ჩინეთმა GMAIL დაბლოკა

China-now-blocks-any-form-of-access-to-Gmail

ჩინეთმა Gmail დაბლოკა

Gmail ჩინეთში უკვე მიუწვდომელია. ჩინეთის დიდი ფაირვოლი უკვე პარასკევიდან ამ სერვისზე წვდომას უკრძალავს ადგილობრივ მომხმარებლებს.

როგორც როიტერი გვატყობინებს  პარასკევს “Gmail-ის ვებ მისამართების დიდი რაოდენობა იქნა დაბლოკილი ჩინეთში”. ასევე მომხმარებლებიც ამბობენ, რომ სერვისი დღესაც არ არის ხელმისაწვდომი. GreatFire.org-ის წევრები, რომლებიც არიან სიტყვის თავისუფლების დამცველთა ჯგუფიდან ამბობენ:

“ვფიქრობთ, რომ მთავრობა ცდილობს აღმოფხვრას Google ჩინათიდან. წარმოდგინეთ რომ Gmail-ის მომხმარებლები ვერ შეძლებენ ჩინელ კლიენტებთან დაკავშირებას. ბევრი ადამინა ჩინეთის გარეთ იძულებული იქნება Gmail-იდან სხვა სერვისზე გადავიდეს, რაც Google-ის გლობალური შესუსტებისკენ არის მიმართული”.

Google-ის საკუთარი ტრაფიკის ანალიზი საგრძნობელ ვარდნას აფიქსირებს პარასკევიდან დღემდე. კომპანიის პიარმა სინგაპურიდან თქვა: “ჩვენ შევამოწმეთ ყველაფერი და ჩვენი მხრიდან პრობლემა არ არის”.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა Gmail მიუწვდომელია ჩინეთში, მაგრამ პარასკევამდე  პროტოკოლები, როგორიცაა IMAP, SMTP და POP3 მუშაობდა და მომხმარებლებს საშუალება ქონდათ ესარგებლათ სერვისებით მობილურებში და დესკტოპებზე. ახლა უკვე ეს შეუძლებელია და ამაში დამნაშავე მსოფლიოში უდიდესი ინტერნეტ ცენზურის ინტრუმენტი ჩინეთის დიდი ფაირვოლია დამნაშავე.

დღეისათვის პრობლემის გადაწყვეტა მხოლოდ VPN-ის საშუალებით არის, თუმცა ეს არ ამარტივებს ისეთი გლობალური სერვისით სარგებლობას, როგორიცაა Gmail ჩინეთის ტერიტორიიდან.

წყარო:  hi-tech.ge