მთავარი გვერდი forums იურიდიული ფორუმი ადმინისტრაციული სამართალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები

Viewing 10 posts - 41 through 50 (of 55 total)
  • Author
    Posts
  • #3790
    kakha
    Member

    პირველი, მეორე და მეოთზე აბზაცი წაიკითხე ერთიანად.  შუქნიშანი როგორც საგანი ამ კუთხით განხილვა არაა საინტერესო.   კი… ჩართვა გამორთვა წარმოადგენს უკვე ინდ აქტს… ხოლო როგორი წრისკენ არის მიმართული ეს უკვე მეორეხარისხოვანია.

    ჩართვა გამორთვას – შუქნიშნის ფერებს რაც შეეხება ესეც საინტერესო საკითხია.. თუ ცალ-ცალკე განვიხილავთ..

     

    #3798

    შუქნიშნის ფერებზეც დაწერე რას ფიქრობ აბა.

    #3809
    kakha
    Member

    @stapanozmamfal

    შენ რას ფიქრობ.? გამომდინარე იქიდან რაც დავწერე ზემოთ პოსტებში.ზოგადად რას ფიქრობ ამ საკითხზე?

    #3830

    თითოეული ფერის ანთება წარმოადგენს ინდ. აქტს და წარმოშობს შესაბამის სამართლებრივ შედეგს, მაგ: როცა აინთება წითელი ფერი შუქნიშნაზე, სახეზეა ინდ. აქტი, რომელიც კრძალავს მოძრაობას და როცა აინთება მწვანე შუქი, ამ შემთხვევაში სახეზეა ინდ. აქტი, რომელიც ნებას რთავს მოძრაობისა.

    ამ კუთხით საინტერესოა საგზაო მოძრაობის შესახებ კანონი, რომელიც შუქნიშნის ფუნქციონიერების წესს დეტალურად განსაზღვრავს, ხოლო თვითონ შუქნიშანი ახდენს ამ ზოგადი რეგულაციების ინდივიდუალიზაციას.

    #3834
    kakha
    Member

    ჩემი აზრით მხოლოდ წითელი ფერი წარმოადგენს ამკრძალავ ინდ. აქტს. რაც შეეხება ყვითელს და მწვანეს ესენი არ არიან ინდ. აქტები (IMPO). წითელი არის ამკრძალავი აქტი, რომელიც თავის თავში შეიცავს ძალადდაკარგულად ცნობის დროს. ანუ მისი ძალა დროით არის განსაზღვრული. ძალში შედის ანთებიდან და ძალა ეკარგება მას შემდეგ რაც ჩაქვრება. შეიძლება საწინააღმდეგო მოსაზრებაც გაჩნდეს აქ.. მაგალითად ის, რომ წითელი არის ამკრძალავი აქტი, რომელსაც ძალადაკარგულად აცხადებს ყვითელი (ანუ ყვითელიც ინდ. აქტია), მაგრამ არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას. ყვითელი უბრალოდ გაფრთხილებაა იმის, რომ ძალა დაეკარგება რამდენიმე წამში წითელს. ასე, რომ არ იყოს ერთდროულად არ აინთებოდნენ… აქედან გამომდინარე ყვითელს განვიხილავ რეალაქტად – ინფორმაციული ხასიათის რეალაქტად.

    რაც შეეხება მწვანეს… არც ეს არაა აღმჭურველი ინდ. აქტი. ესეც ინფორმაციული ხასიათის რეალაქტია.. შესამჩნევად უფრო მარტივია, რომ წითელი არ ანთია და გასვლა არაა აკრძალული. მწვანე შუქნიშანი იმისთვის არ ყენდება, რომ გზაზე გადასვლის ნებართვა მისცეს ვინმეს. ამის უფლება ისეც აქვს ყველას, თუ აკრძალული არაა. აკრძალული, რომ არაა ზუსტად ამ ინფორმაციას გვაწვდის, ამიტომ არის ყოველთვის წითელშუქნიშანთან ერთად. მმართველობითი ორგანოების მსგავსად, ყველა, რომ შეზღუდული ვიყოთ კანონიერების პრინციპით, აი მაშინ დაგვჭირდებოდა მწვანე შუქნიშანი იმისთვის, რომ გზა გადაგვეკვეთა :)))

    რაც შეეხება საგზაო მოძრაობის კანონს… არ ვიცნობ ამ კანონის რეგულაციებს შუქნიშანთან დაკავშირებით, შეიძლება ფიქსაციის სახით ჩადებულია, რომ ყველა ფერი არის ინდ. აქტი, ამ შემთხვევაში რათქმაუნდა ინდ. აქტი იქნება ყველა ფერი მაგრამ ეს მერე განვიხილოთ. ეხლა მხოლოდ ადმინისტრაციული სამართლის ზოგადი ნაწილის, ადმინისტრაციული სამართლის ზოგადი პრინციპების საფუძველზე ვიმსჯელოთ.

    #3838

    საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის მიხედვით ყვითელ ნათებას სხვადასხვა ფუნქცია აქვს, მაგ: როცა წითელთან ერთად არის მაშინ იკრძალება მოძრაობა და თან იტყობინება, რომ მწვანე უნდა აინთოს, ხოლო როცა მარტოა, მაშინაც იკრძალება მოძრაობა და იტყობინება, რომ ინთება სხვა მაშუქი.. აქედან გამომდინარე, ვინაიდან ყვითელ ნათებას გააჩნია აკრძალვის მნიშვნელობა რეალაქტი ვერ იქნება ჩემი აზრით. თუმცა არსებობს ერთი შემთხვევა, როცა ყვითელი ნათება არის რეალაქტი, ეს არის შემთხვევა, როცა იგი ციმციმებს. ასეთ შემთხვევაში იგი ინფორმაციულ ფუნქციებს ასრულებს და აფრთხილებს საგზაო მოძრაობის მონაწილეებს შესაძლო საფრთხის შესახებ.

    რაც შეეხება მწვანე ნათებას, ამ შემთხვევაშიც კანონი განასხვავებს მწვანე ნათებას და მწვანე მოციმციმე ნათებას.. მწვანე მოციმციმე ნათება არის რეალაქი, რადგან ინფორმაციული ბუნების არის და იტყობინება ამკრძალავი ნიშნის ანთების შესახებ, ხოლო მწვანე ნათება ინდ. აქტია, რადგან უფლებას რთავს საგზაო მონაწილეს იმოძრაოს გზაზე და უფლების მინიჭება რეალაქტს არ შეუძლია.

    #3839
    kakha
    Member

    გეთანხმები…  თუ ყვითელს ანიჭებს ეგ კანონი აკრძალვის მნიშვნელობას მაშინ აქტი გამოდის, როდესაც ამის ფუნქცია აკისრია.

     

     

    #29657
    kakha
    Member

    თუ გავითვალისწინებთ იმას კანონში როგორაა ფორმულირებული, მაშინ მწვანე მოციმციმე მაშუქიც ინდ. აქტად უნდა მივიჩნიოთ.

    ”ვ) მწვანე მოციმციმე მაშუქი სიგნალი რთავს მოძრაობის ნებას და საგზაო მოძრაობის მონაწილეებს ამცნობს, რომ…” ე.ი. რთავს ნებას და ამვე დროს აცნობებს. ”ნების დართვა” ამ შემთხვევაშიც გვაქვს, მაგრამ, მე არც მწვანის და არც მოციმციმე მწვანის ინდ. აქტის რანგში აყვანა არ მომწონს. რაღაც ვერ ჯდება სამართლის პრინციპებთან. გამონაკლისი კი დასაშვება, მაგრამ მხოლოდ მაშინ როდესაც ამის ობიექტური აუცილებლობაა.

    მოკლედ კანონის ტექსტი არაა კარგად ფორმულირებული.”მწვანი მაშუქი მოძრაობის მონაწილეებს ამცნობს, რომ მოძრაობა ნებადართულია” – ეს უკეთესი ფორმულირება იქნებოდა.

    #29659
    Crassus
    Participant

    არამგონია, კანონმდებელს გაცნობიერებული ჰქონოდა საერთოდ, მწვანე მოციმციმე და მწვანე შუქნიშანის იურიდიული ბუნება.. მოციმციმეზე გეთანხმები, ერთდროულად სამართლებრივი შედეგი დგება და თან ინფორმაციას აწვდის, ანუ ინდ. აქტის ნიშნები გვაქვს.

    #3872
    Edika
    Participant

    კანონისმიერი დათქმის პრინციპზე ვიკითხავ აქვე ბარემ. კანონისმიერი დათქმის პრინციპი მარტო შემზღუდავი/ამკრძალავი მმართველობითი ღონისძიების დროს მოქმედებს თქვენი აზრით თუ აღმჭურველის დროსაც?

Viewing 10 posts - 41 through 50 (of 55 total)
  • You must be logged in to reply to this topic.