მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › ადმინისტრაციული სამართალი › სააღსრულებო საკითხები
Tagged: ამღსრულებელი, აღსრულება, სააღსრულებო
- This topic has 88 replies, 4 voices, and was last updated 10 years, 5 months ago by
kakha.
-
AuthorPosts
-
თებერვალი 15, 2015 at 07:16 #3973
kakha
Memberგირავნობის/იპოთეკის დროს სამოქალაქო კოდექსი ხო შეიჩავს ამ ნივთის რეალიზაციის შესაძლებლობას მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში… ეს ნორმებია ამ შემთხვევაში ”საფუძველი’.
თებერვალი 15, 2015 at 09:25 #3974Edika
Participantარამგონია რაღაც ეგრე იყოს. იძულებითი აუქციობის ოქმის შედგენა გირავნობის ნორმების საფუძველზე არ ხდება, სააღსრულებო კანონის საფუძველზე ხდება. ანდა მაგალითად არაუზრუნველყოფილი კრედიტორის სასარგებლოდ ხდება იძულებითი აღსრულება.
ისედა სწორად ამბობ რომ სააღსრულებო კანონში რაცაა გირავნობაიპოთეკის მარეგულირებელი ნორმები არის კერძოსამართლებრივი, მიუხედავად იმისა რომ საჯარო აქტშია მოცემული.
თებერვალი 15, 2015 at 10:22 #3976ივერიელი
Participant@ReneDescartes said:
არაა…. მაგ საფუძვლით არაა.. სზაკის 3ე მუხლით ზოგადი ადმინსტრაციული კოდექსი არ ვრცელდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონი არ განეკუთვნება ადმინისტრაციულ კანონმდებლობას.
მე მგონია, რომ მაგ საფუძვლიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღსრულება წარმოადგენს დამოუკიდებელ სფეროს, რომელიც მიმართულია მართმსაჯულების შედეგის რეალიზაციისკენ, რაც კონსტიტუციური ფუნქციაა და შესაბამისად, აღმასრულებელი, როგორც გამომძიებელი, რომელიც მართალია ადმინისტრაციული ორგანოს მოხელეს წარმოადგენს- პოლიციის მოხელეს, თუმცა მისი მოქმედება არ არის საჯარო მმართველობის განხორციელება, ისევეა აღმასრულებლის შემთხვევაშიც.
იგივე პოზიცია ამოვიკითხე ადეიშვილის ზაკ-ის კომენატრებში…
თებერვალი 15, 2015 at 11:25 #3981Edika
Participant<cite> @StepanozMamfal said:</cite>
მე მგონია, რომ მაგ საფუძვლიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღსრულება წარმოადგენს დამოუკიდებელ სფეროს, რომელიც მიმართულია მართმსაჯულების შედეგის რეალიზაციისკენ, რაც კონსტიტუციური ფუნქციაა და შესაბამისად, აღმასრულებელი, როგორც გამომძიებელი, რომელიც მართალია ადმინისტრაციული ორგანოს მოხელეს წარმოადგენს- პოლიციის მოხელეს, თუმცა მისი მოქმედება არ არის საჯარო მმართველობის განხორციელება, ისევეა აღმასრულებლის შემთხვევაშიც.იგივე პოზიცია ამოვიკითხე ადეიშვილის ზაკ-ის კომენატრებში…
გაგიჩიტავ თუ გინდა გადაწყვეტილებას სადაც სასამართლო ამბობს რომ ადმინისტრაციული კანონიაო. დავძებნი. არის ისე უეჭველი ვიცი.
თებერვალი 15, 2015 at 11:27 #3982ივერიელი
Participantმაშინ, რას ემსახურება ზაკ-ის მე-3.4-ე მუხლი… ?
თებერვალი 15, 2015 at 11:29 #3983kakha
Member@ედიკა
როდესაც საქმე ეხება კერძო მოთხოვნის დაკმაყოფილებას, კერძოსამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარეობს აღსრულება საჯარო მმართველობით ღონისძიებად ვერ ჩაითვლება აღსრულება.
@ივერიელი
რომელ გვერდზე წერია? კონსტიტუციური სფერო მთლიანად ფარავს ამ შემთხვევაში სააღსრულებო ღონისძიებებს, ფუნქციებს?
თებერვალი 15, 2015 at 11:33 #3985kakha
Memberიმას ემსახურება სზაკის 3.4 ე მუხლი რომ აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები მთლიანად განეკუთვნება ადმინისტრაციული სამართლის განსაკუთრებული ნაწილის რეგულირების სფეროს, და რეგულირების სფეროს თავისუბურებებიდან გამომდინარე ვერ გავრცელდება სზაკი.
თებერვალი 15, 2015 at 11:47 #3986ივერიელი
Participantზაკ-ის 3.4-ე მუხლში სხვა გამონაკლისებიც არის, რომლებიც საერთოდ არ წარმოადგენს საჯარო მმართველობას.. მაგ: სისხლის სამართლებრივი დევნა, გამოძიება, პრეზიდენტის მიერ თანამდებობაზე დანიშვნა..
მე მგონია, რომ სააღსრულებო წარმოებაში მართლმსაჯულების ელემენტი განაპირობებს სწორედ მის დამოუკიდებლობას და ზაკ-ის 3.4-ე მუხლთ განსაზღვრულ გამონაკლისში ყოფნას.
თებერვალი 15, 2015 at 11:49 #3987Edika
Participantmathematician
<cite>@ReneDescartes said:</cite>
@ედიკაროდესაც საქმე ეხება კერძო მოთხოვნის დაკმაყოფილებას, კერძოსამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარეობს აღსრულება საჯარო მმართველობით ღონისძიებად ვერ ჩაითვლება აღსრულება.
@ივერიელი
აბა დაწერე მიდი უფრო კონკრეტულად, მაგრად მაინტერესებს შენგან. კერძო მოთხოვნის დროს რატო არ ჩაითვლება აღსრულება საჯარო მმართველობად, და საჯარო ურთიერთობიდან გამომდინარე რატომ ჩაითვლება ადმინისტრაციულად.
თებერვალი 15, 2015 at 11:53 #3989kakha
Memberსასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე არ შეიძლება მოხდეს აღსრულება? სისხლის სამართლებრივი დევნა, გამოძიება და ა.შ. საჯარო მმართველობის სუბსტრაქციული ცნების მიღმაა. ეგენი საჯარო მმართველობას არ წარმოადგენენ და რატო ჩაიწერებოდა გამონაკლისის სახით?
რომელ გვერდძე ნახე ადეიშვილში მაინტერესებს.
-
AuthorPosts
- You must be logged in to reply to this topic.