Viewing 2 posts - 21 through 22 (of 22 total)
  • Author
    Posts
  • #29601
    BLH
    Keymaster

    დ.ღ.გ-თი დაბეგვრის ობიექტი

    III. ექსპორტი, რეექსპორტი;

    ექსპორტის სასაქონლო ოპერაცია საშუალებას იძლევა, საქართველოს საქონელი გატანილ იქნეს საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიის გარეთ. ექსპორტის სასაქონლო ოპერაცია გამოიყენება, თუ საქონელი საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანისას იმავე მდგომარეობაში იყო, როგორშიც ექსპორტის დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს, გარდა ბუნებრივი დანაკარგებით გამოწვეული ცვლილებებისა.

    ექსპორტისას ხორციელდება სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები. საქონლის ექსპორტი ხორციელდება მაშინ, როცა ხდება დეკლარირება საქონლის ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევის შესახებ. ექსპორტის დროს ექსპორტის თანხა არის სატარიფო ღირებულება.

    #29603
    BLH
    Keymaster

    დ.ღ.გ-თი დაბეგვრის ობიექტი

    IV. დროებითი შემოტანა.

    დროებითი შემოტანა, როგორც სასაქონლო ოპერაცია საშუალებას იძლევა, უცხოური საქონელი საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე დროებით იქნეს შემოტანილი. დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციის განხორციელებისას წარდგენილი უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზია (ნებართვა.

    დროებით შემოტანილი საქონელი უცვლელად უნდა იქნეს უკან გატანილი ან სხვა სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული, გარდა ექსპლუატაციით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით გამოწვეული ცვლილებებისა.

    დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში შეიძლება მოექცეს ასევე ის უცხოური საქონელი, რომლის მიმართაც განსაზღვრული იყო სხვა სასაქონლო ოპერაცია. დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის მოქცევის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა შემოსავლების სასმახური განსხვავებულ ვადა დაადგენს. საქონლის დროებითი შემოტანა ხორციელდება მაშინ, როცა საქონელი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით იბეგრება ან, გათავისუფლებული რომ არ ყოფილიყო, დაიბეგრებოდა იმპორტის გადასახადით.

    საქონლის დროებითი შემოტანის თანხა ტოლია დროებითი შემოტანის სასაქონლო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს ამ საქონლის იმპორტში მოქცევის შემთხვევაში საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული იმპორტის თანხისა.

Viewing 2 posts - 21 through 22 (of 22 total)
  • You must be logged in to reply to this topic.