მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › ადმინისტრაციული სამართალი › ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები › Reply To: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები
საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის მიხედვით ყვითელ ნათებას სხვადასხვა ფუნქცია აქვს, მაგ: როცა წითელთან ერთად არის მაშინ იკრძალება მოძრაობა და თან იტყობინება, რომ მწვანე უნდა აინთოს, ხოლო როცა მარტოა, მაშინაც იკრძალება მოძრაობა და იტყობინება, რომ ინთება სხვა მაშუქი.. აქედან გამომდინარე, ვინაიდან ყვითელ ნათებას გააჩნია აკრძალვის მნიშვნელობა რეალაქტი ვერ იქნება ჩემი აზრით. თუმცა არსებობს ერთი შემთხვევა, როცა ყვითელი ნათება არის რეალაქტი, ეს არის შემთხვევა, როცა იგი ციმციმებს. ასეთ შემთხვევაში იგი ინფორმაციულ ფუნქციებს ასრულებს და აფრთხილებს საგზაო მოძრაობის მონაწილეებს შესაძლო საფრთხის შესახებ.
რაც შეეხება მწვანე ნათებას, ამ შემთხვევაშიც კანონი განასხვავებს მწვანე ნათებას და მწვანე მოციმციმე ნათებას.. მწვანე მოციმციმე ნათება არის რეალაქი, რადგან ინფორმაციული ბუნების არის და იტყობინება ამკრძალავი ნიშნის ანთების შესახებ, ხოლო მწვანე ნათება ინდ. აქტია, რადგან უფლებას რთავს საგზაო მონაწილეს იმოძრაოს გზაზე და უფლების მინიჭება რეალაქტს არ შეუძლია.
