მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › ადმინისტრაციული სამართალი › სააღსრულებო საკითხები
Tagged: ამღსრულებელი, აღსრულება, სააღსრულებო
- This topic has 88 replies, 4 voices, and was last updated 9 years, 11 months ago by kakha.
-
AuthorPosts
-
თებერვალი 15, 2015 at 13:49 #4003ივერიელიParticipant
გეჩვენება… 😀
მე საკითხი წამოვწიე, ჩემი აზრით საინტერესო საკითხი… მე არავის არ ვეჯიბრები აქ, ჩემი სურვილია, რომ ამ საკითხზე პასუხი დაიდოს, სრულყოფილი… 🙂
საკითხი მდგომარეობს შემდეგში:
რა სამართლებრივი ბუნებისაა სააღსრულებო წარმოება?
მასზე არ ვრცელდება ზაკ-ის ნორმები და განსაზღვრულია 3.4-ე მუხლში განსაზღვრულ საგამონაკლისო საქმიანობებს შორის, რომელზეც არ ვრცელდება ზაკ-ის ნორმები და ამავდროულად ამავე მუხლში განსაზღვრული სხვა საგამონაკლისო ნორმები არ წარმოადგნენ საჯარო მმართველობას. იგივე ხომ არ შეიძლება ითქვას სააღსრულებო წარმოებაზეც?
სააღსრულებო წარმოება ხორციელდება სხვადასხვა საფუძვლებით. მაგ: ადმ. ინდ აქტის აღსრულება ფულადი თანხების საკითხში, გადაწყვეტილებების აღსრულება, სანოტარო აქტების აღსრულება და ა.შ. ხომ არ უნდა განვასხვაოთ ეს შემთხვევები, კერძოდ, როცა ინდ. აქტის აღსრულებას ახდენს აღმსრულებელი იგი მოქმედებს, როგორც საჯარო მმართველი, მისთვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, როცა ხდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება იგი არ მოქმედებს, როგორც საჯარო მმართველი და ა.შ.
იგივე ითქმის პოლიციელს, რომელიც შეიძლება იყოს, როგორც საჯარო მმართველი, ისე სხვა ფუნქციების მატარებელიც ამავდროულად.. მაგ: პატრულის თანამშრომელი, რომელიც აწარმოებს პრევენციულ ღონისძიებას, რომელიც გადაიზდება დაკავებაში… ამ შემთხვევაში პრევენციული ღონისძიების ფარგლებში მოქმედება ჩაითვლება საჯარო მმართვლეობად, ხოლო დაკავება უკვე მართმსაჯულების განხორციელებასთან არის კავშრიში…
აი ამ საკითხებზე შეიძლებოდა საუბარი, მაგრამ შენ საუბრის მაგივრად, რას შვები? 😀 😀
თებერვალი 15, 2015 at 14:30 #4004kakhaMemberინდ. აქტის აღსრულებაზე დავწერეთ მე და ედიკამ ზემოთ და მივუთითეც კიდეც რომ უნდა განვასხვავოთ….
რაც შეეხება სზაკ-ის 3.4. მუხლს, კონკრეტულად იმას, რომ არ ვრცელდება სზაკის ნორმები სააღსრულებო წარმოებაზე (პოსტი #3966) და აქედან გამომდინარე არაა საჯარო მმართველობა, აგრეთვე იმას, რომ კონსტიტუციური მოქმედების სფეროა, აგრეთვე ადეიშვილის პოზიციას მართლმსაჯულებასთან მჭიდრო კავშირით, რომ ხსნის თავის პოზიციას, შენს პოსტს #3998, რომ სახელმწიფო ორგანოების ასეთი საქმიანობა არ არის საჯარო მმართველობა და აღსრულების დიდი ხარისხით დაკავშირებულობასთან მართლმსაჯულებასთან…. და ა.შ……. (მე ვერ ვიხსენებ სხვა რა არგუმენტი გქონდა)
ამ არგუმენტებთან დაკავშირებით მოვიყვან უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას (#ბს-1204-1149(გ-09)):
საკასაციო სასამართლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 3.4. მუხლის “გ” ქვეპუნქტთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით: “ამ კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხე- ლისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია სასამართლოს მიერ გამო- ტანილი და კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილების აღსრულებასთან”, განმარტავს, რომ აღ- ნიშნული დათქმა გაგებულ უნდა იქნას არა იმგვარად, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესუ- ლი გადაწყვეტილების აღმასრულებელი ორგანოები არ ახორციელებენ მმართველობით ფუნქციას, არამედ იმ კონტექსტით, რომ მათ მიმართ არ ვრცელდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების სახეების გამოყენების ვალდებულება, ვინაიდან ამ ორ- განოებს საკუთრივ, სპეციალური პროცედურა გააჩნიათ გადაწყვეტილებათა მიღების და რეალაქტის განხორციელების მიზნით, ასე მაგალითად, სააღსრულებო სამსახური მოქმედებს “სააღსრულებო წარმოების შესახებ” კანონის, ხოლო სასჯელაღსრულების ორგანოები “პატიმრობის შესახებ” კანო- ნის საფუძველზე, რაც არცერთ შემთხვევაში არ გულისხმობს, რომ ისინი არ წარმოადგენენ ადმი- ნისტრაციულ ორგანოებს, მათზე არ ვრცელდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენი- ლი ადმინისტრაციული ორგანოების პრინციპები, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცე- მისა და ადმინისტარციული ხელშეკრულების დადების საკანონმდებლო წესები. შესაბამისად, “პა- ტიმრობის შესახებ” კანონით რეგლამენტირებული პროცედურის მიხედვით, მათი მოქმედებების ან გადაწყვეტილებების გასაჩივრებისას სასამართლოების მიერ გამოყენებულ უნდა იქნას ადმინისტრა- ციული სამართალწარმოება.თებერვალი 15, 2015 at 14:58 #4005EdikaParticipantხო მაგ გადაწყვეტილების მოყვანა მინდოდა ზუსტად.
თებერვალი 15, 2015 at 15:18 #4006ივერიელიParticipantანუ, მაგ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, გამოდის, რომ მაგ: სამოქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაც საჯარო მმართველობის განხორციელებაა?
თებერვალი 15, 2015 at 19:59 #4010EdikaParticipantმოკლედ ვტანხმდებით იმაზე რომ როცა სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ხდება აღსრულება ამ შემთხვევაში სააღსრულებო ბიურო არ ახორციელებს საჯარო მმართველობას, ვინაიდან აღსრულება ამ შემთხვევაში ემსახურება მართმსაჯულების რეალიზაციის მიზნებს(რაც საკონსტიტუციო ფუნქციაა), დაკავშირებულია მასთან და ამით მისი ნაწილი ხდება. მართმსაჯულება როგორც ვიცით არაა საჯარო მართველობა. მაგრამ როცა აღსრულების დაწყება ხდება ადმინისტრაციული აქტის, გირავნობის მოწმობის, სანოტარო აქტის, აღსრულების შესახებ ბრძანების, გადახდის ბრძანების, უძრავი ქონების აუქციონზე შემძენის განცხადების საფუძველზე მაშნ აღსრულების ეროვნული ბიურო ახორციელებს საჯარო მმართველობას.
გადაწყვეტილებას რაც შეეხება, რაც ვწერეთ ჩვენ და ის არ გამომდინარეობს ზუსტად, მაგრამ არც გამორიცხავს ამ ყოველივეს.
თებერვალი 16, 2015 at 16:28 #4015kakhaMemberწინა გვერდზე რა გადაწყვეტილებაც დავდე იქიდან სხვა რამ გამომდინარეობს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან მიმართებაში.
თებერვალი 16, 2015 at 17:13 #4018EdikaParticipantmathematician
ანუ არ ეთანხმები მაგ გადაწყვეტილებას?
თებერვალი 16, 2015 at 17:16 #23374თებერვალი 16, 2015 at 17:19 #4020EdikaParticipantmathematician
ვერ მივხვდი კარგად. ანუ ხომ ვთანხმდებით იმაზე რომ თუ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება ხდება მაშინ არ ახორციელებს საჯარო მმართველობას და თუ ინდ აქტის საფუძველზე ხდება მაშინ ახორციელებს? ასე ხომ ფიქრობ შენც?
თებერვალი 16, 2015 at 19:13 #4021kakhaMemberარ ვფიქრობ მასე… ყურადღებით წაიკითხე გადაწყვეტილება..
-
AuthorPosts
- You must be logged in to reply to this topic.