Viewing 10 posts - 11 through 20 (of 136 total)
  • Author
    Posts
  • #1520
    BLH
    Keymaster

    მეუღლეთა თანასაკუთრება: წილთა თანაბრობის პრინციპი

    როგორც ზემოთ მოყვანილი სტატიიდან ჩანს, ზოგადი წესის თანახმად ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა) წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას, სადაც თითოეულ მეუღლს გააჩნია თანაბარი-  1/2 ნაწილი.

    თუმცა სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლი განსაზღვრას ამ ზოგადი წესიდან გამონაკლის შემთხვევებს, როცა ერთ-ერთი მეუღლის წილი შეიძლება გადიდდეს თანაზიარ ქონებაში, ან საერთოდ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება ერთ-ერთი მეუღლის საკუთრებად განისაზღვროს მთლიანად.

    ასეთი შემთხვევები ამომწურავად არის განსაზღვრული 1168-ე მუხლის მე-2 ნაწილში, კერძოდ ერთ-ერთი მეუღლე უფლებამოსილია ½-ზე მეტი წილი მოითხოვოს თანასაკუთრებიდან, თუ არსებობს რომელიმე ქვემოთ მოცემული გარემოება:

    1) ერთ-ერთ მეუღლესთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები.

    2) ერთ-ერთი მეუღლე შრომისუუნაროა.

    3) მეორე მეუღლე ხარჯავდა საერთო ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ.

    ამ გარემოებების არსებობისას სასამართლოს შეუძლია თანაზიარი ქონება მთლიანად ცნოს ერთ-ერთი მეუღლის საკუთრებად, თუ მეუღლეები ცალ-ცალკე ცხორობდნენ ან ქორწინება ფაქტობრივად იყო შეწყვეტილი.

    ამასთან დაკავშირებით მინდა პრაქტიკიდან მოვიყვანო ერთი ასეთი შემთხვევა.

    „ა“ და „ბ“ დაქორწინებული იყვნენ 2000 წლიდან, 2004 წელს ისინი ცალ-ცალკე გადავიდნენ საცხოვრებლად, ხოლო 2005 წელს „ბ“-მ  შეიძინა ავტომობილი. 2009 წელს მეუღლეები განქორწინდნენ, ხოლო „ა“-მ მოითხოვა ავტომობილის, როგორც თანასაკუთრების გაყოფა.

    მოცემულ შემთხვევაში „ბ“-ს პოზიცია იყო, რომ ვინაიდან მეუღლეები ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის მიხედვით, ცალ-ცალკე ცხოვრების დროს შეძენილი ქონება უნდა ჩათვლილიყო მის საკუთრებად და არა მეუღლეთა თანასაკუთრებად.

    თუმცა სასამართლომ განმარტა, რომ მართალია ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ მხარეები თუმცა 1168-ე მუხლის გამოყენება ვერ მოხდებოდა, რადგან ცალ-ცალკე ცხოვრების გარდა აუცილებელი იყო იმ სამი გარემოებიდან ერთ-ერთის არსებობა, რაც განსაზღვრულია 1168-ე მუხლში. (იხ. ზემოთ).

    #1522
    BLH
    Keymaster

    მეუღლეთა თანასაკუთრება – წილთა თანაბრობის პრინციპი

    უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება N-ას-108-388-08

    ამ გადაწყვეტილებაშიც სწორედ იმაზეა საუბარია, რაც ზემოთ დავწერე, რომ სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შედეგისთვის აუცილებელია მეორე და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების ერთდროულად არსებობა. ანუ ქონება შეძენილი უნდა იყოს ცალცალკე ცხოვრების დროს და უნდა არსებობდეს სკ-ის 1168.2-ე მუხლში განსაზღვრული სამი გარემოებიდან რომელიმე.

    #1529
    BLH
    Keymaster

    ზემოთ მოყვანილი გადაწყვეტილება აფუძნებს ერთგვაროვან პრაქტიკას, რომელიც გამოყენებულია მაგალითად ამ საქმეში: ას- 1155-1084-2012.  

    ასევე ზემოთ  მოყვანილ საქმეში არის განხილული ისეთი შემთხვევა, როდესაც მეუღლეთა თანაზიარი ბინას ყიდის ერთ-ერთი მეუღლე და ქორწინების შეწყვეტის შემდეგ ყიდულობს სხვა ბინას. ასეთ შემთხვევაში როგორ ფიქრობთ რა უნდა მოითხოვოს მეორე მეუღლემ?

    #27899
    Crassus
    Participant

    @BLH-hUB said: ასევე ზემოთ მიერ მოყვანილ საქმეში არის განხილული ისეთი შემთხვევა, როდესაც მეუღლეთა თანაზიარი ბინას ყიდის ერთ-ერთი მეუღლე და ქორწინების შეწყვეტის შემდეგ ყიდულობს სხვა ბინას. ასეთ შემთხვევაში როგორ ფიქრობ რა უნდა მოითხოვოს მეორე მეუღლემ?

    მაგ შემთხვევაში ჩემი აზრით მოითხოვს რეალიზაციის შედეგად მიღებულ თანხის ნახევარს, რადგან, იმისათვის, რომ მოითხოვოს ქონების გაყოფა აუცილებელია ორი პირობის ერთდროულად არსებება ა) ქონება შეძენილი უნდა იყოს ქორწინების რეგისტრაციის პერიოდში ბ)ერთობლივი შრომის შედეგად და საერთო სახსრებით.

    სხვა ბინას შეიძლება კი ყიდულობს საერთო სახსრებით, მაგრამ ქორწინება ანუ პირველი პირობა აღარ გვაქვს. ამიტომ მოითხოვს მხოლოდ თანხის ნახევარს.

    #1534
    BLH
    Keymaster

    გეთანხმები, ანუ მეორე მეუღლეს არ ექნება ქორწინების შემდეგ ნაყიდ ბინაზე რაიმეს მოთხოვნის უფლება, ამიტომაც ამ გადაწყვეტილებაში სასამართლომ არასწორედ განმარტა, რომ საჭირო იყო იმის დადგენა ქორწინების შემდეგ ნაყიდი ბინა იყო თუ არა მეუღლეთა თანასაკუთრების რეალიზაციიდან ამონაგები თანხით ნაყიდი.

    პირდაპირ შეეძლო მეორე მეუღლეს მოეთხოვა მეუღლეთა თანასაკუთრების რეალიზაციიდან ამონაგები თანხის ნახევრის გაყოფა, როგორც მისი წილის, ხოლო ქორწინების შემდეგომ ნაყიდ ბინაზე პრეტენზია ვერ ექნებოდა.

    #1535
    BLH
    Keymaster

    ისე, მაგ გადაწყვეტილების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებაა ას-33-483-06  

    საინტერესოა ისე მაგ გადაწყვეტილებაშივე 1341-ე მუხლის ანალოგიით გამოყენება მეუღლეთა ქონებრივი უფლებების მიმართ.

    #1536

    თანასაკუთრების განკარგვა ერთ-ერთი მეუღლის მიერ განქორწინების შემდეგ

    როგორც ვიცით არსებობს სამოქალაქო კოდექსის 1160-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც თუ ერთი მეუღლე განკარგავს თანასაკუთრებას, მაშინ იგულისხმება მეორე მეუღლის თანხმობა.

    ამ შემთხვევაში ყურადსაღებია რამდენიმე ელემენტი, კერძოდ 1160-ე მუხლი ეხება ისეთ შემთხვევას, როცა ა) ერთი-ერთი მეუღლე განკარგავს მეუღლეთა თანასაკუთრებაში მყოფ ქონებას. ბ) აუცილებელია იყოს რეგისტრირებული ქორწინება.

    ახლა რატომ არის აუცილებელი რეგისტრირებული ქორწინება? იმიტომ, რომ ეს პრეზუმფცია უკავშირდება დაქორწინებულ პირებს და არა თანასაკუთრებას. მყიდველმა როცა იცის, რომ ერთი მეუღლე ყიდის ქონებას, მას აქვს მოლოდინი იმისა, რომ მეორე მეუღლის თანხმობა გააჩნია მას. ხოლო როცა განქორწინდებიან მეუღლეები და ერთ-ერთი  ყოფილი მეუღლე ყიდის თანასაკუთრებას, მაშინ ეს მოლოდინი არ არსებობს, რადგან სხვა რეჟიმში არიან უკვე თანამესაკუთრეები, მათზე აღარ ვრცელდება 1160-ე მუხლი, არამედ მათზე ვრცელდება ზოგადი ნორმები თანაზიარ ქონებასთან დაკავშირებით.

    #1537
    BLH
    Keymaster

    და თუ შემძენმა საერთოდ არ იცის რომ გამყიდველს ყავს მეუღლე?

    #1538
    მოდი წარმოიდგინე, რომ არ არსებობს 1160-ე მუხლი, მეუღლე ყიდის ა) თანაზიარ უძრავ ნივთს; ბ) თანაზიარ მოძრავ ნივთს. ხოლო მყიდველმა არაფერი იცის იმის შესახებ ყავს თუ არა გამყიდველს მეუღლე.

    პირველ შემთხვევაში რეესტრის სისწორისა და სისრულის პრეზუმფციის მიხედვით უძრავი ქონების შემძენი იქნება კეთილსინდისიერი და აღნიშნულ ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი მეუღლეს არ ექნება, ხოლო მეორე შემთხვევაში მოქმედებს 187-ე მუხლი და ამ შემთხვევაშიც ვერაფერს იზამს გამყიდვლის მეუღლე, რადგან მყიდველი კეთილსინდისიერი იქნება.

    ყველაფერი აქედან გამომდინარე, 1160-ე მუხლი წარმოადგენს დამატებით დაცვის საშუალებას მყიდველისათვის, როცა საქმე ეხება ქორწინებას და მეუღლეთა თანასაკუთრებას და როცა ამის შესახებ იცის შემძენმა: მაგ: როცა ერთ-ერთი მეუღლის საკუთრებად არის რეგისტრირებული მეუღლეთა თანასაკუთრება, ხოლო შემძენმა იცის, რომ მას ყავს მეუღლე, რომლის თანასაკუთრებაც შეიძლება იყოს ან არის გასაყიდი ქონება. (ეს პოზიცია გამომდინარეობს თუნდაც უზენაესი სასამართლოს ას-307-643-05 გადაწყვეტილებიდან, თუმცა ამ პოზიციას ეწინააღმდეგება ძალიან საინტერესო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება №2ბ/1403-12).

    #1540
    BLH
    Keymaster

    რას იტყვი როცა თანასაკუთრებაში არსებულ მოძრავ ნივთს მეუღლე აჩუქებს სხვას ისე რომ მეორე მეუღლე არ იყო თანახმა გაჩუქებაზე და შემძენმაც არ იცოდა რომ გამსხვისებელი იყო მხოლოდ თანამესაკუთრე?

Viewing 10 posts - 11 through 20 (of 136 total)
  • You must be logged in to reply to this topic.