მთავარი გვერდი forums იურიდიული ფორუმი ადმინისტრაციული სამართალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები

Viewing 10 posts - 31 through 40 (of 55 total)
  • Author
    Posts
  • #3848
    kakha
    Member

    @ედიკა

     სზაკ-ის 5-ე მუხლის 3-ე ნაწილზე რას იტყვით?

    უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ – სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.”

    #3849
    Edika
    Participant

    სიმართლე გითხრა აქამდე არ დავკვირვებივარ, მაგრამ მანდვე წერია რომ იურიდიული ძალის არმქონეაო, თუმცა შემდგომ წერია რომ “უნდა იქნას გამოცხადებული ბათილადო”.

    თუ იურიდიული ძალის არმქონეა, ბათილად გამოცხადება რაღა საჭიროა. ან რამდენად სწორია იურიდიული ძალის არმქონე აქტის ბათილად გამოცხადება. ბათილად გამოცხადების ობიექტი როგორც ვიცით არის უკანონო აქტი. ალბათი “ბათილად გამოცხადება” ამის პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ ამ შემთხვევაში და უნდა ვიგულისხმოთ რომ არარად გამოცხადება იგულისხმება. შენ რას ფიქრობ?

    #3853
    kakha
    Member

    მანდ მარხია ძაღლის თავი, პირდაპირ რატო არ უნდა გავიგოთ?   პირდაპირ წერია…  :))      

    #29344
    BLH
    Keymaster

    საინტერესო ჩანაწერია, მაგრამ მისი განმარტება უნდა მოხდეს სისტემურად 60-ე მუხლთან ერთად, ანუ 60-ე მუხლში განსაზღვრულ შემთხვევბში ინდ. აქტი არის არარა, ხოლო ყველა დანარჩენ შემთხვევაში მოქმედებს 5.3-ე მუხლი.

    #3854
    Edika
    Participant

    ახლა ვნახე აგერ წკეპლაძის წიგნში და ეგ მე-5 მუხლის მესამე ნაწილი საკანონმდებლო ხარვეზიაო.

    #3727
    kakha
    Member

    კაზუსი

    ქალაქის მერიამ ერთ-ერთ ქუჩაზე აკრძალა მანქანით გადაადგილება საღამოს 9 საათიდან დილით 6 საათამდე ერთი თვით.  აკრძალვა არ ეხებოდა მხოლოდ ამ ქუჩაზე მცხოვრებლებს.

    საქმიანობის რომელ  საჯარო-სამართლებრივ ფორმას იყენებს ადმინისტრაციული ორგანო?

    #3748
    kakha
    Member

    ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში უნდა მოწესრიგდეს ორივე სახის აქტის გამოცემით.  უნდა გამოიცეს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიც და ინდ. აქტიც. ნორმატიულით უნდა შეეზღუდოს ქუჩაზე მოძრაობა ყველას – პირთა განუსაზღვრელი წრე, ამავე დროს უნდა განისაზღვროს ამ ზოგადი წესიდან გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობა და ამის შემდეგ უნდა გამოიცეს ინდ. აქტი, რომელიც განსაზღვრავს იმ პირთა წრეს რომლებსაც ექნებათ ქუჩაზე გადაადგილების უფლება.

    #3776

    შენ კაზუსთან დაკავშირებით, გამახსენდა საკმაოდ საინტერესო საკითხი, კერძოდ შუქნიშების ფუნქციონირების სამართლებრივი შეფასება, რას ფიქრობ ამ საკითხზე შენი აზრი მაინტერესბს.

    #3785
    kakha
    Member

    გვაქვს საჯარო-სამართლებრივი საქმიანობის ორი სამართლებრივი ფორმა რომელთა მიზანი მოწესრიგებაა. ნორმატიული და ინდივიდუალური აქტები (ცალმხრივებს ვგულისხმობ მხოლოდ).

    ორივე აქტის დეფინიციას შეიცავს კანონმდებლობა, მაგრამ თუ ერთმანეთისაგან იზოლირებულად განვმარტავთ ამ დეფინიციებს, ასეთ შემთხვევაში გვრჩება ისეთი მმართველობი ღონისძიებები, რომელთა მიზანი მართალია მოწესრიგებაა, მაგრამ არცერთი დეფინიციის ფარგლებში არ ექცევა, ანუ მათ მიღმა რჩება, ან პირიქით ორივეს ნიშნებს შეიცავს. ამიტომ უფრო კარგად გავიგებთ ორივე დეფინიციის არს, თუ ერთმენეთთან კავშირში განვმარტავთ. უნდა მოხდეს შეპირისპირება ან გამიჯვნა რაც გვინდა ის დავარქვათ.

    ასეთი განმარტების შემდეგ ვიღებთ ინდ. აქტის ორ სხვადასხვა (ალტერნატიულ) მახასიათებელს: 1. როდესაც  პირთა განსაზღვრულ წრეზე ან ობიექტური ნიშნით განსაზღვრებად წრეზე ვრცელდება; 2. აწესრიგებს კონკრეტულ შემთხვევას. ხოლო გამომდინარე ნორმატიული აქტის მახასიათებლისგან ეს კონკრეტული შემთხვევის ნიშანი უნდა იყოს ერთჯერადობა (მრავალჯერადობა უკვე ნომატიული აქტის ელემენტია).

    შუქნიშანს რაც შეეხება, პირველი სახის ინდ. აქტი აქ სადაოა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება იმაზე მითეთება, რომ ობიექტური ნიშანია ის, რომ შუქნიშის გადამკვეთი მანქანების ამოცნობა ადვილია, მაინც საეჭვოა.  ქუჩის შემთხვევისგან განსხვავებით, როდესაც არავინ არ იცის ერთი თვე ვის მოუნდება ამ ქუჩაზე გადასვლა აქტის მიღების დროს, ამ შემთხვევაში ადვილია იმ წრის განსაზღვრა ვინ გააჩერა ან გადაკვეთა შუქნიშანი. ამის მიუხედავად ობიექტური ნიშნით განსაზღვრული წრის არსებობა მაინც საეჭვოა. ეს ვერ იქნება მთავარი არგუმენტი.

    რაც შეეხება მეორე სახის ინდ. აქტს…  ჩემი აზრით სწორედ ეს შემთხვევაა აქ. კონკრეტული შემთხვევა, და მახასიათებელი – ერთჯერადობა.  მრავალჯერადობა (რაც ნორმატიული აქტის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია) არ გვაქვს რადგან შუქნისნის თვითოეული ანთება, თუ რაც არის :)) მეორე ანთებისგან დამოუკიდებლად წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს.  მაგ: წითელზე გადაკვეთა უკვე წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს.  შეფასების საგანი აქ მთლიანად შუქნიშნის მუშაობა არაა, რომელიც დრეში ასჯერ ანთებს, უნდა შეფასდეს თვითოეული აკრძალვა თუ ნებართვა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, რადგან დამოუკიდებლად წარმოშობენ სამართლებრივ შედეგებს.

    დაწერე ამაზე რას ფიქრობ და მერე შუქნიშნის ფერებზეც დავწეროთ.

    #3786

    საინტერესო მოსაზრებაა, ფაქტიურად თუ სწორედ მივხვდი შენ იძახი, რომ შუქნიშანი, როგორც საგანი აწესებს მრავალჯერად გამოყენების ზოგად წესებს, ხოლო პრაქტიკულად მისი ფუნქციონირების ფარგლებში თითოეული ჩართვა-გამორთვა წარმოადგენს უკვე ინდ. აქტს, რომელიც მიმართულია განსაზღვრული პირის/პირთა მიმართ კონკრეტულ სიტუაციაში?

     

     

Viewing 10 posts - 31 through 40 (of 55 total)
  • You must be logged in to reply to this topic.