ფეისბუქი ფულს გადაგვიხდის?

logout ფეისბუქი ფულს გადაგვიხდის?

ის დღეები, როდესაც ფეისბუქი თავისი 1.6 მილიარდი მომხმარებლისგან ღებულობდა რაღაცას- არაფრის ნაცვლად, შესაძლოა დასასრულს უახლოვდებოდეს.

სოციალური ქსელი სერიოზულ კრიზისშია, ტენდენცია ისეთია, რომ ფეისბუქმა გამოიარა პოპულარობის პიკი და ახლა დეგრადაციისკენ იწყებს სვლას. აღნიშნული პროცესი ხშირად გვინახავს, ისეთ გიგანტ კომპანიებთან დაკავშირებით, როგორიცაა Nokia, Blackberry, Yahoo  და ა.შ.

მართალია ფეისბუქის კრიზისი ამ ეტაპზე ფარულად არსებობს, გარკვეული ტენდენციებისა და კრიზისული ნიშნების სახით, თუმცა ეს რომ ასეა ამაზე ექსპერტებიც უკვე ღიად საუბრობენ. მათი დაკვირვებით, მომხმარებელთა ბევრად უფრო ნაკლები პროცენტი ათავსებს თავიანთ ფოტოებს და პერსონალურ მონაცემებს ფეისბუქზე, კერძოდ პირადი ინფორმაციის განთავსება 21 %-ით არის შემცირებული, ხოლო ინფორმაციის გაზიარებამ იკლო 5.5 პროცენტით.

მსგავსი ცვლილებები გრძელვადიან პერსპექტივაში, საკმაოდ მძიმე მომავალს უწინასწარმეტყველებს ფეისბუქს.

მოსალოდნელი ნეგატიური შედეგები შეიძლება თავიდან იქნეს აცილებული, თუ განხორციელდება გარკვეული პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის ერთ-ერთი გამოსავალია მომხმარებლის მიერ შექმნილი კონტენტისთვის ფულადი ჯილდოს შეთავაზება, ფეისბუქის მხრიდან, რაც კომპანიის კულვარებში უკვე განიხილება.

ფეისბუქი ამუშავებს გრძელვადიან მონეტარიზაციის მოდელს, რომლის პრაქტიკული განხორციელება შეიძლება ვიხილოთ ახლო მომავალში.

ფეისბუქი გეგმავს განახორციელოს გარკვეული მონეტარიზაცია იმ მომხმარებლისათვის, რომლებსაც დადასტურებული აქვთ თავიანთი ვინაობა, არიან აქტიურნი და ჰყავთ ბევრი მიმდევარი.

აღსანიშნავია, რომ Youtube-მა მონეტარიზაციის პროცესი, უნიკალური ვიდეოებისთვის 2009 წლიდან დაიწყო და დღემდე წარმატებით ახორციელებს, რამაც გამოიწვია Youtube-ის მომხმარებელთა მნიშვნელოვანი ზრდა და კომპანიის შემოსავლების მატება.

ფეისბუქში აქტივობების შემცირების მიზეზები ჯერაც უცნობია, აღნიშნული შესაძლოა აიხსნას პერსონალური მონაცემების დაუცველობით, ზოგიერთ მომხმარებელს უბრალოდ მობეზრდა ფეისბუქი, ამავდროულად ძალიან დიდი ოდენობით სპამია ამ სოციალურ ქსელში, რაც აღიზიანებს მომხმარებელს.

მსგავს პირობებში, ფეისბუქის მიერ რევოლუციური ცვლილებების განხორციელების გარეშე, მას იგივე ბედი ეწევა, რაც Yahoo_ს და Nokia_ს, რომლებიც ბაზარზე მოწინავე პოზიციებიდან გაკოტრებამდე მივიდნენ, მათ მიერ რევოულიცური ცვლილებების განხორციელების უუნარობის გამო.

ამდენად, ჩნდება კითხვა, ფეისბუქის მხრიდან მცირე ოდენობის თანხის შეთავაზება, მოახდენს თუ არა მომხმარებლის აქტივობის სტიმულირებას?

თუ ფეისბუქის მზე ისევე ჩაესვენება, როგორც სხვა წარსულში დომინანტი და ამჟამად მეორეხარისხოვანი კომპანიების შემთხვევაში მოხდა?