#2936

ძალიან საინტერესო საკითხია უძრავი ნივთების შესახებ ვალდებულებითი გარიგების ფორმის საკითხი, საკუთრების უფლების შეძენის პროცედურის ჭრილში.

 

როგორც უკვე აღინიშნა, სამოქალაქო კოდექსის 323-ე მუხლი, მოქმედი მდგომარეობით, განსაზღვრავს უძრავი ნივთების შესახებ დადებული გარიგების სავალდებულო წერილობით ფორმას, რაც იმას ნიშნავს, რომ უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების გადასვლის შესახებ ვალდებულებით-სამართლებრივი გარიგების ნამდვილობა დაკავშირებულია მის წერილობით ფორმასთან,  ისე რომ არ არის აუცილებელი ნოტარიული დამოწმება.

 

თუმცა ამავდროულად გვაქვს სკ-ის 183-ე და 311 (პრიმა) მუხლები, რომლებიც გვეუბნებიან, რომ უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია წერილობითი სახით დადებული ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულების კერძო ნოტარიული აქტით დადასტურება და მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. აღნიშნული ნორმებით არის განსაზღვრული საკუთრების უფლების გადასვლისათვის აუცილებელი ფორმა.

 

ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ მხარეებმა თუ დადეს მარტივი წერილობითი  ფორმით უძრავი ნივთის შესახებ ხელშეკრულება, აღნიშნული ხელშეკრულება იქნება ნამდვილი და წარმოშობს სამართლებრივ შედეგს. ხოლო იმისთვის, რომ მოხდეს უძრავი ნივთის საკუთრების უფლების გადაცემა, ამისათვის საჭიროა დამატებით ნების გამოვლენა, ხელშეკრულების ხელმოწერების დადასტურებისა და რეესტში რეგისტრაციის სახით..

 

ამ საკითხთს სწორედ ასე წყვეტს უზენაესი სასამართლო, იხ. გადაწყვეტილება N- ას-1529-1443-2012