ქივორდები (Keywords) არის ფრაზები, რომლებსაც თქვენი პოტენციური ვიზიტორები ეძებენ საძიებო სისტემაში.
გუგლის ალგორითმს, რომ გადავავლოთ თვალი, ქივორდებს არსებითი მნიშვნელობა გააჩნიათ SEO-სთვის.
მნიშვნელოვანია მათი გამოყენება გონივრულად, რადგან მათი ზედმეტად გამოყენება ავნებს საიტს, ხოლო ნაკლები გამოყენება აკლებს. ბუნებრივობა – ეს არის გამოსავალი.
მიუთითეთ ქივორდები, ტექსტის სათაურში, ჰედერებში, თაგებში და ა.შ.

საიტის შიდა ოპტიმიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია ფოტოების ოპტიმიზაცია.
ფოტოები და სურათები არსებით ფუნქციას ასრულებენ ნებისმიერი საიტისთვის.
საიტის სწრაფი და ეფექტური ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია ფოტო-სურათების ოპტიმიზაცია.
ამ კუთხით მნიშვნელოვანია ორი ელემენტის გამოყოფა: ფაილის ფორმატი და ზომა.
დიდი ზომის ფოტოები ანელებენ საიტის სიჩქარეს, რაც, როგორც ზემოთ განვიხილეთ დიდ ზიანს აყენებს საიტის პოზიციებს გუგლში.
]]>ამ თემაში განვიხილავთ ვორდპრესზე საიტების დამზადებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
ვორდპრესის საიტების უპირატესობა
]]>
საიტის სიჩქარის გაზრდა რამდენიმე მიზეზით არის მნიშვნელოვანი:
ძალიან ნელი საიტი არის სიგნალი გუგლისთვის, რაც ნეგატიურად აისახება საიტის პოზიციებზე საძიებო სისტემაში.
ვიზიტორებს განსაკუთრებით არ მოსწონთ ნელი საიტები, ისინი მალევე ტოვებენ მათ, რაც თავის მხრივ კიდევ ერთი სიგნალია გუგლისთვის, თქვენი საიტის პოზიციების ჩამოსაქვეითებლად.
მოცემულ სურათზე ნათლად ჩანს ნელი საიტის გავლენა მომხმარებლის ქცევაზე:

კვლევების მიხედვით მომხმარებელთა 40% დატოვებს საიტს, თუ გვერდის ჩატვირთვას სჭირდება 3 წამზე მეტი.
უფრო მეტიც, ამ მომხმარებელთა 80% აღარ დაბრუნდება თქვენ საიტზე.
ამდენად, საიტის სიჩქარე სერიოზულ გავლენას ახდენს SEO-ზე და ზოგადად თქვენ ბიზნეს საქმიანობაზე, ამიტომაც საიტის შიდა ოპტიმიზაციის დროს, პირველი ნაბიჯი უნდა იყოს მიმართული საიტის სიჩქარის ოპტიმიზაციისკენ.
https://developers.google.com/speed/pagespeed/insights/
შეაფასეთ რა მდგომარეობაშია იგი და მიიღეთ შესაბამისი ზომები დღესვე!
დაკავშირებული სტატია: საიტის სიჩქარის მნიშვნელობა გუგლისთვის.
]]>
რას ნიშნავს ვებ-გვერდის შიდა ოპტიმიზაცია? ეს არის პროცესი, რომელიც უზრუნველყობს თქვენ ვებ-საიტს შინაარსობრივად მისაღები იყოს, როგორც საძიებო სისტემის, ისე მომხმარებლის ინტერესებისადმი.
ამის მიღწევა შესაძლებელია თუ თქვენი საიტი შინაარსობრივად და ფუნქციურად იქნება გამართული.
ამისთვის საჭიროა, საიტი იყოს სწრაფი, აღქმადი, საინტერესო და ინფორმაციული, გარდა ამისა იგი უნდა აკმაყოფილებდეს გუგლის მიერ დადგენილ კრიტერიუმებს.
1. საიტის სიჩქარე
2. ეფექტური კონტენტი
3. ფოტოების ოპტიმიზაცია
4. ჰედერები
5. ლინკები
6. საიტის აღქმა
7. მკვდარი ლინკები
8. ადაპტირება მობილური მოწყობილობებისადმი
9. ქივორდები
10. სოციალურ მედიასთან ინტეგრაცია
]]>
ოპერატორმა მოითხოვა ნოტარიულად დამოწმებული ამონაწერი
და მოაყოლა მცირე კონსულტაცია, რომ თურმე იქვე ხდება ამონაწერის ნოტარიულდა დაწმოემაბ :))
]]>
საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ინტერნეტში ძიებისას იყენებს Google-ის საძიებო სისტემას, მათგან 75% უბრალოდ არ გადადის შედეგების მეორე გვერდზე.ამიტომაც მნიშვნელოვანია ყოველთვის იყოთ პირველი გუგლში.
ხოლო თუ პირველი გვერდის ტოპ 3-ში იქნებით, თქვენ საიტზე გადმოსვლის შანსი იქნება 33%, თითოეული ძიებისას.
პირველობა გუგლში მიიღწევა საქმიანობით, რომელსაც ეწოდება სეო ოპტიმიზაცია.
წინამდებარე თემაში, ჩვენ განვიხილავთ სეო ოპტიმიზაციის ყველა ასპექტს, ასევე სიახლეებს, რომლებიც მუდმივად ახასიათებს ამ სფეროს.
]]>
მობილური აპლიკაციები თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების ერთ-ერთი ტრენდული მიმართულებაა, ყოველწლიურად უდიდესი ტემპებით ვითარდება მობილური აპლიკაციების ბაზარი, რაც უპირველესყოვლისა მობილური სივრცის განვითარების გამო ხდება.
ამ თემაში ვისაუბრებთ მობილურ აპლიკაციებზე და მათ როლზე ბიზნესში, განვიხილავთ დღევანდელ რეალობას და მომავლის პერსპექტივებს, როგორც მობილური აპლიკაციების ბაზრის განვითარების, ასევე მთლიანად მობილური სივრცის განვითარების კუთხით.
ჩვენ ვისაუბრებთ არა მხოლოდ აბსტრაქტულ თემებზე, რომლებიც სხვა ბევრ საიტზე შეგხვდებათ, არამედ განვიხილავთ უფრო კონკრეტულ საკითხებს, როგორიცაა მობილური აპლიკაციების დამზადების საკითხები, მობილური სივრცის მარკეტინგი, შექმნილი მობილური აპლიკაციების სამართლებრივი დაცვის მექანიზმები და სხვა.
]]>