მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › ადმინისტრაციული სამართალი › საპოლიციო სამართალი
Tagged: პოლიცია, საპოლიციო, ღონისძიება
- This topic has 94 replies, 4 voices, and was last updated 9 years, 11 months ago by kakha.
-
AuthorPosts
-
თებერვალი 6, 2015 at 06:06 #3819kakhaMember
ზემოთ არ დავწერე რა შუაშია? თუ ვუთითებს კონვენციის 5-ე მუხლს უნდა მივუთითოთ კონსტიტუციის 39-ე მუხლიც.
თებერვალი 6, 2015 at 14:08 #3823ივერიელიParticipantშორს წავედით და არაარსებით საკითხს განვიხილავთ, მაგრამ 39-ე მუხლი არაფერშუაში არაა, რადგან კონსტიტუციაში პირდაპირ არის გათვლაისწინებული მე-18 მუხლში კონვენციის მე-5 მუხლი და აქედან გამომდიანრე 39-ე მუხლი საერთოდ არარელენავუტურია, რადგან ეგ მუხლი გამოიყენება იმ უფლებებთან დაკავშირებით, რომლებიც კონსტიტუციაში არ არის პირდაპირ მითითებული.
თებერვალი 6, 2015 at 15:10 #3824kakhaMemberვერ გავიგე რაზე ვდაობთ საერთოდ…? თუ საჭიროდ თვლი კონვენციის 5-ე მუხლის მითითებას (თუ არ თვლი საჭიროდ რატომ უთითებ? მე ვთვლირომ ზედმეტია ამ შემთხვევაში კონვენციის 5-ე მუხლი იმტომ, რომ გვაქვს კონსტიტუციის 18-ე მუხლი) 39-ე მუხლი დაგვჭირდება, რადგან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 6-ე მუხლი მიუთითებს კონსტიტუციურ უფლებებზე და კონსტიტუციის დაცვის სფეროში როგორ შემოგყავს კონვენციის 5-ე მუხლი კონსტიტუციის 39-ე მუხლის გარეშე.? მართალია იმ დროს გამოიენება 39-ე მუხლი როდესაც კონსტიტუცისაში პირდაპირ არაა გათვალისწინებული უფლება მაგრამ შენ თვითონ უთითებ კონვენციაზე… ამ შემთხვევაში ზედმეტია… იმტომ რომ გვაქვს 18-ე მუხლი.
საპოლიციო ღონისძიებები ამოვწურეთ ამით? არის კიდე რამე განსახილველი?
თებერვალი 6, 2015 at 16:04 #3825ივერიელიParticipantთითიდან ვწოვთ ახლა, ეგეთი რამე პირველად მესმის საერთოდ 39-ე მუხლზე და კონვენციის მე-5 მუხლზე რასაც იძახი, რატომ უნდა შემოიყვანო კონკრეტული უფლება 39-ე მუხლით კონსტიტუციის დაცვის სფეროში, როცა ის უკვე კონსტიტუციის დაცვის სფეროშია? ან როგორ წარმოგიდგენია ეგ?
კაი დავანებოთ თავი, თემას გადავუხვიეთ… რაა ამოვწურეთ, ჯერ არც დაგვიწყია, იმდენი საკითხია განსახილველი.. მაგ: პოლიციის შესახებ კანონის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილი მართალია წარმოადგენს დარღვევაზე რეაგირებას, თუმცა აღნიშნულ შემთხვევები წარმოადგენენ საგამონაკლისო შემთხვევბს, როცა პოლიცია პრევენციულად მოქმედებსო, ასეთი მოსაზრება არსებობს, რას ფიქრობ?
თებერვალი 6, 2015 at 17:48 #3826kakhaMemberსამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებები რაც გვაქვს მოცემული 2-ე პუნქტში პრევენციულ ფუნქციებსაც შეიცავს. რას გულისხმობ ”საგამონაკლისო სემთხვევები როცა პოლიცია პრევენციულად მოწმედებს/?
თებერვალი 6, 2015 at 17:50 #3827ივერიელიParticipantანუ მაგ შემთხვევებში მართალია გვაქვს რეაგირება უკვე არსებულ დარღვევაზე, მაგრამ პოლიციელი ახორციელებს პრევენციულ ღონისძიებებსო, ასეთი მოსაზრებაა.. მაგ: იგივე უკანონო შეკრების დაშლა.
თებერვალი 6, 2015 at 18:00 #3828kakhaMemberრაც მაგ მუხლში გვაქვს მოცემული ღონისძიებები პოლიციის შესახებ კანონის მიხედვით არ არინ პრევენციული ღონისძიებები, რადგან კანონი მიჯნავს ერთმანეთისგან პრევენციულ და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს, მაგრამ ამავე დროს პრევენციულ მიზნებსაც შეიცავს. მაგ: ავტომანქანის მართვის შეზღუდვა… პრევენციულ მიზნებსაც შეიცავს გარდა იმისა, რომ რეპრესიულია.
თებერვალი 6, 2015 at 18:21 #3829ივერიელიParticipant@ReneDescartes said:
რაც მაგ მუხლში გვაქვს მოცემული ღონისძიებები პოლიციის შესახებ კანონის მიხედვით არ არინ პრევენციული ღონისძიებები, რადგან კანონი მიჯნავს ერთმანეთისგან პრევენციულ და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს, მაგრამ ამავე დროს პრევენციულ მიზნებსაც შეიცავს. მაგ: ავტომანქანის მართვის შეზღუდვა… პრევენციულ მიზნებსაც შეიცავს გარდა იმისა, რომ რეპრესიულია.გეთანხმები, მე-17 მუხლი მიჯნავს სწორედაც პოლიციის პრევენციულ და რეპრესიულ ღონისძიებებს
თებერვალი 8, 2015 at 10:49 #3832ივერიელიParticipantპოლიციის შესახებ კანონის მე-18 მუხლის მე-3 ნანწილი:
“პოლიციელი ვალდებულია, თუ გარეგნული ნიშნებით შეუძლებელია მისი, როგორც პოლიციელის, იდენტიფიცირება, პირს წარუდგინოს თავისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუკი ეს ხელს არ შეუშლის საპოლიციო ფუნქციების შესრულებას.”
საინტერესო ჩანაწერია, გამოდის, რომ პოლიციის ფორმაში მყოფი პირი არ არის ვალდებული თავისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინოს.
თებერვალი 8, 2015 at 11:36 #3835kakhaMemberმეც დამაფიქრა თავიდან მაგ დანაწესმა. მე ასე განვმარტაბდი: პოლიციელი, რომელის არაა ფორმაში ვალდებულია წარმოადგინოს უფლებამოსილების დამადასტურებელი, მიუხედავად იმისა მოითხოვს, ამას თუ არა ღონისძიების ადრესატი, ხოლო ფორმიანი მხოლოდ იმ შემთხვევაშია ვალდებული წარადგინოს საბუთი, თუ ამის მოთხოვნა იქნება.
ფორრმიანის ვალდებულება წარმოადგინოს საბუთი კანონიდან და შსს მინისტრის ბრძანებებიდან გამომდინარეობს, და ეს დანაწესით მათთან ურთიერთკავშირში უნდა განიმარტოს. მაგ დანაწესის მიზანი უფორმო პოლიციელზე განსაზღვრული ვალდებულების დაკისრებაა და არაა ის მიზანი, რომ ფორმიანი გაათავისუფლოს გარკვეული ვალდებულებისაგან. ეს რომ იყოს მიზანი, ასე, რომ იყოს ფორმულირებული ეგ მუხლი, მაშინ სხვა შედეგს მივიღებდით.
-
AuthorPosts
- You must be logged in to reply to this topic.