მთავარი გვერდი forums იურიდიული ფორუმი ადმინისტრაციული სამართალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევები

This topic contains 32 replies, has 3 voices, and was last updated by  ივერიელი 4 years, 2 months ago.

Viewing 3 posts - 31 through 33 (of 33 total)
  • Author
    Posts
  • #29418

    Crassus
    Participant

    საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების არ გამოკვლევა

     

    (სუსგ N-ბს-996-969(კ-10)

     

    თბილისის სააპელაციო სასამართლომ (#3ბ/342 01.04.10) თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (საქმე #3/2965-09 30.12.09) შემოსული სააპელაციო საჩივრის განხილვისას არ დააკმაყოფილა სარჩელი აქტის ბათილად ცნობის შესახებ მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც ასკ-ის 32.4 მუხლის შესაბამისად აქტის ბათილად ცნობის საფუძველია.

     

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: საკასაციო პალატამ განმარტა, რომ დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

     

    ასეთ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. საკასაციო სასამართლომ ასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ბათილად ცნო გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალა ახალი აქტის გამოცემა

     

    ანალოგიური საქმეებია: #ბს-1601-1560(კ-10), #ბს-1853-1807(კ-10),  #ბს-740-715(კ-10),  #ბს-1171-1139(კ-10); #ბს-1547-1508(კ-10) #1076-1065(კ-11).

    #29598

    BLH
    Keymaster

    ხანდაზმულობის გასვლის შედეგები (ასკ-ის 38.1-ე და 232.7-ე მუხლები)

     

    (სუსგ. N-ბს-302-291(კ-10) )

     

    ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (საქმე შემოსული სააპელაციო საჩივრის განხილვისას არასწორად განმარტა “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-510 მუხლის “გ” ქვეპუნქტი და ამავე კანონის მე-58 მუხლის “გ” ქვეპუნქტი, არ გამოიყენა “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-41 მუხლის მე-8 პუნქტი. ამასთანავე, საქმეზე არ დასტურდება სადავო აქტების გამოცემის  დროს მოქმედი „მშენებლობის ნებართვის შესახებ“ კანონის 1.3 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა, ასევე არ გაითვალისწინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38.1 და 232.7 მუხლების მოთხოვნები.

     

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ მშენებლობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია იხელმძღვანელოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38.1 და 232.7 მუხლებით და გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარომოება არ შეიძლება დაიწყოს, ხოლო დაწყებული საქმე უნდა შეწყდეს, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის მომენტისათვის განვლო ამ კოდექსის 38-ე მუხლით გათვალისწინებულმა ვადებმა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ გააუქმა გასაჩივრებული განჩინება, ბათილად ცნო სადავო აქტები და ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურს დაავალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება

     

    ანალოგიური საქმეა #ბს-347-336(-10)

    #29704

    ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილება და უკუძალა

     

    (განჩინება N-ბს-890-883(კ-11) 19.10.11).

     

    სააპელაციო პალატამ, საჩივრის განხილვისას არ გაითვალისწინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა მე-9 მუხლის მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევისათვის შემამსუბუქებელ ან გამაუქმებელ აქტებს აქვთ უკუქცევითი ძალა. სააპელაციო პალატამ არ შეისწავლა საკითხი იმის შესახებ, არსებობდა თუ არა სადავო აქტების გამოცემის სამართლებრივი საფუძველი, სრულყოფილად არ შეამოწმა მშენებლობის კანონიერების ფაქტი, არ უზრუნველყო მშენებლობის ნებართვის თაობაზე დადგენილების წარმოდგენა, არ შეაფასა მისი შინაარსი და არ განსაზღვრა, რამდენად წარმოადგენდა აღნიშნული აქტი იმ სახის დოკუმენტს, რომელიც მოსარჩელის მიერ წარმოებულ მიშენებას მოაქცევდა კანონიერების ფარგლებში.

     

    საკასაციო პალატის განმარტება: საკასაციო სასამართლოს განმარტებით, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო საქმიანობის კონტროლი რეგულირდება სპეციალური კანონით, ამ კანონით განსაზღვრული სამართალდარღვევა თავისი ბუნებით წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და მასზე ჩვეულებრივი წესით ვრცელდება ის ზოგადი ნორმები, რომელიც დადგენილია სამართალდარღვევისთვის. ვინაიდან აქტის გასაჩივრების შემთხვევაში პირისათვის საბოლოო შედეგს განსაზღვრავს სასამართლო გადაწყვეტილება, საკასაციო სასამართლომ საჭიროდ მიიჩნია სააპელაციო სასამართლომ საჯარიმო თანხის განსაზღვრა მოახდინოს ორივე ზემოაღნიშნული კანონის ნორმათა შეჯერების საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ გააუქმა გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა იმავე სასამართლოში.

Viewing 3 posts - 31 through 33 (of 33 total)

You must be logged in to reply to this topic.