მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › შრომის სამართალი
Tagged: ანაზღაურება, აღდგენა, გათავისუფლება, დამსაქმებელი, დასაქმებული, დასაქმებულის, ზეგანაკვეთური, იძულებითი განაცდური, სამსახური, სამსახურიდან, შეჩერება, შეწყვეტა, შვებულება, შრომითი, შრომითი დავები, შრომითი ხელშეკრულება, შრომის, შრომის კოდექსი
- This topic has 43 replies, 3 voices, and was last updated 6 years ago by BLH.
-
AuthorPosts
-
აგვისტო 5, 2015 at 21:29 #28948BLHKeymaster
შეთავსებითი სამუშაოს შეზღუდვა
ზოგადი წესის მიხედვით, პირი უფლებამოსილია ძირითადი სამუშაოდან თავისუფალ დროს სხვა ანაზღაურებადი სამუშაო შეასრულოს, თუმცა დასაქმებულის უფლება, შეასრულოს სხვა სამუშაო, შესაძლებელია შრომითი ხელშეკრულებით შეიზღუდოს. ასეთი შეზღუდვის დაწესება შესაძლებელია თუ არსებობს შემდეგი საფუძვლები:
ა) შეთავსებით სამუშაოს შესრულებამ შეიძლება ხელი შეუშალოს დასაქმებულის ძირითად სამუშაოსთან დაკავშირებული მოვალეობების შესრულებას
ან/და
ბ) პირი, რომლისთვისაც უნდა შესრულდეს შეთავსებითი სამუშაო, დამსაქმებლის კონკურენტია.
სხვა საფუძვლით შეთავსებითი სამუშაოზე მუშაობის შემზღუდველი სახელშეკრულებო პირობა არის ბათილი და შესაბამისად არ გააჩნია იურიდიული ძალა.
აგვისტო 5, 2015 at 21:43 #28950BLHKeymasterგამოსაცდელი ვადით დაქირავება
შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მხარეთა შეთანხმებით, კანდიდატთან შესაძლებელია დაიდოს შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით. იხ. სტატია.
აგვისტო 5, 2015 at 22:55 #28981BLHKeymasterგამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების მოშლა
N-ას- 397-370-2010
“საქმეში წარმოდგენილ მოსარჩელეებსა და მოპასუხეს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებების 1.1. პუნქტით მოსარჩელეები კონკრეტულ სამუშაოზე დასაქმდნენ შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ექვსთვიანი გამოსაცდელი ვადით. ამავე ხელშეკრულების 6.1.13. პუნქტით, ხელშეკრულების ექვსთვიანი გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დამსაქმებელს შეუძლია, დაითხოვოს პერსონალი მიზეზის დაუსახელებლად. უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელეები სამუშაოდან გათავისუფლდნენ გამოსაცდელ ვადაში. შრომის კოდექსის მე-9 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, დამსაქმებელს უფლება აქვს, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ნებისმიერ დროს დადოს კანდიდატთან შრომითი ხელშეკრულება ან მოშალოს გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულება. ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებით, დამსაქმებელს სრული უფლება ჰქონდა, გაეთავისუფლებინა გამოსაცდელი ვადით შერჩეული პირები აღნიშნულ ვადაში ისე, რომ არ მიეთითებინა სამუშაოდან გათავისუფლების საფუძველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეთა მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენისა და თანამდევი იურიდიული შედეგების დადგენის თაობაზე დაუსაბუთებელია და მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.”
აგვისტო 6, 2015 at 10:07 #28954BLHKeymasterრა არის მივლინება
მივლინება არის დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სამუშაო ადგილის დროებით შეცვლა, სამუშაოსინტერესებიდან გამომდინარე. (იხ. სტატია).
აგვისტო 6, 2015 at 10:12 #28955BLHKeymasterრა არის შრომის შინაგანაწესი?
მოცემულ სტატიაში განხილულია შრომის შინაგანაწესის არსი, მისი შინაარსი, მისი გამოყენების მნიშვნელობა და სხვა საკითხები, რაც დაკავშირებულია შრომის შინაგანაწესთან.
აგვისტო 6, 2015 at 10:28 #28959BLHKeymasterზეგანაკვეთური სამუშაო
დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ასრულებს სამუშაოს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, 16 -18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 36 საათს. 14 – 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 24 საათს.
სამუშაოს მოცულობა, რომელიც აღემატება აღნიშნულ საათებს წარმოადგენს ზეგანაკვეთურ სამუშაო საათებს. (იხ. სტატია )
აგვისტო 6, 2015 at 10:30 #28960BLHKeymasterაგვისტო 6, 2015 at 10:36 #28961BLHKeymasterშრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ სტატიაში განხილულია შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ რას წარმოადგენს შრომითი ანაზღაურება, პირგასამტეხლო შრომის ანაზღაურების დროულად გადაუხდელობისათვის, შრომის ანაზღაურება იძულებითი მოცდენის შემთხვევაში და შრომის ანაზღაურებიდან დაქვითვა.
აგვისტო 6, 2015 at 11:30 #28962BLHKeymasterშრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა და შეწყვეტის პროცედურა
შრომის კოდექსის 37-ე მუხლი განსაზღვრავს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლებს ამომწურავად. დაუშვებელია სხვა რაიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების მოშლა, გარდა შკ-ს 37-ე მუხლის პირველ ნაწილში განსაზღვრული საფუძვლებისა. (იხ. სტატია )
აგვისტო 6, 2015 at 17:25 #28963BLHKeymasterშრომითი ურთიერთობის შეჩერება
შრომითი ურთიერთობის შეჩერება არის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დროებით შეუსრულებლობა, რომელიც არ იწვევს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას.
შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები ამომწურავად არის განსაზღვრული შრომითი კოდექსის 36-ე მუხლის მე-2 ნაწილში, მათ შორის აღსანიშნავია: გაფიცვა, ანაზღაურებადი და არაანაზღაურებადი შვებულება, სამხედრო სავალდებულო სამსახური და სხვა.
დამსაქმებლის მიერ შრომითი ურთიერთობის შეჩერების მოთხოვნის შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია შრომითი ურთიერთობა გონივრული ვადით შეაჩეროს. შრომითი ურთიერთობა შეჩერებულად ჩაითვლება მოთხოვნის წარდგენიდან შეჩერების შესაბამისი საფუძვლის აღმოფხვრამდე.
მაგ: როდესაც დასაქმებულს წარმოეშობა შვებულებაზე გასვლის უფლება, მას შეუძლია მოითხოვოს შვებულებაზე გასვლა და მიუთითოს კონკრეტულ თარიღზე, რომლიდანაც იგი გავა შვებულებაზე. დასაქმებული ვალდებული იქნება შეაჩეროს შრომითი ურთიერთობა მოთხოვნილი ვადით.
შრომითი ურთიერთობის შეჩერების შემთხვევაში, დასაქმებულს არ მიეცემა შრომის ანაზღაურება, თუ საქართველოს კანონმდებლობით ან შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. მაგ: ანაზღაურებადი შვებულების დროს დასაქმებულს მიეცემა ანაზღაურება.
-
AuthorPosts
- You must be logged in to reply to this topic.