Viewing 10 posts - 51 through 60 (of 95 total)
  • Author
    Posts
  • #3726

    1.  ზაკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით საჯაროო მმართველობაა და ვრცელდება მასზე ზაკ-ის ნორმები, თუმცა არ წარმოადგენს საპოლიციო სამართალს, რომელიც მხოლოდ პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას არეგულირებს. არსებობს მოსაზრება, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზაკ-ის მოქმედების სფერო ვრცელდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსი წარმოადგენს დამოუკიდებელ სფეროს, რომელიც არ წარმოადგენს საჯარო მმართველობას და მისი მდგომარეობა ისეთივეა, როგორც სისხლის სამართლის კანონმდებლობის.

     

    2.  ამ კონკრეტულ შემთხვევაში აღნიშნული ჩანაწერი პირდაპირ უთითებს, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით უფლებამოსილი პირი მოქმედებს “თუ ავტოსატრანსპროტო საშუალება აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას”, ხოლო პოლიციის შესახებ კანონის მე-18 მუხლი გვეუბნება, რომ “პოლიცია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგისათვის საფრთხის თავიდან აცილების ან მათი დარღვევის აღკვეთის მიზნით თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს შემდეგ პრევენციულ ღონისძიებებს”…  ამას რომ დავამტოთ ის რაც უკვე ზემოთ დავწერე საფრთხის შესახებ და იმაზე თუ ვთანხმდებით, რომ მოცმეულ შემთხვევაში არ გვაქვს სამართალდარღვევა, მაშინ ყველაფერი ნათელია…

     

     

    3. მხოლოდ სამართალდარღვევის აღკვეთის მიზნით არ ხორციელდება პოლიციური ღონისძიებები. პოლიციის პრევნეციული ღონისძიებები ხორციელდება, როცა სახეზეა საფრთხე საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოებისათვის, რაც მოიცავს ტრანსპორტის მიმოსვლის შეფერხების აღკვეთას, რადგან ამ შემთხვევაში კონკრეტული საფრთხე ექმნება სატრანსპორტო მიმოსვლას, რაც წარმოადგენს საზოგადოებრივი უსაფრთხოების და მართლწერსირგისთვის საფრთხეს.

     

    4. ნებისმიერ შემთხვევაში პრევენციულია…

    #3728
    kakha
    Member

    4-ემ ბოლო მომიღო 🙂

     

    გასაგებია შენი პოზიცია.. არ გეთანხმები.. არც კითხვებზე გაგიცია სრულად პასუხი და არც ჩემს არგუმმენტებზე დამაჯერებლად არ გამოიყურება ეგ არგუმენტები.

     

    სხვა საკითხზე გადავიდეთ თორე ასე წრეზე ვტრიალებთ. ერთი და იგივე არგუმენტებით.

    #3731

    განვიხილოთ საპოლიციო პრევნეციული ღონისძიებები.. პოლიციის შესახებ კანონის მე-18 მუხლშია განსაზღვრული ეს ღონისძიებები, თუმცა პოლიციელი უფლებამოსილია ასევე განახორციელოს სხვა პრევენციული ღონისძიებები, რაც გამომდინარეობს ზოგადი ნორმიდან (მე-16 და მე-17 მუხლები)…

     

    პოლიციური პრევენციული ღონისძიებები:
    ა) პირის გამოკითხვა;
    ბ) პირის იდენტიფიკაცია;
    გ) პირის მოწვევა;
    დ) ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება;
    ე) სპეციალური შემოწმება და დათვალიერება;
    ვ) სპეციალური საპოლიციო კონტროლი;
    ზ) ადგილის დატოვების მოთხოვნა და კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა;
    თ) პირის ან სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების ან ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვა;
    ი) ავტომატური ფოტოტექნიკის (რადარის) და ვიდეოტექნიკის გამოყენება;
    კ) ტექნიკური საშუალებების შექმნა და გამოყენება;
    ლ) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება.
    დავიწყოთ პირველი ღონისძიებით – გამოკითხვა (პოლიციის შესახებ კანონის მე-19 მუხლი)..

     

    ორი ნაწილისგან შედგება:

     

    1.პირის ვინაობის დადგენა.  

     

    პირის ვინაობის დადგენის მიზნიტ პოლიციელი აჩერებს სუბიექტს, სთხოვს პერსონალურ მონაცემებს და  პირადობის მოწმობას, ანუ სახეზეა პოლიციელის მხრიდან ინდ. სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლის მართლზომიერების შეფასებისათვის მნიშვნელოვანია რამდენიმე ელემენტის შეფასება, კერძოდ:

     

    ა. არსებობს პოლიციის შესახებ კანოის მე-19 მუხლის პირველ ნაწილში განსაზღვრული რომელიმე გარემოება (ანუ პოლიციელი უნდა მოქმედებდეს კანონიერების პრინციპის შესაბამისად)

     

    ბ. არსებობს საფრთხე საზ. მართლწერიგისა და უსაფრთხოებისათვის, რაც დაკავშირებულია იმ გარემოებებთან რაც განსაზღვრულია მე-19 მუხლში.

     

    გ. სუბიექტის სწორედ განსაზღვრა.

     

    დ.. ღონისძიება ხორციელდება თანაზომიერიების პრინციპის შესაბამისად, ანუ პროპორციულია და აუცილებელია ლეგიტიმური მიზნის- საფრთხის აღკვეთისთვის.

     

    ე. პოლიციელის მიერ ხორციელდება დისკრეციული უფლებამოსილების უშეცდომოდ განხორციელება.

     

    ვ. პოლიციელი ატყობინებს ვალდებულ სუბიექტს პოლიციური ღონისძიების სამართლებრივ საფუძველს.

     

     2. პირის ვინაობის დადგენა

     

    ემატება ერთი ელემენტი – შეტყობინება, რომ გამოკითხვა ნებაყოფლობითია..

     

    #3762
    kakha
    Member

    <cite> @StepanozMamfal said:</cite>
    განვიხილოთ საპოლიციო პრევნეციული ღონისძიებები.. პოლიციის შესახებ კანონის მე-18 მუხლშია განსაზღვრული ეს ღონისძიებები, თუმცა პოლიციელი უფლებამოსილია ასევე განახორციელოს სხვა პრევენციული ღონისძიებები, რაც გამომდინარეობს ზოგადი ნორმიდან (მე-16 და მე-17 მუხლები)….

    ე.ი. 18-ე მუხლით არაა ამომწურავად განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების ჩამონათვალი.

    19-ე მუხლის 2-ე პუნქტში.. რას ნიშნავს ”საპოლიციო ფუნქციების შესრულებისათვის საჭირო ინფორმაცია”?

    #3768
    kakha
    Member

     

    ანუ, როგორც მივხვდი ისეთ ინფორმაციაზეა საუბარი, რომელიც შეიძლება დაეხმაროს პოლიციას დაიცვას  საზოგადოებრივი უსაფრთხოება და მართლწესრიგი.

     

     

    #3775

    კი ეგრეა, პოლიციის შესახებ კანონის მე-16 მუხლში განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ინფორმაციაზეა საუბარი.. მაგ: ოპერატიული ინფორმაციის თანახმად არსებობს ეჭვი, რომ შესაძლოა მოხდეს სამართალდღვევა პარკში, პოლიციელბს ყავთ სავარაუდო ეჭვმიტანილი. ან უკვე მოხდა სამართალდარღვევა და საშიში ბოროტმოქმედი დადის რომელიღაც უბანში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით ამ პიროვნებისგან, ხორციელდება გამოკითხვა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მართლა ის პირი აღმოჩდება ვისაც ეძებენ, მაშინ უკვე რეპრესიული ღონისძიებები დაიწყება, მისი დაკავების სახით.

    #3782
    kakha
    Member

     

    რა განსხვავებაა 23-ე მუხლის 2-ე ნაწილს და 4-ე ნაწილს შორის.? რომელი რომელ შემთხვევას მოიცავს.?   საპოლიციო ღონისძიებებიდან გამოყავი საინტერესო საკითხები და განვიხილოთ.

     

    .

    #3784

    @ReneDescartes said:
    რა განსხვავებაა 23-ე მუხლის 2-ე ნაწილს და 4-ე ნაწილს შორის.? რომელი რომელ შემთხვევას მოიცავს.?   საპოლიციო ღონისძიებებიდან გამოყავი საინტერესო საკითხები და განვიხილოთ.

     

     

    23-ე მუხლის მე-2 ნაწილი მოიცავს პირის სპეციალურ შემოწმებას, ხოლო 23-ე მუხლის მე-4 ნაწილი პირის ნივთის ან სატრსანპორტო საშუალების.. განსხვავება მხოლოდ სპეციალური შემოწმება/დათვალიერების ობიექტშია.

     

    საინტერესო საკითხია პოლიციელის პრევენციული ფუნქციების გადაზრდა რეპრესიულ ფუნქციებში.. რაზეც პირდაპირ მიუთითებს თუნდაც ამავე 23-ე მუხლის მე-8 ნაწილი, რომლის მიხედვითაც: “თუ სპეციალური შემოწმებისა და დათვალიერების დროს წარმოიშვა ჩხრეკის საფუძველი, პოლიციელი
    ატარებს ჩხრეკას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.”

     

    ახლა წარმოიდგინე, რომ პოლიციელის მიერ პირის სპეციალური შემოწმება, რომელიც მის მიერ გამოცემული ინდ. აქტის საფუძველზე ხორციელდება არის მართლსაწინააღმდეგო. რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამან სისხლის სამართლებრივი ჩხრეკის მართლზომიერებაზე?

     

     

    #3787
    kakha
    Member

    არვიცი. რა გავლენას მოახდენს? უკანონო იქნება ჩხრეკა?

    #3788

    საინტერესო თემაა, ჩემი აზრით ჩხრეკის დროს ამოღებული ნივთის გამოყენება დაუშვებელი იქნება სასამართლოზე მტკიცებულებად, რადგან ჩხრეკა მოყვა პოლიციელის მხრიდან პირის უკანონოდ გაჩერებას და დათვალიერებას, შესაბამისად სახეზეა ამ პირის თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლების დარღვევა და აქედან გამომდინარე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის მიხედვით დაუშვებელი უნდა იყოს ასეთი მტკიცებულება, თუმცა არამგონია ასე მსჯელობდნენ ჩვენი პოლიციელები….

     

     

Viewing 10 posts - 51 through 60 (of 95 total)
  • You must be logged in to reply to this topic.