Viewing 10 posts - 11 through 20 (of 63 total)
  • Author
    Posts
  • #4075
    Edika
    Participant

    სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 25.2-ე მუხლის მიზანია განუსაზღვრელი ვადით არ გაგრძელდეს პროცენტების დარიცხვა და იცავს მოვალეს ამით, რაც არ ნიშნავს იმას რომ მიყენებული ზიანი არ უნდა აუნაზღაურდეს კრედიტორს.

    #4078

    @Edika said: 25.2 მიზანია განუსაზღვრელი ვადით არ გაგრძელდეს პროცენტების დარიცხვა და იცავს მოვალეს ამით, რაც არ ნიშნავს იმას რომ მიყენებული ზიანი არ უნდა აუნაზღაურდეს კრედიტორს.

     

    და როგორ უნდა განხორციელდეს პრაქტიკულად აღნიშნული?

     

    ვთქვათ სააღსრულებოთ საქმის გადაცემის შემდგომ 5 თვის შემდეგ მოხდა ფაქტობრივი აღსრულება… მეც და შენც ვთანხმდებით, რომ ამ 5 თვის მანძილზე დარიცხული პროცენტიც უნდა ანაზღაურდეს… მაგრამ გეუბნება ინტრიგანი აღმასრულებელი, რომ როცა შენ განცხადება შემოიტანე სააღსრულებო წარმოების შესახებ, მაშინ შეწყდა დარიცხვაო.. რა უნდა გააკეთო?

    #4079
    Edika
    Participant

    გადაწყვეტილებაში შეიძლება ჩაიწეროს რომ პროცენტის დარიცხვა გაგრძელდეს კრედიტორის დაკმაყოფილებამდე, მაგრამ არაუმეტეს 33 თვის პროცენტისა. წერენ საერთოდ ასე გადაწყვეტილებებში, ხდება ასე. მერე თუ გადაწყვეტილებაში წერია აღნიშნული აღმასრულებელი ვინ ჩემი ფეხებია :D, არ ააქ უფლება აღმასრულებელს შეწყვიტოს პროცენტების დარიცხვა მიუხედავად 25,2 მუხლისა. სასამართლო გადაწყვეტილება უკანონოც რომ იყოს მაინც არ ააქვს უფლება აღმასრულებელს.

    #4080

    ხო, მაგრამ პრაქტიკაში ეგრე არ ხდება… თანაც გაუგებარია მაშინ კონკრეტულად რა შემთხვევებში უნდა მოხდეს მაგ დანაწესის გამოყენება და როდის არა..  და რას ვშვებით, როცა გადაწყვეტილებში წერია, რომ პირგასამტეხლო უნდა დაირიცხოს ფაქტობრივად აღსრულებალმდე? :))

    #4081
    Edika
    Participant

    პრაქტიკაში ამბობენ რომ გადაწყვეტილებაში რაც არ უნდა ეწეროს მაინც წყდება პროცენტების და ჯარიმების დარიცხვაო, მარა იმას კი არ უკვირდებიან რო სასამართლო გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულო როა. სწორია მერე პრაქტიკა, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილებას არ ასრულებს?   აბა მაშინ მიუღებელი შემოსავლის მიღების უფლებას კარგავს კრედიტორი და ეგაა. იმგვარად უნდა განიმარტოს ყველლავარიანტში რომ ვალდებულების არსს არ ეწინააღმდეგებოდეს.

    #4082

    ხოდა შენ როგორ განმარტავდი მაგ მუხლს.. აი მოიყვანე მაგალითი, როდის შეწყვიტავდი სარგებლის დარიცხვას და როდის არა….

    #4083
    Edika
    Participant

    არაკონსტიტუციურია სააღსრულებო წარმოებათა შესახებ 25.2-ე მუხლი, იგივე ინტრიგან აღმასრულებელს შეუძლია უპასუხის რომ აღმასრულებელი თავისი საქმიანობის დროს ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით რომელთანაც წინააღმდეგობაშ მოდის ეგ მუხლი. კონსტიტუცია იერარქიულად უფრო მაღლა დგას.

    #4084

    ანუ თუ სწორედ მივხვდი, შენი პოზიციააა, რომ აღნიშნული მუხლის გამოყენება საერთოდ არ შეიძლება, რადგან ეწინააღმდეგება კონსტიტუციას?

    #4085
    Edika
    Participant

    ერთ ერთი ფაქტორია ყოველშემთხვევაში.

    #4754
    BLH
    Keymaster

    №ას-1280-1300-2011   განმარტება კრედიტის მიზნობრიობის დარღვევის შემთხვევაში ბანკის უფლებამოსილების შესახებ:

     

     

    “თუკი მსესხებელი არამიზნობრივად გამოიყენებდა მეორედ გაცემულ კრედიტს, აღნიშნული შეიძლება გამხდარიყო ბანკის მხრიდან ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველი.”

Viewing 10 posts - 11 through 20 (of 63 total)
  • You must be logged in to reply to this topic.