მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › იპოთეკა & გირავნობა
Tagged: გირავნობა, გირაო, დამიგრავებელი, იპოთეკა, იპოთეკარი, იპოთეკის, იპოთეკის რეგისტრაცია, კეთილსინდისიერი იპოთეკარი, მოგირავნე, მოვალე, სესხი
- This topic has 47 replies, 4 voices, and was last updated 8 years, 3 months ago by BLH.
-
AuthorPosts
-
სექტემბერი 6, 2015 at 08:44 #2111ივერიელიParticipant
დაუტვირთავი მაშინ გადადის, როცა იპოთეკით ან სხვა ვალდებულებებით იტვირთება ნივთი იმის შემდეგ, რაც რეალიზაციის საფუძვლად არსებული იპოთეკით დაიტვირთა… ამ შემთხვევაში ეგ წესი არ მოქმედებს ჩემი აზრით.
ერთი კაზუსი მინდა შემოვაგდო: “ა” და “ბ” შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება. “ა”-ს მოთხოვნა უზრუნველყოფილ იქნა “გ”-ს ბინაზე იპოთეკის დადებით. “ა” და “ბ”-მ დადეს სესხის რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც გაიზარდა ვალდებულების შესრულების ვადა და პროცენტი, ამის შესახებ არაფერი იცოდა “გ”-მ… “ბ”-მ ვერ შეასრულა ვალდებულება და “ა” ითხოვს ვალდებულების შესრულების მიზნით მისი ბინის რეალიზაციას.
როგორ უნდა გადაწყდეს დავა?
სექტემბერი 6, 2015 at 09:20 #2116EdikaParticipantრესტრუქტურიზებულზე ვერ გავრცელდება იპოთეკის ხელშეკრულება ეგ სხვა ხელშეკრულებაა უკვე.
სექტემბერი 6, 2015 at 09:30 #2117ივერიელიParticipantკარგი თავი დაანებე რესტრუქტურიზაციას.. წარმოიდგინე, რომ ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილებები.. მაგ: ვადა გაიზარდა. 1 წელი იყო და 6 წელი გახდა და სხვა მსგავსი ცვლილებები.
სექტემბერი 6, 2015 at 10:40 #2276EdikaParticipantმესაკუთრემ უზრუნველყო კონკრეტული ხელშეკრულება კონკრეტული პირობებით და ჩემი აზრით, ნებისმიერი ცვლილება ხელშეკრულებაში საჭიროებს იპოთეკის საგნის მესაკუთრის თანხმობას, წინააღმდეგ შემთხვევაში დაუშვებელია იპოთეკის საგნიდან მოთხოვნის დაკმაყოფილება ახალი პირობებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში. ეს გამომდინარეობს 327-ე მუხლის პირველი ნაწილი და 319-ე მუხლიდან.
კრედიტორს და მესაკუთრეს შორის შეტანხმების საგანია კონკრეტული მოთხოვნა კონკრეტული პირობებით. ეს არის მხარეტა შეთანხმებით გათვალისწინებული ხელშეკრულების აუცილებელი პირობები და იპოთეკა სწორედ ამ პირობების უზრუნველსაყოფად არსებობს. შესაძლებელია მხარეები შეტანხმედენ ახალი პირობებზე მაგრამ ამ უკანასკნელზე იპოტეკა ვერ გავრცელდება, იმიტომ რო მეს არის სხვა სამართალურთიერთჴბა უკვე.
ფაქტიურად ასეთ დროს იცვლება იპოთეკის მოთხოვნა და ამისთვის საჭიროა კრედიტორს და მესაკუთრეს შორის შეტანხმებაო, სადღაც წერია რომელი მუხლია არ მახსოვს. ამ დანაწესის მიზანია რომ მესაკუთრის ინტერესები იქნას დაცული. შეიძლება რომელიმე ცვლიება მესაკუთრისთვის არახელსაყრელი იყოს, ამიტომ მოითხოვს მესაკუთრის ტანხმობას კანონი მოთხოვნის შეცვლისას და ასე უნდა გადაწყდეს.
სექტემბერი 6, 2015 at 11:02 #2439ივერიელიParticipantხო, მაგრამ რომელი სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს, რომ მესაკუთრის თანხმობაა საჭირო?
მოთხოვნა ხომ იგივე რჩება, მოთხოვნა, რომ იცვლებოდეს გასაგებია, მაგრამ თუ სესხის ხელშეკრულება 1000 ლარის გადახდას ითვალისწინებს 4 თვეში, ხოლო მხარეები შეთანხმდებიან, რომ იგივე თანხა 9 თვეში გადაიხადოს მოვალემ, რა საფუძვლით შეუძლია იპოთეკის საგნის მესაკუთრეს გააუქმოს იპოთეკა ? მოთხოვნა, ხომ იგივე რჩება, უბრალოდ იცვლება ვალდებულების შესრულების წესი.
სექტემბერი 6, 2015 at 11:31 #2440EdikaParticipantრა საფუძვლით და 327-ე მუხლის პირველი ნაწილით. ახალი პირობებია და ამ ახალმა პირობებმა სამართლებრივი შედეგი რომ წარმოშვას აუცილებელია 327-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით მხარეთა შეთანხმება.
და იქნებ 9 თვემდე გაგრძელება არ აწყობს მესაკუთრეს? თუ ის შეუტანხმდა კრედიტორს რომ მათ შორის ურთიერთობა იქნებოდა მხოლოდ 4 თვე, და 9 თვე არ უნდა/ არ აწყობს. საქმე გვაქვს ხელშეკრულებასტან რა შემთხვევასაც ხელშეკრულების პირობები, მათ შორის ცვლილებები აუცილებელია/უნდა განისაზღვროს მხარეთა შეტანხმებით.
ახალი პირობები ეს არის ისეთი ნების გამოვლენა რომელიც ცვლის მანამდე არსებულ ურთიერთობას, ანუ გარიგება რომელიც ცვლის სამართლებრივ ურთიერთობას. იპოთეკით უზრუნველყოფილ მოთხოვნას წარმოადგენდა მანამდე არსებული ხელშეკრულების პირობები და შეცვლილ ურთიერთობაზე არ უნდა გავრცელდეს იპოთეკა, იმიტომ რომ სხვა პირობებია.
ის რომ თანხის ოდენობა არ იცვლება არ ნიშნავს იმას რომ 327-ე მუხლით დადგენილი წესით ახალ პირობებზე შეტანხმება არ არის საჭირო/აუცილებელი. იპოთეკა უზრუნველყოფს ვალდებულებას კონკრეტული პირობებით.
სექტემბერი 6, 2015 at 11:39 #2442EdikaParticipantცალმხრივი ნების გამოვლენის საფუძველზე არ შეიძლება იპოთეკის პირობების შეცვლა.
სექტემბერი 6, 2015 at 17:27 #2446ივერიელიParticipantგავიგე რასაც იძახი და რა უნდა მოხდეს კონკრეტულ ამ შემთხვევაში, რა უნდა ქნას ფაქტობრივად იპოთეკის საგნის მესაკუთრემ?
სექტემბერი 7, 2015 at 09:41 #2452EdikaParticipantმესაკუთრემ არაფერი, უბრალოდ იპოთეკარი ამ ახალი შეთანხმების საფუძველზე (მსესხებელთან რასაც შეტანხმდა) ვერ მოთხოვს მესაკუთრეს იპოთეკის საგნის რეალიზაციას თუ საკუთრებაში გადაცემას. ახალ პირობებს ძალა აღარ ააქვს მესაკუთრის მიმართ.
სექტემბერი 7, 2015 at 10:56 #2453ივერიელიParticipantშენ რასაც იძახი, გამოდის, რომ ფაქტობრივად იპოთეკა წყდება, მაგრამ რა საფუძვლით უნდა გაათავისუფლოს მესაკუთრემ იპოთეკის საგანი?
იპოთეკის ხელშეკრულება, ხომ აქცესორულია, იმ ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის ბედს იზიარებს, რასაც უზრუნველყოფს და თუ ეს ვალდებულებითი ურთიერთობა არ შეწყვეტილა (არამედ ფორმა იცვალა, მოხდა პირობების შეცვლა), ისე, რომ შენარჩუნდა ის ხელშეკრულება, რის უზრეუნველსაყოფადაც დაიდო იპოთეკა, მაშინ ვფიქრობ, რომ აღნიშნული ცვლილება ვერ გახდება იპოთეკის შეწყვეტის ან იპოთეკარის მიერ იპოთეკიდან გამომდინარე უფლებების ვერ გამოყენების საფუძველი, რადგან ამ უზრუნველყოფილი ურთიერთობიდან გამომდინარე რისკებია უზრუნველყოფილი იპოთეკით. მაგ: როცა ხელშეკრულებაში წერია, რომ მხარეები უფლებამოსილნი არიან შეიტანონ ხელშეკრულებაში ცვლილებები და ამ უფლებას გამოიყენებენ ისინი, აღნიშნულიც უზრუნველყოფილია იპოთეკით, თუ იპოთეკის ხელშეკრულებაში სხვა რეგულაცია არ გვაქვს.
-
AuthorPosts
- You must be logged in to reply to this topic.