მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › უსაფუძვლო გამდიდრება › შესრულების მიღება არაუფლებამოსილი პირის მიერ
შესრულების მიღება არაუფლებამოსილი პირის მიერ
სამოქალაქო კოდექსის 983-ე მუხლი. (სუსგ. № ას-348-331-2011)
„სამოქალაქო კოდექსის 983-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს უფლებამოსილი პირის უფლება იმ პირის მიმართ, რომელმაც სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო ფული ან გვაროვნული ნივთი, მოითხოვოს ამ სიკეთის კრედიტორისათვის დაბრუნება, ასევე არაუფლებამოსილი პირის ვალდებულება, დააბრუნოს ყველაფერი, რაც უსაფუძვლოდ მიიღო.
კანონმდებელი აღნიშნული ნორმის გამოყენებისათვის სავალდებულოდ მიიჩნევს შესრულების მიღების ნამდვილობის დადგენას, რადგანაც კანონისმიერი ამ ვალდებულებითი ურთიერთობის ძირითად საფუძველს არაუფლებამოსილი პირის მიერ შესრულების მიღება წარმოადგენს, რაც მსგავსად ვინდიკაციური სარჩელისა, არაუფლებამოსილი პირის მიერ მიღებული შესრულების უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნების უალტერნატივო წინაპირობაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ მითითებული გარემოება უტყუარად არ იქნება დადგენილი, სამართლებრივი ურთიერთობის უსაფუძვლო გამდიდრებად კვალიფიკაციის წინაპირობა არ იარსებებს.“