მთავარი გვერდი forums იურიდიული ფორუმი სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი სესხის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საკითხები

Viewing 10 posts - 101 through 110 (of 118 total)
  • Author
    Posts
  • #28654

    დავიწყოთ იქიდან, რომ ეგ ხელშეკრულება სესხის ხელშეკრულებას არ წარმოადგენს, რადგან სესხის ხელშეკრულების დადება დაკავშირებულია ფულის გადაცემასთან, ანუ ფულის გადაცემის ფაქტით იდება სესხის ხელშეკრულება, ხოლო აღნიშნული წარმოადგენს წინარე სესხის ხელშეკრულებას, რომელიც წარმოშობს თავის მხრივ სესხის ხელშეკრულების დადების ვალდებულებას, ანუ მომავალი გამსესხებლის ვალდებულებას გადასცეს მომავალ მსესხებელს სესხის საგანი (ამ შემთხვევაში 3.000 დოლარი).

     

    ამდენად, მომავალ მსესხებელს უფლება აქვს წინარე სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოითხოვოს მისთვის ფულის გადაცემა, მათ შორის სასამართლოს მეშვეობით.

    #28655
    Edika
    Participant

    გეთანხმები.  აი ამ გადაწყვეტილებაში იყო ზუსტად მსგავსი მოცემულობა, მაგრამ სასამართლომ არ გააზიარა მოპასუხის პოზიცია რომ სესხის შეპირებას ქონდა ადგილი. კარგად არ მახსოვს რა მოტივით წავიკითხავ მერე და დავწერ.

    #28656

    სადაა აბა გადაწყვეტილება??

    #28731
    Edika
    Participant

    <p>3კ/471-03 ეს გადაწყვეტილებაა, სადაც სასამართლო არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია სესხის ხელშეკრულების შეპირების არსებობასთან დაკავშირებით, რომელსაც სიმართლეგითხრა ბოლომდე ვერ ჩავწვდი.  მხარეებს შორის გაფორმებული იყო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება ერთდროულად და სასამართლომ თქვა რომ ამ ხელშეკრულებების ერთდროულად გაფორმებაც მიუთითებს იმაზე რომ მხარეებს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულებაო,  თუმცა სასამართლომ არ გაითვალისწინა ის რომ იპოთეკით შეიძლება უზრუნველყოფილ იქნას სამომავლო მოთხოვნაც. რატომ დაუკავშირა ამ შემთხვევაში სასამართლომ იპოთეკის ხელშეკრულების არსებობას სესხის ხელშეკრულების არსებობის პრეზუმცია და არა სესხის შეპირების ხელშეკრულების არსებობა ვერ გავიგე.</p>

    #29473
    Crassus
    Participant

    სესხის დაბრუნების ვადა, ზეპირი სესხის ხელშეკრულებისას

    (საქმე N- ას-858-807-2010)

    ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შემოსული საჩივრის განხილვისას, მოწმეთა ჩვენებებისა და მოპასუხის არგუმენტის საფუძველზე დაადგინა სესხის ზეპირი ხელშეკრულების მოქმედების ვადა.

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: თუ სესხის ხელშეკრულება დადებულია ზეპირი ფორმით, მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით. მოცემულ საქმეზე მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ სესხის ხელშეკრულება ვადიანი იყო. ასეთ შემთხვევაში ითვლება, რომ მხარეები სესხის დაბრუნების ვადაზე არ შეთანხმებულან. ე.ი. სახეზეა განუსაზღვრელი ვადით დადებული სესხის ხელშეკრულება. სკ-ის 365-ე მუხლის მიხედვით, კი თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი არც სხვა გარემოებებიდან ირკვევა, მაშინ კრედიტორს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მისი შესრულება. მოვალე, კი ვალდებულია მოთხოვნიდან სამი თვის განმავლობაში დააბრუნოს ვალი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ სსკ-ის 411-ე მუხლის საფუძველზე გააუქმა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მიიღო ახალი გადაწყვეტილება.

    #34251
    Edika
    Participant

    ზუსტად ამ გადაწყვეტილების დადებას ვაპირებდი ახლა რაც ბოლოს დადე შენ 😀 .  მხარეებს შორის სადავო იყო არა სესხის ხელშეკრულების არსებობა, არამედ ხელშეკრულების ვადა და ამ ვადის დასადასტურებლად მხარემ მიუთითა მოწმის ჩვენებაზე. საკასაციო სასამართლომ განმარტა 624- მუხლი რომ “ხელშეკრულების ნამდვილობაში” იგულისხმება ხელშეკრულების შემადგენელი პირობებიო, ანუ ამ შემტხვევაში ხელშეკრულების ვადა არ შეიძლება დამტკიცდეს მოწმის ჩვენებითო.

     

    იგივე გადაწყვეტილება ეხება სესხიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მტკიცებას და ამაზეც 624- მუხლს უთითებს სასამართლო. 429 430 კიდე გასაგებია, მაგრამ 624- რა შუაშია ვერ გავიგე.

    #34252
    Edika
    Participant

    მხარეებს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება რომლის უზრუნველყოფა მოხდა იპოთეკით. შემდეგ ხელშეკრულების მხარეები შეთანხმდნენ ცვლილებებზე (გაიზარდა ან შემცირდა პროცენტი და პირგასამტეხლო). უნდა გავრცელდეს თუ არა ცვლილებებზე იპოთეკა და ემართება ძველ ხელშეკრულებას?

    #34253
    BLH
    Keymaster

    მაგაზე რაღაც გადაწყვეტილება არისო, ხომ იძახდი აბა დადე და გავარჩიოთ.

    #34259
    Edika
    Participant

    დავდებ. მარა მანამდე ჩვენ ვთქვათ ერთი ორი სიტყვა. სანამ იპოთეკის ფარგლებზე გადავალთ მანამდე განვიხილოთ ხელშეკრულების პირობების შეცვლის შედეგები. რა შედეგს იწვევს მაგალითად პირგასამტეხლოს ოდენობის გაზრდა, ძველი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გასტუმრების ახალ ვადაზე შეთანხმება, ანუ ეს არის არსებული გარიგების პირობების შეცვლა თუ ახალი გარიგება?

    #34260
    BLH
    Keymaster

    წესით არ უნდა გავრცელდეს მსგავს ცვლილებაზე იპოთეკა. ანუ საჭიროა იპოთეკის ხელშეკრულებაშიც შესაბამისი ცვლილება, რადგან საუბარია პასუხისმგებლობის მოცულობის ზრდაზე.

Viewing 10 posts - 101 through 110 (of 118 total)
  • You must be logged in to reply to this topic.