This topic contains 94 replies, has 4 voices, and was last updated by  kakha 4 years, 9 months ago.

Viewing 10 posts - 11 through 20 (of 95 total)
  • Author
    Posts
  • #22622

    Crassus
    Participant

    <cite>@ReneDescartes said:</cite>

    როგორ ფიქრობ, პოლიციის მიერ დასაცავი სიკეთე სხვადასხვა სოციალურ ჯგუფში, რადგან ამ ჯგუფებში ჩამოყალიბებული ზნეობრივი ნორმები და.შ. განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, შეიძლება სხვადასხვა იყოს? თუ, უნივერსალურია ეს ქცევის წესები და ურთიერთობათა სისტემა? კანონით რაც რეგულირდება ეგ საერთოა რათქმაუნდა. ადათ-წესებით, ტრადიციებითა და ზნეობრივი ნორმებით რეგულირებულს ვგულისხმობ.

     

     

    შეიძლება სხვადასხვა იყოს, რადგან სხვადასხვა სოციუმებში სხვადასხვა ზნეობრივი ნორმები და ადათ-წესები შეიძლება არსებობდეს რაც მხოლოდ ამ სოციუმისთვის არის დამახასიათებელი… უფრო მეტიც, თვითონ ერთ ქვეყანაში შეიძლება სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა იყოს ადათ-წესები და ზნე-ჩვეულებები. შენ რას ფიქრობ ამ საკითზე?

    #22625

    kakha
    Member

    <cite>@crassus said:</cite> შეიძლება სხვადასხვა იყოს, რადგან სხვადასხვა სოციუმებში სხვადასხვა ზნეობრივი ნორმები და ადათ-წესები შეიძლება არსებობდეს რაც მხოლოდ ამ სოციუმისთვის არის დამახასიათებელი… უფრო მეტიც, თვითონ ერთ ქვეყანაში შეიძლება სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა იყოს ადათ-წესები და ზნე-ჩვეულებები. შენ რას ფიქრობ ამ საკითზე?

    სხვადასხვა იქნება რათქმაუნდა. ამიტომ ყველა რეგიონში პოლიციელი ადგილობრივი უნდა იყოს, უკეთესად ეცოდინება იქაური ადათ წესები :დ .

    #22626

    საპოლიციო სამართლის პრინციპები

     

    კანონიერების პრინციპი შედგება ორი ელემენტისაგან კანონის უზენაესობა და კანონიერი დათქმის პრინციპებისგან, რომელთა მიხედვითაც პოლიციური საქმიანობა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კანონმდებლობას. პოლიციელს შეუძლია მხოლოდ ისეთი ღონისძიებების განხორციელება, რაც პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონმდებლობით.

    #22627

    kakha
    Member

    კანონის უზენაესობის და კანონისმიერი დათქმის პრინციპი, რომელიც ერთდროულად სამი კონსტიტუციური პრინციპიდან გამომდინარეობს. ეს პრინციპებია: სამართლებრივი სახელმწიფოს, ძირითადი უფლებების აღიარების და დემოკრატიის პრინციიპები.

     

    პოლიციის საქმიანობაზეც ის პრინციპები ვრცელდება რაც ზოგადად ადმინისტრაციულ ორგანოებზე. ერთი პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპია გამოკვეთილი. განსაკუთრებულს ვერაფერს ვერ ვხედავ. .

    #3562

    დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპი- ყველა თანასწორია კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე. პოლიციის საქმიანობა ერთნაირად უნდა განხორციელდეს ყველა პირის მიმართ, დაუშვებელია ვინმესთვის პრიორიტეტის მინიჭება.

     

    თანაზომიერების პრინციპი- თანაზომიერების პრინციპის შემოწმებისას მოწმდება პოლიციის მიერ გამოყენებულ საშუალებასა და მისაღწევ მიზანს შორის არსებული დამოკიდებულება. საშუალებასა და მიზანს შორის თანაზომიერების შემოწმება ხდება შემდეგი ნაბიჯების გავლით :

     

    პირველი ნაბიჯი: მიზნის დადგენა. უნდა დადგინდეს პოლიციელის მიერ მისაღწევი მიზანი. რამდენადაც მმართველობა გულისხმობს კანონის აღსრულებას, ის კანონი, რომლის აღსრულებასაც ემსახურება ღონისძიება, გვაძლევს ინფორმაციას მისაღწევ მიზანზე. მეორე ნაბიჯი: შესაფერისობის დადგენა. უნდა შემოწმდეს მიზნისა და საშუალების შესაფერისობა. შერჩეული საშუალება არის შესაფერისი, როდესაც ის, ზოგადად, მისაღწევ მიზანს ემსახურება, ე.ი., როდესაც ის შესაძლებელს ხდის მიზნის მიღწევას. მესამე ნაბიჯი: აუცილებლობის დადგენა.უნდა შემოწმდეს შესაფერისი ღონისძიების აუცილებლობა. ღონისძიება არის აუცილებელი, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს არა აქვს სხვა საშუალება, რომელიც მიზნის მიღწევისას უფრო ნაკლებ ზიანს მიაყენებდა როგორც საზოგადოებას, ისე – ღონისძიების ადრესატს.

     

    დისკრეციული უფლებამოსილება- დისკირეციული უფლებამოსილება ანიჭებს პოლიციელს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

     

    როდესაც ადმინისტრაციული ორგანო არ უწევს ანგარიშს კანონმდებლის მიერ მისთვის მინიჭებული მოქმედების თავისუფალ სივრცეს, ასეთ შემთხვევაში სახეზე გვაქვს შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და ღონისძიება არის უკანონო.

     

    შესაძლებელია სამი შემთხვევის გამოყოფა, როდესაც ასეთ შეცდომასთან გვაქვს საქმე : 1. როდესაც ადმინისტრაციული ორგანო არ იყენებს მისთვის მინიჭებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას, ის უშვებს შეცდომას და მის მიერ განხორციელებული ღონისძიება ხდება უკანონო; 2. როდესაც ადმინისტრაციული ორგანო სცილდება მისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებს (მაგ.; ის კონკრეტული ადმინისტრაციული გადაცდომისათვის ადგენს ჯარიმას 60 ლარის ოდენობით, როდესაც კანონი ამ კონკრეტული სამართალდარღვევისათვის ითვალისწინებს დაჯარიმებას 10-დან 50 ლარამდე) და ახორციელებს ისეთ ღონისძიებას, რომელიც კანონით არ არის გათვალისწინებული, ასეთ შემთხვევაში სახეზეა შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და, შესაბამისად, უკანონო მმართველობითი ღონისძიება. 3. როდესაც ადმინისტრაციული ორგანო ანგარიშს არ უწევს კანონის ნორმის მიზნებს და არ იყენებს მისთვის მინიჭებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას იმ მიზნისათვის, რაც კანონმდებელმა მასში ჩადო, ასეთ შემთხვევაში ასევე სახეზეა შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და, შესაბამისად, უკანონო მმართველობითი ღონისძიება.

     

    პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპი- პოლიციელი საკუთარ უფლებამოსილებას ახორციელებს უპარტიობის პრინციპის დაცვით. პოლიციელს უფლება არა აქვს, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა გამოიყენოს რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის პარტიული ინტერესებისათვის.

     

    გამჭირვალობის პრინციპი-პოლიცია ვალდებულია თავისი საქმიანობის შესახებ საჯარო ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიაწოდოს სახელმწიფო ორგანოებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და დაინტერესებულ პირებს.

     

    პოლიცია ვალდებულია საზოგადოებასა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს სწრაფად მიაწოდოს ობიექტური ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, იმგვარად, რომ არ გაახმაუროს სახელმწიფო, პროფესიული, კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია, პერსონალური მონაცემები და გამოძიების მასალები, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

     

    პოლიციამ პერსონალური მონაცემები უნდა დაამუშაოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

    #3563

    kakha
    Member

    რამე საინტერესო საკითხი წამოწიე და განვიხილოთ. საინტერესო გავხადოთ უფრო ეს თემა. პრინციპებზე რაც დავწერეთ ლიტერატურაშიც და პრაქტიკაშიც ბევრჯერ დაწერილა. რა აზრი აქვს იმის გადმოწერას რაც მილიონჯერაა დაწერილი? .

     

    პრაქტიკული საკითხების განხილვა უფრო საინტერესო იქნება. მაგალითად კამერის ჩართვა განვიხილოთ. აქვს თუ არა მიმაგრებული კამერის ჩართვის ვალდებულება პოლიციელს და ა.შ. ასეთი საკითხები განვიხილოთ. 

    #22628

    მოდი პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპთან დაკავშირებით მოვიყვანოთ ასეთი შემთხვევა, ვთქვათ პოლიციელი თავისი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების შემდეგ, არასამუშაო პერიოდში პოლიტიკური პარტიის მიტინგზე წავა მხარდაჭერისათვის, იქნება თუ არა ეს პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპის დარღვევა?

     

     

    #22629

    kakha
    Member

    პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევა ერთი შეხედვით არ უნდა იყოს, თუმცა “პოლიციის შესახებ ” კანონის 14-ე მუხლის მეორე წინადადება პოლიციელს უკრძალავს თავისი, როგორც პოლიციელის უფლებამოსილების გამოყენებას პარტიული მიზნებისათვის. ტერმინი უპარტიობის პრინციპი მოიცავს იმასაც, რომ პოლიციელმა საჯაროდ არ უნდა გამოხატოს თავისი პოზიცია რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან მიმართებაში, თუნდაც არასამუშაო საათებში. ამდენად მოცემულ შემთხვევაში, დარღვევა იქნება მაგ პრინციპის. შენ რას ფიქრობ?

    #22630

    ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ უნდა დავიწყოთ ადამიანის უფლებათა ევროპულო კონვენციის მე-11 მუხლით, რომელიც ეხება პირთა შეკრებისა და გაერთიანების უფლებას.

     

    ამ მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ყველას აქვს უფლება მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებისა, თუმცა მეორე ნაწილით სახელმწიფოს გააჩნია უფლებამოსილება დააწესოს გარკვეული შეზღუდვები სამართალდამცავ ორგანოებთან დაკავშირებით.

     

    რასაც ქართველი კანონმდებელი აკეთებს კიდეც შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით:

     

    “ეს კანონი აწესრიგებს პირების მიერ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული უფლების განხორციელებას − წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბონ საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული უფლება არ ვრცელდება შეიარაღებული ძალების, შეიარაღებული სამართალდამცავი ორგანოების, სპეციალური და გასამხედროებული დაწესებულებების მოსამსახურეებზე.”

     

    ანუ პოლიციელის მიერ შეკრებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლება და შესაბამისად თავისი პროტესტის/სოლიდარობის გამოცხადება პოლიტიკური პარტიებისადმი არის შეზღუდული და ეს შეზღუდვა ემსახურება სწორედ პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპის მოთხოვნებს, რადგან მნიშვნელობა არ აქვს პოლიციელი თავის სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულების დროს გამოავლენს თავის პოლიტიკური სიმპატიებს პოლიტიკური პარტიისადმი, თუ არასამუშაო საათებში, ეს გარემოება ქმნის რისკებს პოლიციურ სისტემაში.  

    #22631

    kakha
    Member

    კონსტიტუციის 25-ე და 26-ე მუხლებიც ითვალისწინებენ შეკრებებში მონაწილეობის უფლების შეზღუდვას. ასეთი შეზღუდვა კონსტიტუციის, რომ არ იყოს გათვალისწინებული არც მაგ კანონით არ იქნებოდა, რადგან ძირითადი უფლების შეზღუდვას არ ექნებოდა კონსტიტიციურ სამართლებრივი გამართლება.

Viewing 10 posts - 11 through 20 (of 95 total)

You must be logged in to reply to this topic.