მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › საბანკო სამართალი
- This topic has 62 replies, 4 voices, and was last updated 8 years, 10 months ago by Edika.

AuthorPosts

ივლისი 17, 2015 at 14:41 #28608ივერიელიParticipant
მართლზომიერების საკითხზეც ვისაუბრეთ და ვთქვით, რომ მართალია არამართლზომიერია ბანკის ქმედება, ანგარიშიდან ფულის თვითნებურად ჩამოწერის შესახებ, თუმცა მივუთითეთ 978-ე მუხლზე და ვთქვით, რომ მიუხედავად ბანკის მიერ არამართლზომიერად ფულის ჩამოწერისა, ამ ფულის დაბრუნების უფლება ანგარიშის მფლობელს არ აქვს.
ამ შემთხვევაში ერთმანეთს უპირისპირდება, ერთი მხრივ 861-ე მუხლში განსაზღვრული ბანკის ვალდებულება დააბრუნოს ფული და მეორე მხრივ 978-ე მუხლი, რომელიც თვითნებურად ჩამოჭრილი ფულის მოთხოვნის უფლების წინააღმდეგ შეიძლება გამოიყენოს ბანკმა.
მიუხედავად იმისა, რომ შენ მიერ მითითებული გადაწყვეტილების ფარგლებში, სასამართლომ განმარტა, რომ ბანკს უნდა დაებრუნებინა ეს თანხა, მე ვფიქრობ, რომ 978-ე მუხლის საფუძველზე მას შეეძლო ამ თანხის არ დაბრუნება.
ივლისი 18, 2015 at 10:59 #28612EdikaParticipant

ყველაშემთხვევაში ბანკის მიერ უაქცეპტოდ თანხის ჩამოჭრა არის არამართლზომიერი და მიყენებული ზიანი უნდა ანაზღაურდეს.

ანუ შენ ამბობ რომ 861 და 978 კონკურენციას უწევს ერთმანეთს?

ივლისი 18, 2015 at 12:18 #28624ივერიელიParticipantკონკურენციას არ უწევს, უბრალოდ, როცა 978-ე მუხლით განსაზღვრული წინაპირობები გვაქვს, 861-ე მუხლის მიხედვით ბანკს არ შეიძლება მოეთხოვოს არამართლზომიერად ჩამოჭრილი ფულის დაბრუნება.
ივლისი 18, 2015 at 15:33 #28633EdikaParticipantანუ 978-ე მუხლი ფაქტობრივი შემადგენლობით სხვა რამეა? და რა არის ეს პირობები დაწერე.
ივლისი 18, 2015 at 16:07 #28635ივერიელიParticipantამ თემის პირველ გვედზე, ხომ დავწერეთ უკვე 978- ე მუხლის შესახებ და ეგაა რა 🙂
ივლისი 19, 2015 at 14:16 #28636EdikaParticipantას-202-621-06
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სს «…» მოსაზრებას, სასამართლოს მიერ სკ-ის 861-ემუხლის არასწორად გამოყენების თაობაზე იმ დასაბუთებით, რომ აღნიშნული ნორმითაუცილებელ კლიენტის თანხმობას მხარეთა შორის გაფორმებული 1997წ. ხელშეკრულების7.2 და 12.2 მუხლები იმთავითვე შეიცავდნენ, რაც ბანკს არაერთხელ განუხორციელებია. სკ-ის 861-ე მუხლით, საკრედიტო დაწესებულება ვალდებულია‚ ანგარიშიდან ფულადისახსრების ჩამოწერა აწარმოოს მისი მფლობელის ნებართვის ან მითითების საფუძველზე.წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვალდებულია მიყენებული ზიანი და არასწორადგადარიცხული თანხა კვლავ შეიტანოს ანგარიშის მფლობელის აქტივში. კასატორის მიერმითითებული საკრედიტო ხელშეკრულების 7.2 მუხლით, კრედიტორის მიერხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბანკს უფლება აქვს‚ცალმხრივად დაარღვიოს ხელშეკრულება და ვადაზე ადრე სასამართლო ან სხვა წესითამოიღოს (მათ შორის უაქცეპტო წესით) კრედიტის და მისი სარგებლობისათვის პროცენტისმთელი თანხა, ხოლო 12.2 მუხლით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებათაშეუსრულებლობის შემთხვევაში ბანკს უფლება აქვს თავისი შეხედულებისამებრ იმოქმედოსნებისმიერი სახით, რაც მიმართული იქნება გადასახადების დასაფარად და რაცგათვალისწინებულია არსებული ხელშეკრულებით კანონმდებლობის შესაბამისად.ხელშეკრულების ამ პირობათა შინაარსიდან გამომდინარე, კრედიტორის მიერვალდებულებათა შეუსრულებლობა უფლებამოსილს ხდის ბანკს, განახორციელოს რიგიღონისძიებები, თუმცა დათქმა იმის შესახებ, რომ მხარემ იმოქმედოს სკ-ის 861-ე მუხლისდანაწესის საწინააღმდეგოდ და განკარგოს ანგარიშის მფლობელის ქონება, მოცემულშემთხვევაში არ გვაქვს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საანგარიშსწორებო-სამართლებრივ ურთიერთობებში კლიენტის ანგარიშზე რიცხული თანხებისხელშეუხებლობა ამ ურთიერთობებისათვის დამახასიათებელი უმნიშვნელოვანესი პრინციპიადა თანხის ანგარიშიდან ჩამოწერა მხოლოდ მხარეთა შორის დადებული სპეციალურიხელშეკრულების საფუძველზე ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეიძლებაგანხორციელდეს.
სექტემბერი 11, 2015 at 17:58 #29812CrassusParticipantსაბანკო გარანტი
(გადაწყვეტილება N-ას-1595-1498-2012)
მოცემულ შემთხვევაში ბენეფიციარმა გარანატს საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის ჩარიცხვის მოთხოვნა ვადის უკანასკნელ დღეს ფოსტის მეშვეობით გაუგზავნა. აღნიშნული გზავნილი გარანტიის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ მიუვიდა ადრესატს.
სააპელაციო სასამართლომ შემოსული საჩივრის განხილვისას, ის გარემოება, რომ ფოსტას ბენეფიციარის ნება საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაში ჩაჰბარდა სასამართლომ გარანტიით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საფუძვლად არასწორად მიიჩნია.
საკასაციო სასამართლოს განმარტება: მართალია, ბენეფიციარმა ნება ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში გამოავლინა (ვადის უკანასკნელ დღეს), თუმცა ეს ნება ნამდვილად საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ იქცა, მაშინ, როდესაც ობიექტურად მიუვიდა გარანტს. ვადის უკანასკნელ დღეს შეტყობინების ფოსტის მეშვეობით გაგზავნის რისკის მატარებლად სწორედ ნების გამომვლენი მიიჩნევა და არა ნების ადრესატი. ის გარემოება, რომ, ზემოაღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, თანხის ანაზღაურების მოთხოვნა ბენეფიციარმა ფოსტას გადასცა ხელშეკრულების მოქმედების ვადის უკანასკნელ დღეს და ნება გარანტს მიუვიდა საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სკ-ის 887-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გარანტს საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურების ვალდებულებისგან ათავისუფლებს.
ოქტომბერი 24, 2015 at 12:01 #30447EdikaParticipant
ერთი პატარა კაზუსი.

ბანკის კლიენტმა ამავე ბანკის კრედიტ ოფიცერს გადასცა თანხა, რათა მისი სახელით(კლიენტის სახელით) მოეხდინა მიმდინარე თვის დავალიანების დაფარვა. კრედიტ ოფიცერმა არ ჩარიცხა თანხა გრაფიკით გათვალისწინებულ დროში, რის გამოც კლიენტს დაერიცხა ჯარიმები. ბანკმა კანონით დადგენილი წესით ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება, მიმართა სასამართლოს სარჩელით და მოითხოვა თანხის უკან დაბრულება, დარიცხული სარგებლის და პირგასამტეხლოს გადახდა.

რისი უფლება აქვს კლიენტს და არის თუ არა ვალდებული გადაიხადოს ჯარიმები?

ოქტომბერი 24, 2015 at 20:45 #30448BLHKeymasterრა თქმა უნდა არ აქვს ბანკს არაფრის მოთხოვნის უფლება, სამოქალაქო კოდექსის 393-ე, 394-ე და 396-ე მუხლებიდან გამომდინარე. არც ხელშეკრულების მოშლის უფლება არ აქვს.
ოქტომბერი 25, 2015 at 10:31 #30449EdikaParticipant- დაუშვათ კრედიტ ოფიცერი არის არაუფლებამოსილი პირი შესრულების მიღებაზე და ანგარიშწორება უნდა მოხდეს ბანკის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით. ამ შემთხვევაში რა ხდება? ვის ვისგან რისი მოთხოვნის უფლება აქვს და რა საფუძვლით?
- მეორე ვარიანტი: კრედიტ ოფიცერის მინდობილობაში საერთოდ არაა განსაზღვრული ანგარიშწორების წესები, ანუა აქვს თუ არა შესრულების მიღებაზე უფლებამოსილება კრედიტ ოფიცერს.

AuthorPosts
- You must be logged in to reply to this topic.