მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › სესხის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საკითხები
Tagged: გასესხება, ვალი, ვასესხე, მევალე, მოვალე, ნასესხები, სესხება, სესხი, სესხის ხელშეკრულება, უსაფრთხო
დაუშვათ ვალი იგივე მოცულობის დარჩა და მხოლოდ ვადაზე შეთანხმდნენ. ანუ გავიდა ხელშეკრულების ვადა, ვალი არ დაბრუნდა. მხარეები შეტანხმდნენ ახალ ვადაზე.
ვადაზე შეთანხმებაც გავლენას ახდენს პასუხისმგებლობის საკითხზე, შესაბამისად ამ შემთხვევაშიც იგივე მიდგომა უნდა გამოვიყენოთ.
უბრალოდ მოტივი მაინტერესებს. ცვლილებებზე (ვადის გაზრდა, პირგასამტეხლოს გაზრდა) რატომ არ ვრცელდება იპოთეკის ფარგლები? იმიტომ რომ ცვლილება არის ახალი ხელშეკრულება? თუ იმიტომ რომ ცვლილება ცდება იპოთეკის ფარგლებს?
სცდება იპოთეკის ფარგლებს.
ას-878-921-2011
სააპელაციო სასამართლომ თქვა რომ ეს არის ახალი ხელშეკრულებაო.
სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის 1-ლი ნაწილის, 327-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 328-ე მუხლის 1-ლი ნაწილზე დაყრდნობით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მართალია, 2008 წლის 24 ოქტომბრის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ იგი წარმოადგენს 2007 წლის 27 დეკემბრისა და 2008 წლის 21 თებერვლის ხელშეკრულებებში ცვლილების შეტანის შეთანხმებას, მაგრამ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ 24.10.2008წ. ხელშეკრულება დადებულია არა 27.12.2007 წ. და 21.02.2008 წ ხელშეკრულებათა მოქმედების ვადაში, არამედ ამ ვადის გასვლის შემდეგ, ასევე გაზრდილია სესხის ძირითადი თანხისა და პირგასამტეხლოს ოდენობა, შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ 24.10.2008წ. ხელშეკრულება თავისი შინაარსით წარმოადგენდა ახალ გარიგებას, სადაც მხარეებმა გამოხატეს ნება, 27.12.2007 წ. და 21.02.2008 წ ხელშეკრულებათა ფარგლებში წარმოშობილი ვალის ოდენობაზე, ასევე ვალის გასტუმრების ახალ პირობებზე, კერძოდ, წინა ხელშეკრულებებისაგან განსხვავებით სესხის ძირითადი თანხა ნაცვლად 548000 აშშ დოლარისა (448000+100000=548000) განისაზღვრა 566000 აშშ დოლარით (448000+118000=566000), ხოლო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო ნაცვლად ძირითადი თანხის 0,03%-ისა განისაზღვრა 0,2%-ით. ის, რომ ხელშეკრულების სხვა პირობებთან დაკავშირებით მითითება გაკეთდა 27.12.2007წ. და 21.02.2008წ. ხელშეკრულებებზე, პალატის მოსაზრებით, ვერ ჩაითვლებოდა, რომ 24.10.2008 წლის ხელშეკრულებით გაგრძელდა 27.12.2007წ. და 21.02.2008წ ხელშეკრულებათა ვადები. ამდენად, დ. ქ-ის მოთხოვნა მოპასუხე ნ. დ-ისათვის როგორც 24.10.08წ., ისე 27.12.07წ. და 21.02.08წ. ხელშეკრულებების მოქმედების ვადებში საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, გაზიარებული ვერ იქნებოდა და მოვალე ნ. დ-ის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე, პალატის აზრით, მოთხოვნები უნდა განხილულიყო და შეფასებულიყო 24.10.12008 წლის ხელშეკრულებასთან მიმართებაში.
თუ ვადის და პირგასამტეხლოს გაზრდა არის სხვა გარიგება, მაშინ შემცირებაც ხომ სხვა გარიგებაა და თუ სხვა გარიგებაა მაშინ ლოგიკურად გადაიპოთეკება არ იქნება საჭირო?
შემცირების დროს ვალდებულების რაღაც ნაწილის პატიების ვარიანტია, შეიძლება არ განიხილებოდეს, ორმხრივ გარიგებად.
დაუშვათ შემცირება ეხება არა ვალს, არამედ ვადას. ამ შემთხვევაში ახალი ხელშეკრულება გვაქვს?