BlackBerry აპირებს გადაუხადოს $550-მდე ნაღდი ფული iPhone-ის მომხმარებლებს
გასულ თვეს, Blackberry-ის CEO-მ John Chen გამოქვეყნა ღია წერილი, რომლითაც მოუწოდებდა Blackberry-ს მომხმარებლებს არ მიეტოვებინათ ბრენდი ახალი ბრჭყვიალა აიფონის ან ანდროიდის გამო. თუმცა, ძალიან ბევრმა მომხმარებელმა მაინც გამოცვალა ტელეფონი და შეიძინა ახალი iPhone. ახლა კი, მათი გულის ისევ მოსაგებად, Blackberry სთავაზობს ნაღდ ფულს, დიახ, ნაღდ ფულს.
Blackberry-ს ეს ახალი პროგრამა დაიწყება 1 დეკემბერს და გასტანს 13 თებერვლამდე. მის ფარგლებში აიფონის მომხმარებლებს გადაუხდიან $550-მდე ნაღდ ფულს თუ კი შეიძენენ Blackberry Passport-ს. მომხმარებლებს შეუძლიათ შემდეგი მოდელების გადაცვლა: iPhone 4S, iPhone 5, iPhone 5C, iPhone 5S და iPhone 6; მისაღები თანხა განისაზღვრება ტელეფონი მოდელით და მდგომარეობით. კარგ მდგომარეობაშ მყოფ iPhone 6-ში მაგალითად, Blackberry გასცემს $400, პლუს $150 Prepaid Visa Card-ზე.
ეს ძალიან ბევრი ფულია. მსგავსი შეთავაზება Microsoft-მაც გააკეთა ადრე, თუმცა მაქსიმალური გაცემული თანხა $350 იყო.
iPhone-ის მომხმარებლებო, როგორ ფიქრობთ, დიდია ცდუნება?