This topic contains 7 replies, has 4 voices, and was last updated by  BLH 3 years, 3 months ago.

Viewing 8 posts - 1 through 8 (of 8 total)
  • Author
    Posts
  • #4806

    Edika
    Participant

    ამ თემაში განვიხილავთ ადმინისტრაციულ პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს.

    ადმინისტრაციული პროცესის პრინციპები:

    1) დისპოზიციურობის პრინციპი – გულისხმობს მინიჭებული უფლებების თავისუფლად განხორციელების პრინციპს. ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს უარი ტქვას სარჩელზე, საქმე მორიგებით დაამთავროს და ა.შ, მაგრამ ადმინისტრაციულ პროცესში დისპოზიციურიბის პრინციპი არ არის აბსოლუტური როგორც სამოქალაქო საპროცესო ურთიერთობებში და შეზღუდულია კანონით/საჯარო ინტერესებით.

    2)შეჯიბრებითობის პრინციპი. მხარეებს უფლება აქვთ თვითონ განსაზღვრონ მტკიცების საგანი, და წარმოადგინონ მტკიცებულებები მად დასადასტურებლად, ასევე გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები. შეჯიბრებითობის პრინციპთან ერთად ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედებს ინკვიზიციურობის პრინციპიც. ა.ს.კ-ს 4 მუხლი.

    3) ინკვიზიცია – სასამართლოს უფლება აქვს თვითონ განსაზღვროს მტკიცების საგანი და გამოითხოვოს მტკიცებულებები. ინკვიზიციის მეშვეობით ხდება ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის კანონშესაბამისობაზე კონტროლი.

    4) მოსამართლის მიერ პროცესის წარმართვის პრინციპი. მოსამართლეა ატვეჩაი :D პროცესის  სწორად და სწრაფად წარმართვაზე.

    5)ზეპირი განხილვის პრინციპი. სასამართლო პროცესი მიმდოინარეობს ზეპირი განხილვით, კანონით გამონაკლისი შემთხვევების გარდა, მაგალითად გამარტივებული წარმოების დროს.

    6) უშუალოობის პრინციპი – საქმეზე გადაწყვეტილება არ შეიძლება მიიღოს იმ მოსამართლემ ვისაც მონაწილეობა არ მიუღია საქმის არსებით განხილვაში (ფაქტობრივი გარემოებების და მტკიცებულებების კვლევაში).

    #4857

    Edika
    Participant

    უწყებრივი ქვემდებარეობა და განსჯადობა

    უწყებრივი ქვემდებარეობა ნიშნავს იმ უფლებამოსილებათა ერთობლიობას რომლის ფარგლებრიც სასამართლო უფლებამოსილია განიხილოს საქმე და მიიღოს გადაწყვეტილება.

    განსჯადობა განსაზღვრავს სასამართლოსადმი უწყებრივად დაქვემდებარებული საქმე კონკრეტულად რომელმა სასამართლომ უნდა განიხილოს ტერიტორიულად (საგნობრივს არ ვგულისხმობ).

    სამოქალაქო საპროცესო კოდექსისგან განსხვავებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი მკვეთრად არ მიჯნავს ერთმანეთისგან განსჯადობას და უწყებრივ ქვემდებარეობას. მათი გამიჯვნა მნიშვბნელოვანია ადმ. საპროცესო ურძთიერთობებშიც, თუნდაც იმიტომ რომ განსხვავებულ სამართლებრივ შედეგებთან არის დაკავშირებული

    მაგალითად არაგანსჯადი სასამართლო შეიძლება განსჯადი გახდეს გარკვეული პირობების შემთხვევაში ს.ს.ს.კ-ის 21-ე მუხლი, ხოლო თუ საქმე უწყებრივად არ ექვემდებარება სასამართლოს საქმის წარმოება წყდება სსსკ-ის 272-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი; ზემდგომი ინსტანციის სასამართლოები თავისი ინიციატივით ამოწმებენ უქყებრივ ქვემდებარეობას, ხოლო განსჯადობას მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე.

    ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლი ეხება უწყებრივ ქვემდებარეობას, მაშინ როცა სათაურში ნახსენებია „განსჯადობა“. იმავე კოდექსის 26-ე მუხლი ეხება განსჯადობას, თუმცა სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე, როცა დავა არის ადმინისტრაციულ კოლეგიას და სამოქალაქო კოლეგიას შორის ხდება ა.ს.კ-ის 26.3 მუხლზე მითითება. ანუ ადმინისტრაციულ პროცესში ხდება უწყევრივი ქვემდებარეობის და განსჯადობის ერთმანეთში აღრევა.

    • This reply was modified 1 year, 6 months ago by  BLH.
    • This reply was modified 1 year, 6 months ago by  BLH.
    • This reply was modified 1 year, 6 months ago by  BLH.
    • This reply was modified 1 year, 6 months ago by  BLH.
    #4860

    Edika
    Participant

    სასამართლოებს შორის კომპეტენციის გამიჯვნი პრობლების გადასაწყვეტად იყენებენ ე.წ ტაქსაციის მეთოდს.  განასხვავებენ ორი სახის ტაქსაციას: პოზიტიური (კანონში ზუსტად ხდება იმ კატეგორიის საქმეტა ჩამოთვლა რომელიც ექვემდებარება სასამართლო განხილვას) და ნეგატიურს (დავათა იმ კატეგორიაზე მითითება რომელიც არ შეიძლება განიხილოს სასამართლომ).  ტაქსაციის სახესხვაობას წარმოადგენს ე.წ ენუმერაციის მეთოდი, ანუ როცა კანონში კონკრეტულ დავათამითითების ნაცვლად ხდება ზოგადი ნიშნით მითითება, მაგალითად ა.ს.კ-ის 2-ე მუხლის მესამე ნაწილი. ამდენად მესამე ნაწილი აფართოვებს ადმინისტრაციუ დავათ არეალს.

     

    ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლში მოცემული ჩამონათვალის შესაბამისად კანონმდებლობა აწესებს ადმინისტრაციული სარჩელის შემდეგ სახეებს:

     

    1)სარჩელი ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის და ძალადაკარგულად გამოცხადებასთან დაკავშირებით;

     

    2) სარჩელი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის;

     

    3)სარჩელი ქმედების განხორციელების;

     

    4) აღიარებითი სარჩელი;

     

    5) სარჩელი დაკავშირებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების, შესრულების და შეწყვეტასთან დაკავშირებით.

    #27139

    Edika
    Participant

    ისევ ქვემდებაორება.

    განასხვავებენ ნორმატიული აქტების გასაჩივრების ორ სახეს: აქტის  გაშუალედებული და უშუალო გასაჩივრებაპირველ შემთხვევაში (ინციდენტური კონტროლი) დავა დაიყვანება ნორმატიულ აქტებს შორის კოლიზიის გადაჭრამდე, ამავდროულად ხდება უფლების შესადებ დავის გადაწყვეტა. უპირატესობის მინიჭება ხდება უფრო მაღალი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიული აქტისადმი, შედარებით სუსტი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიული აქტის გაუქმების გარეშე. გაშუალედებული გასაჩივრება გამორიცხავს საკონსტიტუციო ქვემდებარეობას, ანუ დავა არის საერთო სასამართლოს ქვემდებარე.  ჩემი აზრით, ვინაიდან გაშუალედებული ქვემდებარეობა გამორიცხავს საკონსტიტუციო ქვემდებარეობას, შესაბამისად გამოირიცხება საერთო სასამართლოებში დავის დაყვანა კონსტიტუციასა და კანონს შორის კოლიზიის გადაჭრამდე. საერთო სასამართლოები საკონსტიტუციო კონტროლს არ ახორციელებენ.  რაც შეეხება უშუალო გასაჩვრებას(აბსტრაქტული ნორმათკონტროლი), ხდება კანონების კონსტიტუციასთან შესაბამისობის დადგენა, სხვა დავისგან დამოუკიდებლად. ამ შემტხვევაში ხდება არაკონსტიტუციური ნორმატიული აქტის გაუქმება.

     

    საკონსტიტუციო კონტროლის თუნდაც ნაწილობრივი განხორციელების უფლება საერთო სასამართლოებს არ გააჩნიათ. აღნიშნული ეწინააღმდეგება ხელისუფლების დანაწილების პრინციპს.  კონსტიტუციასთან შეუსაბამო ადმინისტრაციული აქტის გაუქმება შესაძლებელია, თუ ის ამავდროულად ეწინააღმდეგება კანონს(არსებობს კანონის კონსტიტუციურობის პრეზუმფცია). ადმინისტრაციული აქტი შეიძლება შეიცავდეს კონსტიტუციის ან კანონის დებულებებს. ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციული აქტის შემოწმება სცილდება საერთო სასამართლოების კომპეტეენცია/იურისდიქციას. თუ ადმ აქტი შეიცავს კონსტიტუციის დებულებას, მისი შემოწმება უტოლდება კონსტიტუციის შემოწმებას, რისი უფლებამოსილება არც საერთო სასამართოებს გააჩნიათ და არც საკონსტიტუციო სასამართლოს. თუ აქტი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, მაგრამ გამოცემულია კანონის საფუძველზე, ადმინისტრაციული აქტის არამართლზომიერება ბრალად შეერაცხება საკანონმდებლო ხელისუფლებას და არა აღმასრულებელს. კანონი ფარავს ადმინისტრაციული აქტის შესაძლო არაკონსტიტუციურობას.

     

    თუ საქმის განმხილველი სასამართლო მივა დასკვნამდე, რომ კანონი არაკონსტიტუციურია ის ვალდებულია წარდგინებით მიმართოს სასამართლოს. ეს არის საერთო სასამართლოების ვალდებულება. ფაქტიურად ეს ზღუდავს კონსტიტუციის პირდაპირ მოქმედებას (იგივე აზრია იურიდიულ ლიტერატურაში). ჩემი აზრით კონსტიტუციის პირდაპირ მოქმედებას გამორიცხავს კანონის კონსტიტუციურობის პრეზუმცია, ანუ პირველ რიგში გამოყენებულ უნდა იქნას კანონი, შესაბამისად თუ არ არსებობს ამა თუ იმ ურთიერთბის მარეგულირებელი კანონი ამ შემთხვევაში დასაშვებია გამოვრიცხოთ კონსტიტუციის პირდაპირი მოქმედება. ასევე როცა კონსტიტუცია ავსებს კანონის მოთხოვნებს.(უ.ს.გ ას-321-306-2013 (სააპელაციო სასამართლო. მემკვიდრისთვის სამკვიდროს მთლიანად დაკარგვა გამოიწვევს კონსტიტუციის 36-ე მუხლის დარღვევას და ანალოგიით გამოიყენა ს.კ-ის 1378-ე მუხლი. );  საკანონმდებლო ნორმა რომელიც ამბობს რომ მოსამართლე თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით  არ უნდა გავიგოთ კონსტიტუციის პირდაპირ მოქმედებად.

    საერთო სასამართლოებსა და საკონსტიტუციო სასამართლოებს შორის კომპეტენტიის გამიჯვნის დროს იყენებენ სახელისუფლებო აქტის კრიტერიუმს. ანუ საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვის საგანი არ შეიძლება იყოს საჯარო მმართველობითი აქტები. და პირიქით თ უ აქტი იწვევს კონსტიტუციურ სამართლებრივ შედეგს(სახელისუფლებო აქტი), აღნიშნული არ შეიძლება იყოს საერთო სასამართლოს ქვემდებარე.  სუს 3გ-ად-440-კს-03 საქმეზე სასამართომ თქვა რომ  რიგგარეშე სესიების და სხდომების მოწვევის კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელების დროს პრეზიდენტი არ ახორციელებს საჯარო მმართველობას, შესაბამისად საქმე არ ექვემდებარება საერთო სასამართლოების კომპეტენციას.

    #29359

    kakha
    Member

    რა აზრის ხართ უზენაესი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებაზე – ბს-425-414(გ-13)

    სწორად განისაზღვრა განსჯადი სასამართლო?

     

    საკასაციო სასამართლომ ასევე მიუთითა სსსკ-ის მე-18 მუხლის (ნივთობრივი განსჯადობა) პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან გათავისუფლების შესახებ, აგრეთვე, ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთებზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფლის მიხედვით. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენდა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანების, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანების და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობა, ასევე პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული დავის საგანს წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერება, რა დროსაც საერთო განსჯადობის წესების საფუძველზე სარჩელი უნდა წარედგინოს, განიხილოს და გადაწყვიტოს მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით განსჯადმა სასამართლომ. შესაბამისად, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოების ადგილსამყოფელი იყო ქ. თბილისი. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე ტერიტორიული განსჯადობის გათვალისწინებით განსჯად სასამართლოს წარმოადგენდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია. 

     

    საკასაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საქმეში დავის საგანს წარმოადგენდა არა უძრავი ქონება, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. აღნიშნულის გამო, გამოყენებული უნდა ყოფილიყო სსსკ- ის მე-15 მუხლის საფუძველზე დადგენილი საერთო განსჯადობის წესები. 

    #29363

    Crassus
    Participant

    შეიძლება მე-18 მუხლის მიხედვით განსჯადობის დადგენა, საკუთრების უფლებას ეხება დავა.. თუმცა ამ შემთხვევაში მოპასუხის ადგილმდებარეობის მიხედვითაც შეიძლება დავის წარმოება, ალტერნატიული განსჯადობაა და მოსარჩელემ უნდა აირჩიოს, რომლის მიხედვით შეიტანოს სარჩელი.

    #29434

    kakha
    Member

    გეთანხმები.  ალტერნატიული განსჯადობაა.. 

    #35382

    BLH
    Keymaster

    მტკიცების ტვირთი ადმინისტრაციულ პროცესში

    შეჯიბრებითობის პრინციპი და ოფიციალობის პრინციპი ადმინისტრაციულ პროცესში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება №3ბ/1383-12

    აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით, ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო საგადასახადო სამართალდარღვევის (ინდ. აქტის) ფორმალური და მატერიალური კანონიერების დამტკიცება და შესაბამისად ბათილად იქნა ცნობილი მის მიერ გამოცემული საგადასახადო სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.

    სააპელაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს  მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტზე, რომელსაც აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

    სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით სრულად გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში.

    მითითებული პრინციპის შესაბამისად, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლები).

    ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის I ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები.

    მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე – მოპასუხე სუბიექტზე.

    სასამართლოს მიაჩნია, რომ დამტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება აქტთან დაკავშირებულ სარჩელის წარდგენისას არც ერთ შემთხვევაში არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან, ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება.

    სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლით დადგენილი პირობა სწორედ ამგვარად უნდა იქნას გაგებული, რამდენადაც სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე, ვინაიდან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლის მიხედვით ადმინისტრაციული ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით, შესაბამისად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2 მუხლით სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთისგან ათავისუფლებს მოსარჩელეს და ავალდებულებს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება, გამოცემა.

    სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლით ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება დაამტკიცოს სწორედ სადავო აქტის სამართლებრივი მხარე, რადგან მატერიალურ-სამართლებრივი კანონმდებლობის მიხედვით მას აქვს საჯარო-სამართლებრივი ვალდებულება თავისი გადაწყვეტილება, ყოველგვარი გასაჩივრების პრეზუმფციის გარეშეც, მიიღოს მხოლოდ კანონის შესაბამისად, ამდენად სავსებით ლოგიკურია მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციულ ორგანოზე დაკისრება.

Viewing 8 posts - 1 through 8 (of 8 total)

You must be logged in to reply to this topic.