#4857
Edika
Participant

უწყებრივი ქვემდებარეობა და განსჯადობა

უწყებრივი ქვემდებარეობა ნიშნავს იმ უფლებამოსილებათა ერთობლიობას რომლის ფარგლებრიც სასამართლო უფლებამოსილია განიხილოს საქმე და მიიღოს გადაწყვეტილება.

განსჯადობა განსაზღვრავს სასამართლოსადმი უწყებრივად დაქვემდებარებული საქმე კონკრეტულად რომელმა სასამართლომ უნდა განიხილოს ტერიტორიულად (საგნობრივს არ ვგულისხმობ).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსისგან განსხვავებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი მკვეთრად არ მიჯნავს ერთმანეთისგან განსჯადობას და უწყებრივ ქვემდებარეობას. მათი გამიჯვნა მნიშვბნელოვანია ადმ. საპროცესო ურძთიერთობებშიც, თუნდაც იმიტომ რომ განსხვავებულ სამართლებრივ შედეგებთან არის დაკავშირებული

მაგალითად არაგანსჯადი სასამართლო შეიძლება განსჯადი გახდეს გარკვეული პირობების შემთხვევაში ს.ს.ს.კ-ის 21-ე მუხლი, ხოლო თუ საქმე უწყებრივად არ ექვემდებარება სასამართლოს საქმის წარმოება წყდება სსსკ-ის 272-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი; ზემდგომი ინსტანციის სასამართლოები თავისი ინიციატივით ამოწმებენ უქყებრივ ქვემდებარეობას, ხოლო განსჯადობას მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლი ეხება უწყებრივ ქვემდებარეობას, მაშინ როცა სათაურში ნახსენებია „განსჯადობა“. იმავე კოდექსის 26-ე მუხლი ეხება განსჯადობას, თუმცა სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე, როცა დავა არის ადმინისტრაციულ კოლეგიას და სამოქალაქო კოლეგიას შორის ხდება ა.ს.კ-ის 26.3 მუხლზე მითითება. ანუ ადმინისტრაციულ პროცესში ხდება უწყევრივი ქვემდებარეობის და განსჯადობის ერთმანეთში აღრევა.