#28739
BLH
Keymaster

საკუთრების უფლების შეძენა არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე

 

არამატერიალურ ქონებრივ სიკეთედ მიიჩნევა ისეთი მოთხოვნები და უფლებები, რომელთა განკარგვა შესაძლებელია.

 

სკ-ის 198.1-ე მუხლის მიხედვით ნივთების მსგავსად მოთხოვნები და უფლებებიც  შეიძლება იყოს გასხვისების ობიექტი და მასზე საკუთრება გადაეცეს სხვა პირს.

 

მოთხოვნის გადაცემას სხვის საკუთრებაში ეწოდება- მოხოვნის დათმობა. მოთხოვნის დათმობის საფუძველი შეიძლება იყოს სხვადასხვა: ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება, ანდერძი და ა.შ.  

 

მოთხოვნის დათმობით(საკუთრების გადაცემით), მოთხოვნა ახალ პირზე გადადის ისეთივე მდგომარეობაში, როგორშიც იგი ძველი მფლობელის ხელში იყო.

 

მოთხოვნა შეიძლება სხვადასხვა ფორმით არსებობდეს და ამიტომაც მისი დათმობის ფორმებიც განსხვავებულია. აქედან გამომდინარე ძველი მფლობელი ვალდებულია ახალ მფლობელს გადასცეს მის მფლობელობაში არსებული ყველა საბუთი, რომლებიც ეხება მოთხოვნებსა და უფლებებს და ყველა ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ამ მოთხოვნებისა და უფლებების გამოყენებისათვის.