მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › ადმინისტრაციული სამართალი › ადმინისტრაციული წარმოება › Reply To: ადმინისტრაციული წარმოება
კანონით გაუთვალისწინებელი მოთხოვნების დაწესების დაუშვებლობა
ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის მოსთხოვოს განმცხადებელს წარადგინოს სხვა რაიმე დამატებითი საბუთი ან ინფორმაცია კანონით გათვალისწინებული საბუთის ან ინფორმაციის გარდა.
დაუშვებელია ზემოთ აღნიშნული საფუძვლით ადმინისტრაციული წარმოების შეჩერება ან განცხადების განხილვაზე უარის თქმა.
მაგალითად: უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე N-ბს-494-591-კ-03
ფაქტობრივი გარემოებები: მოსარჩელეები აშენებდნენ სახლს, ქალაქის არქიტექტურული სამსახური არ აძლევდა ნებართვას და სთხოვდა ისეთ დოკუმენტს, რომლის კანონით მოთხოვნის უფლება არ ჰქონდა.
“სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-8.1 და 81-ე მუხლების შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, თავისი უფლებამოსილება განეხორციელებინა მიუკერძოებლად და უფლება არ ჰქონდა, მოეთხოვა მხარისათვის კანონით გათვალისწინებული სხვა რაიმე საბუთი ან ინფორმაციის წარდგენა. ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოს უარი ქმედების განხორციელებაზე – განცხადების განხილვასა და გადაწყვეტაზე, პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდა მოსარჩელეთა ინტერესს, ამიტომ მოპასუხეს უნდა განეხილა განცხადება და სათანადო შეფასების შედეგად მიეღო გადაწყვეტილება.”
უზენაესი სასამართლო დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას.