მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › ადმინისტრაციული სამართალი › ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრება
- This topic has 7 replies, 2 voices, and was last updated 8 years, 5 months ago by BLH.
-
AuthorPosts
-
ივნისი 28, 2016 at 16:10 #35039BLHKeymaster
ამ თემაში განიხილება ადმინისტრაციული აქტებისა და რეალაქტის გასაჩივრებასთან დაკავშირებული საკითხები.
ივნისი 28, 2016 at 16:12 #35040CrassusParticipantადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების უფლებამოსილება
დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და რეალაქტი.
ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით ან შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაგან დამოუკიდებლად არღვევს პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს.
ადმინისტრაციული საჩივარი ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე სამართლებრივი მექანიზმია, რომელიც ერთი მხრივ საშუალებას იძლევა დაინტერესებულმა პირმა დაიცვას საკუთხარი უფლებები ადმინისტრაციულ ორგანოსთან მიმართებაში, ხოლო მეორე მხრივ იგი ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოების თვითკონტროლს.
ამავდროულად ადმინისტრაციული საჩივრის ინსტიტუტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს სასამართლოების გადატვირთულობის თავიდან აცილებას. სასამართლო არ მიიღებს ადმინისტრაციულ სარჩელს, თუ დაინტერესებულმა პირმა არ გამოიყენა, ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის უფლება, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც კანონი პირდაპირ აძლევს უფლებას დაინტერესებულ პირს შეიტანოს სარჩელი სასამართლოში, ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის გარეშე.
ადმინისტრაციული საჩივრის შესახებ ზაკ-ის მე-13 თავში განსაზღვრული რეგულაციები ვრცელდება ადმინისტრაციული სამართლის ყველა სფეროზე, მაგ: იგი გამოიყენება სამშენებლო ნებართვების გაცემის, საგადასახადო ურთიერთობების, ბუნების დაცვისა და სხვა სფეროებში, თუ უფრო სპეციალური რეგულაციებით სხვა რამე არ არის დადგენილი.
ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით, ამავდროულად მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას, ადმინისტრაციული ორგანო ამოწმებს არა მხოლოდ ადმინისტრაციული აქტის კანონიერებას, არამედ მის მიზანშეწონილობასაც.
ივნისი 28, 2016 at 18:44 #35047BLHKeymasterადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა
ადმინისტრაციული წარმოება, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით, შეიძლება დაიწყოს მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შემთხვევაში.
ადმინისტრაციული საჩივარი შედგენილი უნდა იყოს წერილობითი სახით და უნდა შეიცავდეს შემდეგ საკითხებს:
ა) ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომელშიც შეიტანება ადმინისტრაციული საჩივარი;
ბ) ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენი პირის ვინაობა და მისამართი;
გ) იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მოქმედება საჩივრდება;
დ) გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასახელება;
ე) მოთხოვნა;
ვ) გარემოებანი, რომელთაც ეფუძნება მოთხოვნა;
ზ) ადმინისტრაციულ საჩივარზე დართული საბუთების ნუსხა, თუ საჩივარს რაიმე დოკუმენტი დაერთვის.
თუ ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს გადაეცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ადმინისტრაციულ საჩივარს დაერთვება მისი ასლი.
ადმინიტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო
თუ კანონმდებლობით, სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის და გადაწყვეტის უფლებამოსილება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი.
იმ შემთხვევაში თუ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო.
თუ განცხადებით მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტა მიეკუთვნება სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა უგვიანეს 5 დღისა გადაუგზავნოს განცხადება და მასზე დართული საბუთები უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს.
თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოსათვის განცხადების გადაგზავნისას დაუშვებელია რაიმე მოსაზრების წარდგენა განცხადებაში დასმული საკითხების გადაწყვეტის შესახებ.
განცხადების წარდგენისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადა დაცულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ პირმა კანონით დადგენილ ვადაში განცხადება წარადგინა არაუფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში.
ივნისი 28, 2016 at 19:06 #35051BLHKeymasterადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების ვადა
ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ უნდა იქნეს ადმინისტრაციული აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება უნდა გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში იმ დღიდან, როდესაც შესაბამისი დაინტერესებული მხარისათვის ცნობილი გახდა ამ მოქმედებათა განხორციელების ან განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ.
ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში იგი უნდა აღდგეს, თუ ამ ვადის გაშვება მოხდა დაუძლეველი ძალის ან სხვა საპატიო მიზეზით.
ივნისი 29, 2016 at 14:38 #35053BLHKeymasterადმინისტრაციული საჩივრის მიღებაზე ან განხილვაზე უარის თქმა
ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს, თუ:
ა) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება იმავე დავის საგანზე მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის, ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ;
ბ) სასამართლო წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;
გ) არსებობს ამ ორგანოს ან ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება იმავე საკითხზე;
დ) ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება იმავე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით;
ვ) ადმინისტრაციული საჩივარი შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ;
ზ) გასულია ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.
ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული საჩივრის მიღებასა ან განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანამდე მისცეს ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს აღნიშნულ საკითხზე საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა.
ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული საჩივრის მიღების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს 5 დღის ვადაში.
ივნისი 29, 2016 at 14:40 #35054CrassusParticipantადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადა
თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული საჩივარი განიხილოს და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს ერთი თვის ვადაში.
კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია ადმინისტრაციული საჩივრის განსახილველად კანონმდებლობით დადგენილ ვადაზე მეტი, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ, ადმინისტრაციული წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 7 დღის ვადაში და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს.
თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს ერთი თვით.
ივნისი 29, 2016 at 14:48 #35057BLHKeymasterადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერება ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისას
თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, გასაჩივრებული აქტის მოქმედება შეჩერდება ადმინისტრაციული საჩივრის რეგისტრაციის მომენტიდან. ამის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს.
ადმინისტრაციული აქტის მოქმედება არ შეჩერდება, თუ:
ა) გამოიწვევს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხარჯების გაზრდას;
ბ) წარმოადგენს პოლიციის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც მიღებულია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით;
გ) გამოცემულია საგანგებო ან საომარ მდგომარეობაში შესაბამისი კანონის საფუძველზე;
დ) აღსრულების გადადება გამოიწვევს მნიშვნელოვან მატერიალურ ზარალს, ან მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს ან უშიშროებას.
ასეთ შემთხვევებში, გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის მოქმედების გაგრძელების შესახებ იღებს ადმინისტრაციული აქტის გამომცემი ან მისი ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
ამავდროულად, თუ ადმინისტრაციული აქტის მოქმედება ჩერდება, შესაბამის დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსთხოვოს სასამართლოს შეჩერებული ადმინისტრაციული აქტის მოქმედების გაგრძელება.
ივნისი 29, 2016 at 15:41 #35056CrassusParticipantfa
-
AuthorPosts
- You must be logged in to reply to this topic.