Viewing 10 posts - 11 through 20 (of 22 total)
  • Author
    Posts
  • #29575
    BLH
    Keymaster

    დ.ღ.გ-ს გადამხდელი სუბიექტები

    VII.პირი, რომლის საქონლის რეალიზაციაც ხდება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ან სხვა ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების მიზნით, აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით, მხოლოდ ამ ოპერაციაზე, რეგისტრაციის ვალდებულების გარეშე.

    მაგ: იგივე მაგალითი, რაც ზემოთ გვაქვს, თუმცა ამ შემთხვევაში პირდაპირი მიყიდვის წესით ხდება იპოთეკის საგნის რეალიზაცია. ამ შემთხვევაში კვლავ მამუკა იხდის ...

    #29578
    BLH
    Keymaster

    დ.ღ.გ-ს გადამხდელი სუბიექტები

    VIII. პირი, რომლის სამეურვეო ქონების რეალიზაციაც ხდება  „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებსაქართველოს კანონით განსაზღვრული წესით, მხოლოდ ამ ოპერაციაზე, რეგისტრაციის ვალდებულების გარეშე.

    #29579
    BLH
    Keymaster

    დ.ღ.გ-ს გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმება

    დღგის გადამხდელის, მათ შორის, საქართველოში არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების, დღგის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია:

    ) საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაცია. (ლიკვიდაციის რეგისტრაციის მომენტიდან)

    ) ფიზიკური პირის გარდაცვალება. (გარდაცვალების დღის მომენტიდან) 

    ) გადასახადის გადამხდელის წერილობითი მიმართვა ან საგადასახადო ორგანოს მიმართვის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის თანხმობა. (გადასახადის გადამხდელის წერილობითი მიმართვის/ თანხმობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.)

    ) „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებსაქართველოს კანონით განსაზღვრული წესით გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება. (სასამართლოს მიერ გამოტანილი გაკოტრების შესახებ განჩინების გამოქვეყნებიდან).

    თუ გადასახადის გადამხდელის მიერ ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციების (გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა და ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა) საერთო თანხა დღგის გარეშე არ აღემატება 100 000 ლარს და მისი დღგის გადამხდელად უკანასკნელი რეგისტრაციის თარიღიდან გასულია 1 წელი:

    ) გადასახადის გადამხდელს შეუძლია მიმართოს შესაბამის საგადასახადო ორგანოს დღგის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით;

    ) საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, წერილობით მიმართოს       დღგის გადამხდელს რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე და მისი თანხმობის შემთხვევაში გაუუქმოს რეგისტრაცია.

    მაგ:  შპსგუთანმა“ 2011 წლის მარტიდან დაიწყო ეკონომიკური საქმიანობა და 2012 წლის 10 ივნსის დარეგისგტრირდა .. გადამხდელად.

    ახლა წარმოვიდგინოთ  შემთხვევა, რომ  2012 წლის ნოემბერში შპსგუთანსმოუნდა .. რეგისტრაციის გაუქმება, რადგან ბოლო 12 თვის მანძილზე დასაბეგრი ოპერაციების ჯამმა შეადგინა არაუმეტეს 40.000 ლარი. თუმცა 159- მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით მას ამის უფლება არ აქვს.

    მას შეუძლია რეგისტრაციის გაუქმება მხოლოდ 2013 წლის 10 ივნისის შემდეგ იმ შემთხვევაში თუ მისმა დასაბეგრმა ოპერაციებმა შეადგინა არაუმეტეს 100.000 ლარისა ბოლო 12 თვის მანძილზე.

    დღგის გადამხდელად რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

    #29582
    Crassus
    Participant

    დ.ღ.გ-თი დაბეგვრის ობიექტი

    დღგ-ით დაბეგვრის ობიექტები ამომწურავადაა ჩამოთვლილი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლში, ესენია:

    ა) დასაბეგრი ოპერაცია;

    ბ) იმპორტი;

    გ) ექსპორტი, რეექსპორტი;

    დ) დროებითი შემოტანა.

    თითოეულს დეტალურად განვიხილავთ შემდეგ პოსტებში.

    #29587
    BLH
    Keymaster

    დ.ღ.გ-თი დაბეგვრის ობიექტი

    I. დასაბეგრი ოპერაცია:

    1) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც:

    დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა გამონაკლისი შემთხვევისა (იხ. სკ.161.2-ე მუხლი).

    მაგ: შპს „ნეო“ 2010 წლიდან ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, კერძოდ ვაჭრობს წვენებით. 2010 წლის 10 ივლის წვენების გაყიდვიდან მთლიანმა შემოსავალმა მიაღწია 100.000 ლარს და შპს „ნეო“ დარეგისტრირიდა დ.ღ.გ-ს გადამხდელად.

    აღნიშნულის შემდეგ, შპს “ნეო”-მ გაყიდა 100 ყუთი წვენი, 2500 ლარად. აღნიშნული ოპერაცია არის დ.ღ.გ-ში დასაბეგრი ოპერაცია. დაბეგვრის ბაზის მოცულობა შეადგენს 2500 ლარს, სწორედ ამ თანხის მიხედვით უნდა მოხდეს დღგ-ს ოდენობის გამოთვლა.

    დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

    მაგ: პარფიუმერიის პარტიის მყიდველის საკუთრებაში გადაცემა, ავეჯის დამაზდების შემდეგ მისი შემკვეთისათვის გადაცემის მომენტი, რემონტის დასრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის მომენტი და ა.შ.

    მაგრამ:

    არაუგვიანეს მიმწოდებლის მიერ მიწოდებული საქონლისათვის ან გაწეული მომსახურებისათვის ანაზღაურების მოთხოვნის (ინვოისის) წარდგენის ან/და მიწოდებული საქონლისათვის ან გაწეული მომსახურებისათვის თანხის გადახდის ვალდებულების მომენტისა;

    მაგ: რემონტის შემთხვევაში დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დრო იქნება ინვოისის წარდგენის მომენტი, იმის მიუხედავად თუ როდის მოხდა რემონტის დასრულება, ან ის მომენტი, როცა მოხდა ანგარიშსწორება რემონტისათვის, მიუხედავად რემონტის დასრულების მომენტისა.

    არაუგვიანეს ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლო დღისა, თუ საქონლის (გარანტირებული სიმძლავრის, ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის ან წყლის) მიწოდება ხდება რეგულარულად ან უწყვეტად. ამასთანავე, თუ პირი მიწოდებას აღრიცხავს საანგარიშო პერიოდის სხვადასხვა დღეს არა კალენდარული თვის, არამედ გარკვეული პერიოდის (ციკლის) განმავლობაში მიწოდებული საქონლის ოდენობის მიხედვით, რომელიც შეიძლება მოიცავდეს როგორც საანგარიშო პერიოდს, ისე საანგარიშოს წინა პერიოდს, ასეთ შემთხვევაში საანგარიშო პერიოდში მიწოდებულად ჩაითვლება საანგარიშო პერიოდის სხვადასხვა დღის მიხედვით აღრიცხული (გარკვეული პერიოდის (ციკლის) განმავლობაში მიწოდებული საქონლის ოდენობის მიხედვით აღრიცხული) საქონლის ოდენობა, მიუხედავად საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად მიწოდებულისა;

    არაუგვიანეს ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლო დღისა, თუ მომსახურების გაწევა ხდება რეგულარულად ან უწყვეტად;

    მაგ: შპს „თეგა“ აწარმოებს იურიდიული მომასხურების სერვისის მიწოდებას. აღნიშნული საქმიანობა წარმოადგენს რეგულარულს და უწყვეტს აქედან გამომდინარე დასაბეგრი ოპერაციის ვადა იქნება არაუგვაინეს ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლო დღე. თუმცა თუ უფრო ადრე მოხდება „ბ“ პუნქტში განსაზღვრული მოვლენა, მაშინ ვადა განისაზღვრება „ბ“ პუნქტის მიხედვით.

    #29588
    BLH
    Keymaster

    დ.ღ.გ-თი დაბეგვრის ობიექტი

     I. დასაბეგრი ოპერაცია

    2) დღგ-ით შეძენილი საქონლის/მომსახურების გამოყენება არაეკონომიკური საქმიანობისათვის, (მაგ: საქველმოქმედო საქმიანობისათვის) თუ ამ საქონელზე/მომსახურებაზე გადამხდელმა მიიღო დღგ-ის ჩათვლა, რომლის დროსაც:

    დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე;

    დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის/მომსახურების გამოყენების დაწყების მომენტი.

    3) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში  (გარდა ამ კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის ნაშთი, რომელზედაც გადამხდელს მიღებული აქვს ჩათვლა, რომლის დროსაც:

    დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება რეგისტრაციის გაუქმების დღისთვის არსებული იმ საქონლის საბალანსო ნაშთით, რომელზედაც გადამხდელს მიღებული აქვს ჩათვლა;

    დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება რეგისტრაციის გაუქმების ძალაში შესვლის დღის წინა დღე;

    მაგ: დ.ღ.გ-ს გადამხდელის შპს „თეგას“ საქონლის საბალანსო ნაშთი, რომელზეც მიღებლი აქვს ჩათვლა შეადგენს 30.000 ლარს.

    ამ შემთხვევაში აღნიშნული ნაშთი, რომელიც არის ჩათვლა განხორციელებული განიხილება, როგორც დასაბეგრი ოპერაცია, კერძოდ საქონლის მიწოდება და აღნიშნული 50.000 ლარი დაიბეგრება დ.ღ.გ-თი.

    4) საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობების ძირითად საშუალებად გამოყენება. ამ შემთხვევაში დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება აქტივის ღირებულებით (აქტივების ღირებულებაში შეიტანება მათი შესყიდვის, წარმოების, მშენებლობის, მონტაჟისა და დადგმის ხარჯები (დანახარჯები), აგრეთვე სხვა ხარჯები (დანახარჯები), რომლებიც ზრდის მათ ღირებულებასა. ამასთან დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება ძირითადი საშუალების ექსპლუატაციის მიღების მომენტი.

    5) საწარმოდან ან/და ამხანაგობიდან წილის სანაცვლოდ მომსახურების ან საქონლის ინდივიდუალურ საკუთრებაში მიღება ( ამ შემთხვევაში გამოტანა ან/და რეგისტრაცია ითვლება ამხანაგობის მიერ ქონების მიწოდებად). ამ შემთხვევაში, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახადების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე. ამასთან, დასაბეგრი ოპერაციის განხორცილების დროდ ითვლება მომსახურების ან საქონლის ინდივიდუალურ საკუთრებაში მიღების მომენტი.

    6)იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლისას ან ვადაზე ადრე შეწყვეტისას ძირითადი საშუალებების მეიჯარისათვის დაბრუნება. ამ შემთხვევაში დასაბეგრი ოპერაციის თანხა ტოლია აღნიშნულ ძირითად საშუალებებზე გაწეული რემონტის ხარჯების ჯგუფის ღირებულებითი ბალანსიდან გამოსაკლები თანხისა, რომლითაც აღნიშნული ჯგუფი ნულდება. ამასთან, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლის ან ვადაზე ადრე შეწყვეტის მომენტი.

    7) ტურისტული საწარმოს სტატუსის მოქმედების ვადის გასვლისას ან ვადაზე ადრე შეწყვეტისას სტატუსის გაუქმების მომენტი, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა არის სხვაობა ტურისტული საწარმოს მიერ მიწოდებული სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის საკომპენსაციო თანხასა და სასტუმროს ფუნქციონირების შედეგად დღგ-ით დასაბეგრ დეკლარირებულ თანხას შორის.

    #29589
    Crassus
    Participant

    დ.ღ.გ-თი დაბეგვრის ობიექტი

    I. დასაბეგრი ოპერაცია

    დასაბეგრი ოპერაციის თანხის განსაზღვრა

    დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/ მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე:

    ა) თუ დღგ-ის გადამხდელი დასაბეგრი ოპერაციის სანაცვლოდ იღებს ან უფლება აქვს, მიიღოს საქონელი/მომსახურება;

    ბ) საგადასხადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

    გ) საქონლის/მომსახურების თანამშრომლებისათვის მიწოდების შემთხვევაში;

    დ) საქონლის/მომსახურების კომპენსაციის გარეშე მიწოდების შემთხვევაში.

     

    #29592
    BLH
    Keymaster

    დ.ღ.გ-თი დაბეგვრის ობიექტი

    I. დასაბეგრი ოპერაცია

    გრძელვადიანი კონტრაქტის სპეციფიკა

    გრძელვადიანი კონტრაქტის შემთხვევაში, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობა:

    ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა კალენდარული წლისათვის განისაზღვრება ფაქტობრივი შესრულების მოცულობის მიხედვით, რომელიც გაიანგარიშება გაწეული ხარჯების კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირებით. ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯების გაწევის მომენტი განისაზღვრება საგადასახადო კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი შეზღუდვის გაუთვალისწინებლად;

    ბ) დასაბეგრი ოპერაციის მომენტად ითვლება არაუგვიანეს ყოველი წლის დეკემბერი. ამასთანავე, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერება და საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვის ვადა აითვლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობის დადგომის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან.

    #29593
    BLH
    Keymaster

    დ.ღ.გ-თი დაბეგვრის ობიექტი

    I. დასაბეგრი ოპერაცია

    გაცვლა

    საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის თითოეული მხარისათვის:

    ა)  დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება 161-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

    ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დრო განისაზღვრება 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

    უძრავი ქონების რეალიზაციისას დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე, − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.

     

    #29600
    Crassus
    Participant

    დ.ღ.გ-თი დაბეგვრის ობიექტი

    II. იმპორტი

    იმპორტი არის სასაქონლო ოპერაცია. სასაქონლო ოპერაციაში საქონლის მოქცევა ხორციელდება დეკლარირების საფუძველზე, რაც წარმოშობს კუთვნილი გადასახადების (იმპორტის, დღგ, აქციზის) გადახდის ვალდებულებას.

    იმპორტის გადასახადის მთავარი კომპონენტია საქონლის სატარიფო ღირებულება.

    იმპორტის დღგ-თი დაბეგვირის სპეციალური წესი მოცემულია ფინანსთა მინისტრის ბრძანებაში. (N-996).

Viewing 10 posts - 11 through 20 (of 22 total)
  • You must be logged in to reply to this topic.