მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › გადაზიდვა/ტრანსპორტირება
Tagged: გადაზიდვა, გადაზიდვის, გადამზიდველი, ექსპედიტორი, ექსპედიცია, შემკვეთი, ხელშეკრულება
- This topic has 9 replies, 2 voices, and was last updated 9 years, 1 month ago by BLH.
-
AuthorPosts
-
ივნისი 19, 2015 at 23:07 #28516BLHKeymaster
ამ თემაში განვიხილავთ ტვირთის და მგზავრთა გადაზიდვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებს, ასევე ექსპედიციის ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებს.
ივნისი 19, 2015 at 23:16 #28517BLHKeymasterრას წარმოადგენს ექსპედიციის ხელშეკრულება?
ექსპედიციის ხელშეკრულების დანიშნულებაა, ტვირთის ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადაზიდვასთან დაკავშირებული პროცესის ორგანიზება და განხორციელება, ექსპედიტორის მიერ. შესაბამისად ტვირთის გამგზავნი და მიმღები თავისუფლდებიან გადაზიდვასთან დაკავშირებული მოქმედებებისგან.
ამდენად, ექსპედიციის ხელშეკრულებით ექსპედიტორი თავისი სახელით და შემკვეთის ხარჯზე ახორციელებს ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებულ მოქმედებებს, თუმცა ექსპედიტორი შეიძლება არ იყოს ტვირთის გადამზიდველი და შესაბამისად მას მხოლოდ ტვირთის გადაზიდვის ორგანიზების ვალდებულება ჰქონდეს.
მაგ: ექსპედიტორს შეიძლება დაეკისროს, რომ თავისი სახელით, მაგრამ შემკვეთის ინტერესებისათვის გააფორმოს გადაზიდვის ხელშეკრულება გადამზიდველთან.
ექსპერდიციის ხელშეკრულების მხარეები (ექსპერიდტორი და შემკვეთი)
შემკვეთი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი -ძირითადად ტვირთის გამგზავნი და მიმღები, ასევე მისი მესაკუთრე. ექსპედიტორი ასევე შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი.
სატრანსპორტო ექსპედიციის ხელშეკრულების საგანი
ექსპედიციის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ტვირთის გადაზიდვის ორგანიზებასთან დაკავშირებული მომსახურება, რომელიც შეიძლება იყოს, როგორც ტვირთის გადაზიდვის უზრუნველყოფა, მათ შორის გადაზიდვის ხელშეკრულების დადება ტვირთის გადამზიდველთან, ასევე დამატებითი მოქმედებები, როგორიცაა შესაბამისი საჭირო დოკუმენტაციის მიღება, საბაჟო და სხვა ფორმალობების შესრულება, ტვირთის რაოდენობისა და მდგომარეობის შემოწმება, გადმოტვირთვა/გადატვირთვა, ტვირთის მიღება დანიშნულების ადგილზე და ა.შ.
ივნისი 19, 2015 at 23:19 #28518BLHKeymasterექსპედიციის ხელშეკრულების ვადები
ექსპედიციის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს გრძელვადიანი ხელშეკრულების სახით, რომლის ფარგებშიც არაერთჯერადი სახის მომსახურების გაწევა ხდება, ან ერთჯერადი ხელშეკრულება, რომლის საგანია ერთჯერადი მოქმედების განხორციელება.
შემკვეთის ვალდებულება
შემკვეთი უხდის პროვიზიას (მომსახურების საფასურის) ექსპერიდტორს, რომელიც განისაზღვრება მხარეების მიერ. პროვიზიისგან უნდა განვასხვაოთ აუცილებელი ხარჯები (მაგ: გადაზიდვის საზღაური, ტვირთის გადატვირთვა-გადმოტვირთვის, გადასხადების გადახდისა და მიბარების ხარჯები).
ივლისი 24, 2015 at 16:38 #28658BLHKeymasterექსპედიტორის ძირითადი ვალდებულებები
I. კეთილსინდისიერება/გულისხმიერება;
II. ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება;
III. საიდუმლოების შენახვის ვალდებულება;
IV. ცალკეული ექსპედიციის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ტვირთის გადაზიდვის ორგანიზებასთან დაკავშირებული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება.
ივლისი 24, 2015 at 16:46 #28659BLHKeymasterექსპედიტორის უფლებები
ექსპედიტორის ძირითადი უფლებებია:
I. ინფორმაციის მიღების უფლება;
II. აუცილებელი მითითებების მიღების უფლება;
III. ანაზღაურების (პროვიზიის) მიღების უფლება;
IV. აუცილებელი ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება;
V. თავისი ვალდებულებების შესასრულებლად აუცილებელი საშუალებების მოთხოვნის უფლება.
ივლისი 25, 2015 at 10:51 #28661ივერიელიParticipantდამკვეთის ძირითადი ვალდებულებები
I. პროვიზიის გადახდის ვალდებულება;
II. აუცილებელი ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება;
III. ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება;
IV. აუცილებელი მითითების მიცემის ვალდებულება;
V. აუცილებელი მოქმედებების განხორციელების ვალდებულება;
VI. მინდობილობის გაცემის ვალდებულება (თუ საჭიროა).
ივლისი 27, 2015 at 12:18 #28674BLHKeymasterრა არის გადაზიდვის ხელშეკრულება?
სამოქალაქო კოდექსის 668-ე მუხლი განსაზღვრავს გადაზიდვის ხელშეკრულების ცნებას:
„გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებული საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი ან გადაიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილზე.“
ტვირთის გადაზიდვა შეიძლება სხვადასხვა სახით განხორციელდეს (საჰაერო, საზღვაო, საავტომობილო), თითოეული სატრანსპორტო საშუალებით განხორციელებული გადაზიდვა-გადაყვანა ხასიათდება გარკვეული სპეციფიკებით, რომლებიც დარეგულირებულია შესაბამისი ნორმატიული აქტებით, მათ შორის სამოქალაქო კოდექსით. ასევე არსებობს საერთაშორისო შეთანხმებები, რომლებსაც უპირატესი იურიდიული ძალა აქვთ. (Hamburg rules, CMR და ა.შ.)
გადაზიდვის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს სხვადასხვა სახით:
ტვირთის გადაზიდვის კონსესუალური ხელშეკრულება- გადამზიდველი კისრულობს ვალდებულებას გამგზავნის მიერ მისთვის გადაცემული/გადასაცემი ტვირთი გადაიტანოს დანიშნულების ადგილზე და გადასცეს ტვირთის მიმღებს, ხოლო გამგზავნი კისრულობს ვალდებულებას გადაიხადოს შეთანხმებული საზღაური.
რეალური ხელშეკრულებაა- გადამზიდველს პასუხისმგებლობა წარმოეშობა მხოლოდ ისეთი ტვირთის მიმართ, რომელიც გადასცა გამგზავნმა და მიიღო გადამზიდველმა დანიშნულების ადგილზე გადასატანად, ანუ გადაზიდვის ხელშეკრულების დადება ემთხვევა ტვირთის გადამზიდველისთვის გადაცემის ფაქტს.
ივლისი 27, 2015 at 12:24 #28677BLHKeymasterგადაზიდვასა და ექსპედიციას შორის განსხვავება
გადაზიდვის ხელშეკრულების საგანია ტვირთის გადაზიდვა ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე, ხოლო ექსპედიციის ხელშეკრულების საგანია, ტვირთის გადაზიდვის უზრუნველყოფა, არა მხოლოდ მისი ფაქტობრივად გადაზიდვა, არამედ სხვა ქმედებები, რაც საჭიროა ტვირთის ერთი ადგილიდან მეორეზე გადასატანად.
ამავდროულად ექსპედიტორი შეიძლება თვითონ არ იყოს გადამიზდველი, მან შეიძლება გადამზიდველთან დადოს ხელშეკრულება თავისი სახელით და შემკვეთის ხარჯებით, ხოლო გადამზიდველის მიერ თავისი მოვალეობების დარღვევისას, ექსპედიტორმა უნდა გადასცეს თავისი მოთხოვნა შემკვეთს, ანუ თუ იგი არ არის გადამზიდველი იგი პასუხს არ აგებს გადამზიდველის ბრალეული ქმედებისათვის.
ივლისი 27, 2015 at 13:26 #28678BLHKeymasterრა არის სატრანსპორტო-სასაქონლო ზედნადები?
ზედნადები ადასტურებს გადაზიდვის ხელშეკრულების დადების ფაქტს და განსაზღვრავს მის შინაარს.
ზედნადების შედგენის წესი:
ზედნადები დგება სამ ცალად, რომელთაც ხელს აწერენ გამგზავნი და გადამზიდველი. პირველი პირი რჩება გამგზავნს, მეორე თან ერთვის ტვირთს, მესამეს კი იტოვებს გადამზიდველი.
თუ გადასაზიდი საქონელი ნაწილდება სხვადასხვა ტრანსპორტზე, ან თუ საქონელი სხვადასხვა სახისაა, ან დაყოფილია განსხვავებულ პარტიებად, გამგზავნს ან გადამზიდველს უფლება აქვს, მოითხოვოს ზედნადების შედგენათითოეული ტრანსპორტის ან ტვირთის სახეობისთვის.
ზედნადები- ზედნადებით განისაზღვრება (რაც განისაზღვრება- შინაარსი)
სასაქონლო ზედნადები უნდა შედგებოდეს შემდეგი მონაცემებისგან:
(ა) სასაქონლო ზედნადების შედგენის დრო და ადგილი;
(ბ) გამგზავნის სახელი და მისამართი;
(გ) გადამზიდველის სახელი და მისამართი;
(დ) ტვირთის მიღების ადგილი და თარიღი, ასევე ტვირთის დანიშნულების ადგილი;
(ე) ტვირთის მიმღების სახელი და მისამართი;
(ვ) ტვირთის ჩვეულერივი გამოყენების აღწერილობა და შეფუთვის მეთოდი, და, საფრთხის. შემცველი ტვირთის შემთხვევაში, მათი საყოველთაოდ აღიარებული აღწერილობა;
(ზ) შეფუთვების რაოდენობა და მათი სპეციალური აღნიშნვები და ციფრები;
(თ) ტვირთის მთლიანი წონა, ან მისი რაოდენობის სხვაგვარი გამოხატვა;
(ი) ხარჯები, რომელიც დაკავშირებულია გადაზიდვასთან (გადაზიდვის ხარჯი, დამატებითი ხარჯი, საბაჟო გადასახადი და ხელშეკრულების შედგენიდან ტვირთის ჩაბარების დრომდე გადახდილი სხვა ხარჯები);
(კ) საბაჟო და სხვა ფორმალობების აუცილებელი ინსტრუქციები;
(ლ) მითითება, რომ, ამ კონვენციის დებულებების შესაბამისად, გადაზიდვა არის მიზანი, მიუხედავად რაიმე საწინააღმდეგო მუხლისა/შენიშვნისა.
- საჭიროების მიხედვით, სასაქონლო ზედნადები ასევე უნდა შეცავდეს შემდეგ მონაცემებს;
(ა) მითითება, რომ გადატვირთვა აკრძალულია;
(ბ) შემდგომი ხარჯები, რომელთა გადახდაც გამგზავნმა იტვირთა.
(გ) გადასახადი, რაც უნდა იყოს გადახდილი ტვირთის ჩაბარებისას;
(დ) ტვირთის ღირებულების შესახებ დეკლარაცია და გადაცემისათვის სპეციალური პროცენტის ოდენობა;
(ე) გადამზიდველისადმი გამგზავნის ინსტრუქციები ტვირთის დაზღვევასთან დაკავშირებით;
(ვ) დროის შეთანხმებული ვადები, რომელთა ფარგლებშიც გადაზიდვა უნდა განხორციელდეს;
(ზ) გადამზიდველისთვის გადაცემული დოკუმენტების ნუსხა.
- მხარეებს შეუძლიათ შეიტანონ სასაქონლო ზედნადებში სხვა მონაცემებიც, რასაც ისინი საჭიროდ მიიჩნევენ.
აგვისტო 5, 2015 at 12:03 #28929BLHKeymasterტვირთის მიღების დაყოვნება
სუსგ. №ას-1024-1055-2011
დავა ეხება სარკინიგზო გადაზიდვას, ტვირთის მიმღებმა დროულად არ მიიღო ტვირთი და არ გადატვირთვა, რამაც გამოიწვია ზიანი, რომლის ანაზღაურებასაც ითხოვს გადამზიდველი.
ამასთან, უზენაესმა სასამართლომ საინტერესო განმარტებები გააკეთა გადაზიდვის ხელშეკრულების შესახებ.
“გადაზიდვის ხელშეკრულების მხარეებს შეიძლება წარმოადგენდნენ ტვირთის გადამზიდ-ველი, ტვირთის გამგზავნი და ტვირთის მიმღები.”
“გადაზიდვის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს სატრანსპორტო მომსახურება, რაც ტრანსპორტირების გარდა სხვა მოქმედებებსაც მოიცავს, როგორიცაა ტვირთის მიმღები-სათვის გადაცემა, ტვირთის შენახვა და ა.შ.”
“საერთო ფორმის აქტები წარმოადგენენ იმ სათანადო მტკიცებულებებს, რომლებითაც შესაძლებელია და-დასტურდეს ტვირთის დანიშნულების ადგილზე მიწოდების დაყოვნება ან სხვა გარემოებები, რომელთა სა-ფუძველზეც დგება მხარეთა პასუხისმგებლობა.”
-
AuthorPosts
- You must be logged in to reply to this topic.