
1) ერთ-ერთ მეუღლესთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები.
2) ერთ-ერთი მეუღლე შრომისუუნაროა.
3) მეორე მეუღლე ხარჯავდა საერთო ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ.
ამ გარემოებების არსებობისას სასამართლოს შეუძლია თანაზიარი ქონება მთლიანად ცნოს ერთ-ერთი მეუღლის საკუთრებად, თუ მეუღლეები ცალ-ცალკე ცხორობდნენ ან ქორწინება ფაქტობრივად იყო შეწყვეტილი.
ამასთან დაკავშირებით მინდა პრაქტიკიდან მოვიყვანო ერთი ასეთი შემთხვევა.
„ა“ და „ბ“ დაქორწინებული იყვნენ 2000 წლიდან, 2004 წელს ისინი ცალ-ცალკე გადავიდნენ საცხოვრებლად, ხოლო 2005 წელს „ბ“-მ შეიძინა ავტომობილი. 2009 წელს მეუღლეები განქორწინდნენ, ხოლო „ა“-მ მოითხოვა ავტომობილის, როგორც თანასაკუთრების გაყოფა.
მოცემულ შემთხვევაში „ბ“-ს პოზიცია იყო, რომ ვინაიდან მეუღლეები ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის მიხედვით, ცალ-ცალკე ცხოვრების დროს შეძენილი ქონება უნდა ჩათვლილიყო მის საკუთრებად და არა მეუღლეთა თანასაკუთრებად.
თუმცა სასამართლომ განმარტა, რომ მართალია ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ მხარეები თუმცა 1168-ე მუხლის გამოყენება ვერ მოხდებოდა, რადგან ცალ-ცალკე ცხოვრების გარდა აუცილებელი იყო იმ სამი გარემოებიდან ერთ-ერთის არსებობა, რაც განსაზღვრულია 1168-ე მუხლში. (იხ. ზემოთ).