მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › მემკვიდრეობითი სამართალი › Reply To: მემკვიდრეობითი სამართალი
სახელმწიფოებრივი უფლებამოსილებები უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე საჯარო მმართველობა, რომელიც სახელმწიფოებრივი უფლებამოსილების კერძო სახეა. მაგ: საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციით მინიჭებული გარკვეული უფლებამოსილების განხორციელება სახელმწიფოებრივი უფლებამოსილების განხორციელებაა, მაგრამ არა საჯარო მმართველობის განხორციელება, იგივე სისხლის სამართლებრივი გამოძიების წარმოება სახელმწიფოებრივი უფლებამოსილების განხორციელებაა, მაგრამ არა საჯარო მმართველობის, თუმცა ნოტარიუსის მიერ განხორციელებული ქმედება, რამდენად წარმოადგენს ისეთ სახელმწიფოებრივი უფლებამოსილების განხორციელებას, რომელიც არ არის საჯარო მმართველობის განხორციელება?
ჩემ მიერ მოყვანილ გადაწყვეტილებში, სწორედ ამ საკითხზე მსჯელობდა სასამართლო, წარმოადგენდა თუ არა სამკვიდრო მოწმობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ინდ. აქტს, უზენაესის დასკვნაში ადმინისტრაციული ინდ. აქტად კვალიფიკაციისთვის მას მხოლოდ “ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე” გამოცემის ელემენტი აკლდა.
ჩემი პოზიციაა მაინც, რომ ნოტარიუსი სხვადასხვა ბუნების მქონე სუბიექტია, მათ შორის იგი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანო, ზაკ-ის 2.1-ე მუხლის გაგებით, მაგ: ნოტარიუსი ადმინისტრაციული ორგანოა, როცა ახორციელებს საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაციას, ან როცა იგი იურიდიულ ფაქტს ადასტურებს და ა.შ.
