მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › ადმინისტრაციული სამართალი › საპოლიციო სამართალი
Tagged: პოლიცია, საპოლიციო, ღონისძიება
- This topic has 94 replies, 4 voices, and was last updated 10 years, 1 month ago by
kakha.
-
AuthorPosts
-
თებერვალი 5, 2015 at 09:30 #22656
kakha
Memberსაინტერესოა.. ე.ი. ჯერ უნდა მოხდეს პრევენციული ღონისძიების გასაჩივრება ზემოდგომთან/სასამართლოში და უკანონოდ ცნობის შემდეგ დადგება ჩკრეკის კანონიერების საკითხი.
პრევენციული ღონისძიების დროს იმდენი ნიუანსია გასათვალისწინებელი, რომ დიდი შანსია სასამართლოს უკანონოდ ცნოს.
რა მნიშვნელობა აქვს როგორ მსჯელობენ პოლიციელები..?
თებერვალი 5, 2015 at 14:20 #3799ივერიელი
Participantხშირ შემთხვევაში არავინ არაფერს არ ასაჩივრებს და შესაბამისად გამოდის, რომ პირის თავისუფლების და ხელშეუხებლობის უფლების დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება გამოიყენება პირთა წინააღმდეგ.
აქ საინტერესო ის საკითხია თუ რამდენად შეიძლება ჰქონდეს გავლენა თვითონ ამ მართლსაწინააღმდეგო პრევენციულ ღონისძიებას (ადმინისტრაციულ აქტს) , რეპრესიული ჩხრეკის მართლზომიერებაზე..
შეიძლება ვთქვათ, რომ პრევენციული ღონისძიება ამ შემთხვევაში წარმოადგენს ჩხრეკის წინაპირობას და შესაბისად მისი მართლზომიერება, როგორც დავწერე ზემოთ თვითონ ამ ჩხრეკის მართლზომიერებაზეც ახდენს გავლენას..
თებერვალი 5, 2015 at 15:03 #3808kakha
Memberაქ საინტერესო ის საკითხია თუ რამდენად შეიძლება ჰქონდეს გავლენა თვითონ ამ მართლსაწინააღმდეგო პრევენციულ ღონისძიებას (ადმინისტრაციულ აქტს) , რეპრესიული ჩხრეკის მართლზომიერებაზე..
მანდ უკვე სისხლის სამართალში გადავდივართ. არ არის მაგის პრეცედენტი? ერთხლ როგორ არავინ მოითხოვა პრევენციული ღონისძიების გასაჩივრება და ამ საფუძვლით ჩხრეკის კანონიერების საკითხის დაყენება…
თებერვალი 5, 2015 at 15:44 #3810ივერიელი
Participantრამდენიმე თვის მიღებულია ახალი კანონი და პრევენციული ღონისძიებები, როგორც ასეთი ამ ახალი კანონის მიერ არის ამოწეული წინა პლანზე, შესაბამისად ძველი კანონის ფარგლებში ასეთი პრობლემა არ წარმოიშობოდა, რადგან ის კანონი მხოლოდ რეპრესიისკენ იყო მიმართული..
თებერვალი 5, 2015 at 18:28 #3812kakha
Memberსისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლში ”ამ კოდექსის დარღვევით” არის მითითება….? საპოლიციო პრევეციული ღონისძიების უკანონობა როგორ ჯდება ამ მუხლის შინაარსში?
თებერვალი 5, 2015 at 19:06 #3813ივერიელი
Participantსისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით დაუშვებელია ადამიანის კონსტიტუციული უფლებათა და თავისუფლებათა არამართლზომიერი შეზღუდვა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და ამ შემთხვევაში იზღუდება პირის თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება, რომელიც ევროპული კონვენციის მე-5 მუხლშია მოცული და შესაბამისად მას აღიარებს საქართველოს კონსტიტუციაც. აქედან გამომდინარე, ისეთი მტკიცებულება, რომელიც დაკავშირებულია პირის კონსტიტუციური უფლების შელახვასთან წარმოადგენს დაუშვებელ მტკიცებულებას სსსკ-ის 72-ე მუხლის ჭრილში..
თებერვალი 5, 2015 at 19:39 #3814kakha
Member@stefanozmamfal
მაგ შემთხვევაში უფლებადამდგენი ნორმა კონვენციის 5-ე მუხლია? კონვენციის 5-ე მუხლის დარღვევაზე ვუთითებთ?
.
თებერვალი 5, 2015 at 20:20 #3815ივერიელი
Participantთუ ვისაუბრებთ მტკიცებულების დასაშვებობაზე უნდა მივუთითონ 72-ე მუხლზე, რადგან სწორედ ეს მუხლი არეგულირებს მტკიცების დაუშვებლობის საკითხს სისხლის სამართლის პროცესში, თუმცა ამ მუხლის უკან დგას კონსტიტუციის მე-18 მუხლი, კონვენციის მე-5 მუხლი და პროცესის მე-6 მუხლი, რომელთა მოშველიებითაც ჩვენ გავმარტავთ 72-ე მუხლის არსს და შესაბამისად ვიღებთ გადაწყვეტილებას უკანონო ზედაპირული შემოწმების შედეგად განხორციელებული ჩხრეკის მართლზომიერებაზე.
თებერვალი 6, 2015 at 05:20 #3816kakha
Memberარასწორად დავსვი კითხვა…
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 6-ე მუხლში არის მითთება კონსტიტუციუ უფლებებზე. აქედან გამომდინარე თუ ვუთითებთ კონვენციის 5-ე მუხლზე გამოდის, რომ კონსტიტუციის დაცვის სფეროში შემოგვყავს ეს მუხლი. ზოგადად ასეთ შემთხვევებში მითითება ხდება ყოველთვის კონსტიტუციის 39-ე მუხლის დარღვევაზე, რადგან ეს არის ის კონსტიტუციური ნორმა, რომელსაც კონსტიტუციის დაცვის სფეროში შემოყავს კონვენციის 5-ე მუხლი. ასეთ შემთხვევებში უნდა მიეთითოს, რომ დაირღვა კონსტიტუციის 39-ე მუხლი, ხოლო მტკიცებულებად მოგვყავს კონვენციის 5-ე მუხლი. ასეთი პრაქტიკა აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს.
თებერვალი 6, 2015 at 05:59 #3818ივერიელი
Participant39-ე მუხლი რა შუაშია? პირდაპირ მე-18 მუხლშია განსაზღვრული კონვენციის მე-5 მუხლში განსაზღვრული თავისუფლების და ხელშეუხებლობის უფლება.
-
AuthorPosts
- You must be logged in to reply to this topic.