მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › ზიანის ანაზღაურება (დელიქტური სამართალი) › Reply To: ზიანის ანაზღაურება (დელიქტური სამართალი)
მართლწინააღმდეგობა
მართლსაწინააღმდეგოდ ქმედება ნიშნავს, სამართლებრივი დანაწესების დარღვევას. მაგ: საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში განსაზღვრული საგზაო წესების დარღვევა. სისხლის სამართლის კანონმდებლობაში განსაზღვრული წესების დარღვევა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განხორციელება.
ყველა ასეთ შემთხვევაში, პირი მოქმედებს მართლსაწინააღმდეგოდ, თუმცა ზოგიერთი მეცნიერის აზრით, მართლწინააღმდეგობის ცნება უფრო ფართოა, ვიდრე მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრული წესების დარღვევა, იგი მოიცავს, ნებისმიერ დარღვევას, რომელიც არ არის განსაზღვრული კანონმდებლობით, თუმცა ლახავს საზოგადოებრივ მართლწესრიგს.
ამდენად, შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ მართლსაწინააღმდეგობასთან გვაქვს საქმე, როდესაც ირღვევა სამართლებრივი ნორმა, თუმცა ასევე შესაძლებელია დაირღვეს ჩვეულებაც (სამართლით დაურეგულირებელი) წესი, რომელიც განაპირობებს ქმედების მართწინააღმდეგობას.
მოვალე ბრალეულად დაარღვევს თავის ვალდებულებებს თუ ბრალის გარეშე, ვალდებულების დარღვევა მაინც მართლსაწინაამღვდეგო იქნება.
სახელშეკრულებო ურთიერთობაში მოვალე მართლსაწინაამღვდეგო ქმედებით არღვევს კონტრაჰენტის რელატიურ უფლებებს, ხოლო არასახელშეკრულებო(დელიქტურ) ურთიერთობებში ირღვევა აბსოლუტური უფლებები.
მართლსაწინაამღვდეგო ქმედება შესაძლებელია, მოიცავს, როგორც აქტიურ მოქმედებას, ისე უმოქმედობასაც.
სამოქალაქო სამართალი იცნობს მართლწინააღმდეგო ქმედების გარეშე მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. ასეთი შემთხვევები შეგვიძლია დავახარისხოთ ორ პირობით კატეგორიად:
1) მართლზომიერი ქმედების შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. ასეთი შემთხვევები გვაქვს უფლების განხორციელების დროს, აუცილებელი მოგერიება(116), უკიდურესი აუცილებლობა (117) თვითდახმარება (118).
2) მომეტებული საფრთხის რეალიზაციის დროს დამდგარი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. მაგ: სკ-ის 999-ე მუხლი, ავტომობილის ექპსლოატაციის დროს დამდგარი ზიანი იმით ხასიათდება, რომ იგი არ არის გამოწვეული მძღოლის ქმედებით, არამედ იგი გამოწვეულია ადამიანის მიერ უკონტროლი მოვლენით, ანუ რა ღონეც არ უნდა მიიღოს ადამიანმა იგი ვერ აღკვეთავს ზიანის დადგომას.
