Facebook-ის ექსპერტიმენტი მომხმარებელზე
ფეისბუქის მომხმარებლების აღშფოთება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ კვლევის ფარგლებში facebook-ი სპეციალურად მანიპულირებდა მათ news feed-ზე, იმისათვის რათა ზემოქმედება მოეხდინათ მომხმარებლების ემოციურ მდგომარეობაზე.
ამ მასობრივი ფსიქოლოგიური ექსპერიმენტის მსხვერპლნი გახდნენ ასი ათასობით მომხმარებელი, რომლებმაც არაფერი არ იცოდნენ ამის შესახებ.
მეცნიერებმა სოციალური ქსელის მომხმარებლები ლაბორატორიულ ვირთხებად 2012 წლის იანვარში გადააქციეს, რათა ენახათ რა რეაქცია მოყვებოდა მომხმარებლების მხრიდან, თუ მათ სპეციალურად განსაზღვრული ტიპის პოსტს გამოუჩენდნენ news feed-ზე, რაც მათ ემოციურ მდგომარეობას შეცვლიდა.
689,003 მომხმარებლის გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ მეცნიერებს ასეთი ცვლილებების განხორციელებით შუძლიათ შეცვალონ მომხმარებელთა სტატუსები და შესაბამისად, მოახდინონ მათზე ემოციური ეფექტი.
მაშინ როცა ადამიანები ნეგატიურ პოსტებს ხედავდნენ თავიანთი მეგობრებისაგან, ისინი უმეტესად ნეგატიურ სტატუსებს წერდნენ.
დიდი განსხვავება არ არის – მხოლოდ ერთი მეათედი პროცენტის განსხვავება. მაგრამ ეს შეიძლება ნიშნავდეს ასი ათასობით სტატუსის განახლებას დღეში.
ფეისბუკით სარგებლობის პირობები, რომელზეც ყველა ფეისბუკის მოსარგებლეს აქვს გამოხატული თანხმობა, მოიცავს მუხლს, რომლის მიხედვითაც ფეისბუკის მფლობელები უფლებამოსილნი არიან განახორციელო ნებისმიერი კვლევა მოსარგებლეებისათვის შეუტყობინებლად. აღნიშნული კვლევაც, სწორედ ამ მუხლის ფარგლებში განხორციელებული მოქმედებაა, თუმცა მის კანონიერებაზე მაინც ბევრი სამართლებრივი კითხვის ნიშანია.
მკვლევარებმა განაცხადეს, რომ მათ არ შეეძლოთ ენახათ ინდივიდების პოსტები. ნეგატიური და პოზიტიური პოსტები ავტომატურად ვლინდებოდა.
სოციალურმა ქსელმა განცხადებით მხარი დაუჭირა კვლევას, რომელიც ხორციელებოდა 2012 წელს ერთი სრული კვირის განმავლობაში.
„ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, რათა გაგვეუმჯობესებინა ჩვენი მომსახურება და გაგვეხადა ფეისბუკზე მოცული ინფორმაცია რაც შეიძლება მიმზიდველი და საინტერესო. ამ მიზნის მიღწევისათვის, საჭიროა იმის გამოკვლევა როგორ რეაგირებს ხალხი სხვადასხვა ტიპის ინფორმაციაზე.“