მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › ადმინისტრაციული სამართალი › საპოლიციო სამართალი
Tagged: პოლიცია, საპოლიციო, ღონისძიება
- This topic has 94 replies, 4 voices, and was last updated 10 years ago by
kakha.
-
AuthorPosts
-
თებერვალი 2, 2015 at 16:51 #3702
ივერიელი
Participantპრინციპში მეც მასე ვფიქრობ, რომ ვინაიდან ამ შემთხვევაში სახეზეა დარღვევა, მაშინ გვექნება რეპრესიასთან საქმე და არა პრევნეციასთან, თუმცა მეორე მხრივ ამ შემთხვევაში შესაძლებელია პრევნეციული ღონისძიების განხორციელებაც, კერძოდ მაგ; დაჯარიმების გარდა, ავტომობილის მძღოლისათვის მანქანის მმართვის შეზღუდვა.
მეორე მხრივ უკანონო შეკრება და მანიფესტაცია თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ პრევნეციულ ღონისძიებებს ექვემდებარება, თუმცა ამავდროულად რეპრესიული ღონისძიებების განხორციელების შესახებლობაც არის.
ორჯერ დააჭირე სფეის და გააკეთებს აბზაცს..
თებერვალი 2, 2015 at 17:35 #3704kakha
Memberმასეთ შემთხვევაში მანქანის მმართვის შეზღუდვას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ ითვალისწინებს?? თუ, მართვის შეზღუდვას ითვალისწინებს ამ შემთხვევაში ჯარიმაც და მართვის შეზღუდვაც რეპრესიული ღონისძიების ფარგლებში ხორციელდება. ასეთ დროსაც კი (თუ მართვის შეზღუდვა გათვალისწინებულია ადმ. სამართალდარღვევათა კოდექსით) შეიძლება ისეთი შემთხვევა გვქონდეს რომ ორივე ერთად გამოიყენოს. მაგალითად: რეპრესიული ღონისძიების ფარგლებში – გაფრთხილება (თუ ჩათვლის რომ სამართალდარღვევა მსუბუქია, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია ის, რომ თუ აფრთხილებ ე.ი. პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებ და მანქანის მართვის შეზღუდვას რეპრესიული ღონისძიების ფარგლებში აღარ მოხდება) და მართვის შეზღუდვა პრევენციული ღონისძიების ფარგლებში. შეიძლება ასეთი კომბინაცია..
.
თებერვალი 2, 2015 at 17:45 #3706ივერიელი
Participantმანდ ნახე რა მომენტია, სამართალდარღვევათა კოდექსი გვაქვს სითი პარკის უფლებამოსილება დააჯარიმოს არასწორედ პარკირებული მანქანა, ამავდროულად იქვე წერია სამართალადარღვევათა კოდექსში, რომ შესაძლებელია ასეთი მანქანის გადაყვანა, თუ იგი საფრთხეს უქმნის სატრანსპორტო მიმოსვლას..
ამ შემთხვევაში ჯარიმა წარმოადგენს რეპრესიულ ღონისძიებას, ხოლო მანქანის გადაყვანა წარმოადგენს პრევენციულ ღონისძიებას, იმის მიუხედავად, რომ ადმ. სამართალდარღვევათა კოდექსში წერია.. და ამ პრევენციული ღონისძიების მიზანია, არსებული კონკრეტული საფრთხის -მიმოსვლის შეზღუდვის თავიდან აცილება.
იგივე ჩემი აზრით ამ შემთხვევაში, როცა მანქანის მძღოლს არ ეძლევა საშუალება გააგრძელოს ავტომობილის მართვა… შენ რას ფიქრობ ამ საკითხზე?
თებერვალი 2, 2015 at 18:37 #3711kakha
Memberამ შემთხვევაში ვერ დაგეთანხმები. მანქანის დაჯარიმებაც და გადაყვანაც რეპრესიული ღონისძიებაა ჩემი აზრით. მანქანის გადაყვანით კი ხდება მოძრაობის შეფერხების თავიდან აცილება მაგრამ ასე არ უნდა მივუდგეთ, ანუ ამ კუთხით არ უნდა შევაფასოთ პოლიციის ქმედების სამართლებრივი ბუნება. მოძღაობის შეფერხება სამართალდარღვევის (არასწორი პარკირების) შედეგია ამ კონკრეტულ შემთხვევაში და არა თავად სამართალდარღვევა.
.
რეპრესიული ღონისძიება ხორციელდება სამართალდარღვევის თავიდან ასაცილებლად. ამ შემთხვევაში კი არასწორად პარკირება უკვე სამართალდარღვევაა მიუხედავად იმისა კონკრეტულ შემთხვევაში გამოიწვია თუ არა, ან გამოიწვევს თუ არა მოძრაობის შეფერხებას, მთავარია არსებობდეს ამის საფრთხე. პრევენციული ღონისძიების მიზანი სამართალდარღვევის თავიდან აცილებაა ამ შემთხვევაში კი უკვე აქვს ადგილი სამართალდარღვევას, იმის მიუხედავად მოხდა თუ არა მოძრაობის შეფერხება. დამატებით მოძრაობის შეფერხების ფაქტი კი არაფერს არ გვაძლევს. მთავარია ამის საფრთხე არსებობდეს.
ანუ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოძრაობის შეფერხების ფაქტი კიარ წარმოადგენს სამართალდარღვევას, არასწორი პარკირებაა ასეთი უკვე და მოძრაობის შეფერხება კი უკვე არსებული სამართაკდარღვევის შედეგებია (ან მოსალოდნელი შედეგი) და არა მოსალოდნელი სამართალდარღვევა.
.
თუ შენს პოზიციას გავიზიარებთ მაშინ ორ შედეგამდე მივდივართ, რომლებსაც არ ვეთანხმები. 1. ადგილი აქვს ორ სამართალდარღვევას. ერთი არასწორი პარკირება და მეორე მოძრაობის შეფერხება (რომლის თავიდან აცილებასაც ვახდენთ) 2. ადგილი აქვს ერთ სამართალდარღვევას, მაგრამ არასწორი პარკირება არ წარმოადგენს სამართალდარღვევას სანამ მოძრაობის შეფერხების ფაქტს არ ექნება ადგილი.
.
მოკლედ… ჩემი აზრით ერთი სამართალდარვევა გვაქვს სახეზე და მოძრაობის შეფერხება ამ სამართალდარღვევის შედეგია. აქედან გამომდინარე არც სამართალდარვევის თავიდან აცილებას ექნება ადგილი.
.
იმედია სხვადასხვა სამართალდარევად არ არის განხილული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში პარკირება და მოძრაობის შეფერხება. :))) არ მაქვს წაკითხული ეგ მუხლი.თებერვალი 2, 2015 at 18:59 #3712ივერიელი
Participantდედაქალაქის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დადგენილი ავტოტრანსპორტის პარკირების წესების სხვა დარღვევა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით.
ამასთანავე, ავტოტრანსპორტს ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი გადაიყვანს სპეციალურ დაცულ
სადგომზე ან მის თვლებს გაუკეთებს ბლოკირებას სპეციალური საშუალებით, თუ ამის თაობაზე მინიშნება ახლავს პარკირების ნიშანს. სპეციალურ სადგომზე გადაყვანა დასაშვებია, თუ ავტოტრანსპორტი აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას. ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები ჯარიმასთან ერთად დაეკისრება დამრღვევ მძღოლს ან ავტოტრანსპორტის მესაკუთრეს.პირდაპირ ანსხვავებს ეს მუხლი ერთი მხრივ დარღვევისათვის სანქიცას- 10 ლარს და მეორე მხრივ პრევენციულ ღონისძიებას- სადგომზე მანქანის გადაყვანას, რომელიც ხორციელდება სწორედ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით და ავტომობილის გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დამოუკიდებლად შესაბამისი უფლებამოსილი პირი. ამავდროულად სადგომზე გადაყვანის ხარჯები წარმოადგენენ არა საჯარიმო თანხას, არამედ ინდ. აქტის აღსრულების ხარჯებს.. ანუ რეალურად სადგომზე მანქანის გადაყვანა წარმოადგენს არა რეპრესიულ ღონისძიებას, არამედ პრევენციულს და მისი მიზანია მოძრაობის უსაფრთხოების დაცვა საფრთხისგან.
თებერვალი 2, 2015 at 19:07 #3713kakha
Memberრომელი მუხლია?
.
თებერვალი 2, 2015 at 19:12 #3714ივერიელი
Participant125 prima
თებერვალი 2, 2015 at 19:22 #3715kakha
Memberეგ მუხლი პარკირების წესების დარღვევის ხასიათზე მიუთითებს. ერთ შემთხვევაში არ აქვს სამართალდარღვევას ისეთი უარყოფითი შედეგები როგორც მეორე შემთხვევაში. ეგ მუხლი განსაზღვრავს, რა შემთხვევაში უნდა გადაიყვანო მანქანა ავტოსადგომზე, ანუ როგორი ხასიათის სამართალდარღვევის დროს და არანაირად არ განიხილავს მოძრაობის შეფერხებას ცალკე სამართალდარღვევად.
პრევენციული ღონისძიება სამართალდარღვევის თავიდან ასაცილებლად გამოიყენება. ეგ მუხლი კი მოძრაობის შეფერხების ფაქტს პარკირებისგან დამოუკიდებლად არ განიხილავს სამართალდარღვევად. ავტოსადგომის ხარჯები არც შენი პოზიციის სასარგებლოდ გამოდგება და არც ჩემი პოზიციის.
თებერვალი 2, 2015 at 20:03 #3722ივერიელი
Participant@ReneDescartes said:
ეგ მუხლი პარკირების წესების დარღვევის ხასიათზე მიუთითებს. ერთ შემთხვევაში არ აქვს სამართალდარღვევას ისეთი უარყოფითი შედეგები როგორც მეორე შემთხვევაში. ეგ მუხლი განსაზღვრავს, რა შემთხვევაში უნდა გადაიყვანო მანქანა ავტოსადგომზე, ანუ როგორი ხასიათის სამართალდარღვევის დროს და არანაირად არ განიხილავს მოძრაობის შეფერხებას ცალკე სამართალდარღვევად.პრევენციული ღონისძიება სამართალდარღვევის თავიდან ასაცილებლად გამოიყენება. ეგ მუხლი კი მოძრაობის შეფერხების ფაქტს პარკირებისგან დამოუკიდებლად არ განიხილავს სამართალდარღვევად. ავტოსადგომის ხარჯები არც შენი პოზიციის სასარგებლოდ გამოდგება და არც ჩემი პოზიციის.
მოძრაობის შეფერხებას ცალკე სამართალდარღვევად კი არა, საერთოდ არ განიხილავს სამართალდარღვევად.. იმიტომ, რომ მაგ შემთხვევაში საჯარო მმართვლეობა ხორციელდება- პრევენციული ღონისძიების სახით, რაც ხორციელდება შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოცემული ინდ. აქტის საფუძველზე. პირდაპირ წერია მაგ მუხლში რას ემსახურება მანქანის გადაყვანა.. არა სამართალდარღვევის შედეგად რეაგირებას, არამედ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის არსბეული საფრთხის დაცვას.
სტრუქტურა ასეთია.. მოხდა პარკირების წესის დარღვევა… რასაც მოყვა რეპრესია- 10 ლარიანი სანქცია, თუმცა ამავდროულად მანქანა უქმნის საფრთხეს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას (ქმნის კონკრეტულ საფრთხეს) და სწორედ აქ ერთვება უკვე პრევენციული ღონისძიება, რომელიც ამ საფრთხის აღკვეთა ემსახურება.
ავტოსადგომის ხარჯებს რაც შეეხება, სწორედაც, რომ ჩემ პოზიციას ამყარებს იმით, რომ 1. იგი არ წარმოადგენს სამართალდარღვევის შედეგად განსაზღვრულ სანქციას, არამედ 2. იგი წარმოადგენს შესაბამისი უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო მმართვლეობითი ფუნქციების (პრევენციული ფუნქციების) განხორციელების დროს წარმოშობილ აღსრულებით ხარჯებს (ინდ. აქტის აღსრულების ხარჯებს).
თებერვალი 2, 2015 at 20:39 #3725kakha
Memberსამართალდარღვევა რომ არაა მაგას ვწერდი წინა პოსტებში. შენი პოსტიდან შემდეგი კითხვები მიჩნდება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირება არაა საჯარო მმართველობითი ღონისძიება? ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირების მიზანი არ შეიძლება იყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა? (მაგ მუხლში არაა მითითება მხოლოდ დარღვევის საფრთხეზე. მანდვეა მითითება უკვე დამდგარ შეფერხებაზე). გარდა ამისა მაგ მუხლში წერია ”თუ ავტოტრანსპორტი აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას”. ორ შემთხვევა გვაქვს სახეზე. 1. როდესაც სახეზეა შეფერხება და 2. ასეთ საფრთხეს ქმნის. შენ მხოლოდ მეორე შემთხვევას განიხილავ. რატომ?? :)) პირველზე რატომ არ ამახვილებ ყურადღებას? თუ უკვე დადგა შედეგი, ე.ი. უკვე შეაფერხა მოძრაობა გამოდის, რომ გადაყვანა ამ შემთხვევაშიც პრევენციული ღონისძიებაა?? რას ნიშნავს პრევენციული ღონისძიება? ნიშნავს იმას, რომ სამართალდარღვევის აცილებისკენ არის მიმართული პოლიციალის ქმედება ამ შემთხვევაში კი ეს შემადგენლობა არ გვაქვს. რადგან სამართალდარღვევის თავიდან აცილება კიარ ხდება მანქანის გადაყვანით მოძრაობის შეფერხების თავიდან აცილება ხდება.
რაც შეეხება ხარჯებს. ავტოსადგომზე გადაყვანას ეგ მუხლი საფასურის გარეშე დგომის შემთხვევაშიც ითვალისწინებს შესაბამისი ხარჯების დაკისრებით. ამ შემთხვევაშიც პრევენციულ ღონისძიებასთან გვაქვს საქმე?
ამ კითხვებს გაეცი პასუხი.
-
AuthorPosts
- You must be logged in to reply to this topic.